ჯიპიაის გაყიდვების მენეჯერი მუშაობს ოფისიდან, სპეციალურად მასზე მორგებული პროგრამითა და გაწერილი დღის გეგმის მიხედვით.
გაყიდვების პროცესი სრულად არის გაციფრულებული, რომ სადაზღვევო კონტრაქტის გაფორმება მოხდეს სურვილის შემთხვევაში სრულიად დისტანციურად. გაყიდვის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია, რათა არც მენეჯერს და არც კლიენტს არ დაეხარჯოს დრო ბიუროკრატიულ პროცედურებში.
გარიგებების უმრავლესობა ერთი შეხვედრაში სრულდება. სამუშაო პროცესში ყველა მენეჯერის მთავარი იარაღი არის პადი, რომლის დახმარებითაც ელექტრონულად აფორმებს ყველა ხელშეკრულებას. კომპანიის მასშტაბიდან გამომდინარე, კლიენტების მომართვიანობა მაღალია. გაყიდვების მენეჯერისთვის ხელმისაწვდომია ასევე ჯიპიაი-ს კონტაქტების ფართო წრე როგორც კორპორაციულ, ისე საცალო ბაზარზე.