პრეზენზიის შექმნა

Your message has been sent!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
Thank you
Your message has been sent!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
Help
Support Group
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ENG Geo
მიიღე შეთავაზებები პირველმა
Subscribe to our mail list
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
.
This email address has already subscribed
email subscribed successfully!
please enter a valid email
This email address has already subscribed
Search
Help
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
results not found

Personal Doctor

პირადი ექიმის ასარჩევად საჭიროა, დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე 0322505111. ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან სასურველი ექიმის შერჩევაში და დაგიგეგმავენ პირველად ვიზიტს. ამის შემდეგ უკვე შენ თვითონ შეძლებ სატელეფონო კონსულტაციის ან ვიზიტის დაჯავშნას ონლაინ, აპლიკაციიდან MyGPI ან ვებ გვერდიდან mygpi.ge.

Doctor Change

პირადი ექიმის შეცვლა შესაძლებელია იმავე მომსახურე კლინიკის თანამშრომლით. ამისთვის უნდა დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე 0322505111 და ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან.

როგორ ჩავეწერო პირად ექიმთან?

პირად ექიმთან ჩასაწერად შეგიძლია ისარგებლო აპლიკაციით MyGPI ან ვებ გვერდით mygpi.ge . მენიუში იხილე ველი „ექიმთან ჩაწერა“, აირჩიე სატელეფონო კოსნულტაცია გსურს, თუ კლინიკაში ვიზიტი, მიუთითე შენი ექიმი და თავისუფალი გრაფიკის მიხედვით, დაჯავშნე კონსულტაცია. ვიზიტის დეტალების ნახვას აპლიკაციაში შეძლებ, დრო და თარიღი კი ავტომატურად დაემატება შენი ტელეფონის კალენდარში.

სად ვნახო ინფორმაცია ჩემი ვიზიტების შესახებ?

ვიზიტის გადამოწმება პირად კაბინეტში შეგიძლია აპლიკაციით MyGPI ან ვებგვერდზე mygpi.ge . იხილე „ექიმთან ჩაწერის“ ველი და შეამოწმე ჯავშანი.

როგორ დავრეგისტრირდე პირად კაბინეტში?

როგორ მოვიქცე თუ ვერ შევდივარ პირად კაბინეტში?

თუ პირად კაბინეტში უკვე დარეგისტრირებული ხარ და ვერ ახერხებ ავტორიზაციას, პირველ რიგში, ისარგებლე პაროლის აღდგენის ფუნქციით, მიუთითე ელ.ფოსტა, რომლითაც დარეგისტრირდი და დაელოდე დროებით პაროლს მეილზე ან სმს-ით. მიღებული პაროლი გამოიყენე ავტორიზაციისას, შემდეგ კი პარამეტრებიდან შეცვალე. თუ დროებით პაროლს ვერ იღებ, დაგვიკავშირდი ცხელ ხაზე 0322505111 ან ისარგებლე ონლაინ ჩატით ვებგვრდზე და დაგეხმარებით პაროლის აღდგენაში.

პოლისი მედით სადაზღვევო მომსახურებას სრულად ონლაინ, დისტანციურად იღებ- ვებგვერდის mygpi.ge-ს ან აპლიკაციის MyGPI-ს მეშვეობით. შეგიძლია, ჩაეწერო რამდენიმე ექიმთან ერთდროულად, მიიღო ანაზღაურებაგააგზავნო მიმართვის ან საგარანტიო წერილის მოთხოვნა.

რომელი სამედიცინო მომსახურება ფინასდება ფლექს პოლისით?

ფლექს პოლისით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებების ჩამონათვალი, ლიმიტები და დაფარვის პროცენტები პაკეტების მიხედვით იხილე ბმულზე.

რას ნიშნავს გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორია?

გადაუდებელი ამბულატორია გულისხმობს მკურნალობას, რომელიც აუცილებელი გახდა რაიმე უბედური შემთხვევის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესების გამო, მაგრამ არ არის საჭირო საავადმყოფოში დიდი ხნით დაყოვნება. მაგ: დამწვრობა, მოტეხილობა, მცირე ტრავმა, მოწამვლა და სხვა. გეგმიური ამბულატორია კი არ საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას. ორივე მომსახურება პოლისი მედით სხვადასხვა ლიმიტითა და დაფარვით ფინანსდება, მომსახურებასაც სხვადასხვაგვარი სქემით  იღებ.

რას ნიშნავს გეგმიური და გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია?

თუ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეა გაუარესებული, რომ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა დაუყოვნებლივ კლინიკაში განთავსება, ეს გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციაა; გეგმიური ჰოსპიტალიზაციისას კი საჭირო არაა გადაუდებლად კლინიკაში მოთავსება. ორივე მომსახურება პოლისი მედით სხვადასხვა ლიმიტითა და %-ით ფინანსდება. დეტალური ინფორმაცია იხილე ბმულზე.

რას ნიშნავს გეგმიური და გადაუდებელი სტომატოლოგია?

გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება მოიცავს სტომატოლოგის კონსულტაციას, დიაგნოსტიკას, კბილის დაბჟენას, წმენდას. თუ მწვავე ტკივილის შედეგად სასწრაფოდ კბილის ამოღება, ექსტრაქცია, გახდა საჭირო, ეს უკვე გადაუდებელი სტომატოლოგიუროი მომსახურებაა. ორივე სერვისი პოლისი „პრო“ და „მაქსი“ პაკეტებით ფინასდება.