პოლისი „ონკო ქეარი“ აზღვევს ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებების რისკს და ითვალისწინებს კომპენსაციას დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში. კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა 180 000 ლარია. პოლისის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ დაზღვეულს აქვს თანხის განკარგვის თავისუფლება - კომპენსაციის გახარჯვა შესაძლებელია როგორც მკურნალობის, ასევე სხვა მიზნებისთვის, დაზღვეულის სურვილისამებრ.
ჯიპიაი ჰოლდინგი ჩართულია კიბოსთან ბრძოლის კამპანიაში და ონკო ქეარის პირველი 500 გაყიდული პოლისიდან შემოსული თანხა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ორგანიზაცია „ჰერაში“ ირიცხება.
ონკოქეარი დაზღვეულს საშუალებას აძლევს, ყოველგვარი დანახარჯების გარეშე საქართველოში დასმული დიაგნოზი საზღვარგარეთ, მისთვის სასურველ კლინიკაში გადაამოწმოს. მის შემთხვევას ონკოლოგიის წამყვანი სპეციალისტები შეისწავლიან, რომლებიც ცნობილნი არიან მკურნალობისას უახლესი სამედიცინო ტექნიკების გამოყენებით და მიღწეული შედეგების საუკეთესო ხარისხით. მომსახურების დეტალების შესახებ იხილე ბმულზე.
შეიძინე პოლისი ,,ონკო ქეარი", დააზღვიე სიმსივნის რისკი და შეიტანე წვლილი კიბოსთან ბრძოლის კამპანიაში.