მოგზაურობის პერიოდში გადაუდებელი ამბულატორიული სერვისების ხარჯები დაფარული/ანაზღაურებული იქნება.
მოგზაურობის პერიოდში თუ ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესების გამო სასწრაფო ოპერაცია გახდა საჭირო, ხარჯებს სამოგზაურო დაზღვევა დაფარავს/აანაზღაურებს.
საზღვარგარეთ ყოფნისას თუ კბილის ძლიერმა ტკივილმა შეგაწუხა, გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების ხარჯებს ჩვენ დავფარავთ.
სამოგზაურო დაზღვევა, აეროპორტში ბარგის დაკარგვის შემთხვევაში, კომპენსაციასაც ითვალისწინებს.
ჯიპიაი მომხმარებელს სამოგზაურო და კოვიდ დაზღვევის კომბინირებულ პროდუქტს სთავაზობს. სტანდარტული სამედიცინო მომსახურების გარდა, კოვიდ დაზღვევის შეძენის შემთხვევაში Covid 19-ით გამოწვეული ხარჯებიც ანაზღაურდება.