საკუთარი ავტომობილზე ძალიან დიდხანს ვოცნებობდი. სამსახური დავიწყე თუ არა მანქანის საყიდლად ანაბარიც გავხსენი. ყველაფერს ვიკლებდი, თუმცა ვიცოდი რომ დიდი მიზანი მქონდა. თანხის შესაგროვებლად 4 წელი დამჭირდა, თუმცა ლოდინი ღირდა. 4 წლის თავზე ჩემი საყვარელი და ლამაზი ნისან ჯუკი ეზოში მეყენა. მანქანა დაუზიანებელი იყო და მეც ძალიან ვუფრთხილდებოდი. პირველივე დრეს შევიძინე დაზღვევა, რადგან არ მინდოდა ქუჩებში დაუზღვეველი მანქანით მევლო. მე საკმაოდ ფრთხილი მძღოლი ვარ, თუმცა სხვებს ვერ ვენდობოდი. მართალიც აღმოვჩნდი.
ჩემი ნისანის დაზღვევიდან ზუსტად 1 თვეში უპასუხისმგებლო მძღოლმა დამარტყა.მანქანის დაზიანება ცალკე ტრაგედია იყო ჩემთვის, თუმცა არც კი მინდა იმის წარმოდგენა ამ ადამიანთან ურთიერთობა რის ფასად დამიჯდებოდა. ჯიპიაიმ ეს პრობლემა მომიგვარა. აპლიკაციით დავაფიქსირე ავარიის შესახებ განაცხადი და გამოვიძახე მენეჯერი ადგილზე. ავტომომსახურების მენეჯერმა, ბაჩომ, ჩემ ნაცვლად მოაგვარა ყველა საკითხი ისე, რომ მძღოლთან საუბარიც კი არ მომიწია. ჩემი ნისანი ისევ ახალივით გამოიყურება, თანხა კი 10 სამუშაო დღეში დამერიცხა ანგარიშზე.