პრეზენზიის შექმნა

Your message has been sent!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
Thank you
Your message has been sent!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
Help
Support Group
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ENG Geo
მიიღე შეთავაზებები პირველმა
Subscribe to our mail list
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
.
This email address has already subscribed
email subscribed successfully!
please enter a valid email
This email address has already subscribed
Search
Help
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
results not found

ჯიპიაის ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოს ბანკის მობაილ ბანკში დაემატა

“ჯიპიაი ჰოლდინგის” პროდუქტი, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა საქართველოს ბანკის მობაილ ბანკში დაემატა

 

  • მობაილ ბანკიდან პოლისის შეძენა მარტივად, 2 წუთში შეგიძლიათ

 

  • მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ფასი, თვეში 10 ლარიდან იწყება

 

ჯიპიაი ჰოლდინგის ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა უკვე შეგიძლიათ საქართველოს ბანკის მობაილ ბანკიდან შეიძინოთ. მარტივად, თქვენს ტელეფონში გახსნით საქართველოს ბანკის აპლიკაციას mBank-ს, მოძებნით დაზღვევის ველს და ერთ სივრცეში პროდუქტის შესახებ ყველა ინფორმაციას ნახავთ. იქვე მარტივად, მონიშნავთ შეძენას, აირჩევთ თქვენთვის სასურველ ლიმიტს და სულ ეს არის, ორ წუთში თქვენი ავტომობილი ჯიპიაის მესამე პირის პასუხისმგებლობის პოლისით არის დაზღვეული . რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენი ბრალეულობით სხვა ადამიანს, მის მანქანას ან ქონებას ზარალი მიადგება, თანხას “ჯიპიაი ჰოლდინგი” დაფარავს

 

სანდრო კიკნაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორი :

 

„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა დიდი ხანია დავიწყეთ და ეს პროცესი ამ პარტნიორობის გაგრძელებაა. მთავარი მიზანი რა თქმა უნდა დაზღვეულებისა და დაზღვევის შეძენის მსურველებისთვის პროცესების გამარტივებაა. საქართველოს ბანკის მომხმარებელს უკვე შეეძლო მთელს საქართველოში ბანკის ყველა ფილიალში ჯიპიაის პროდუქტების შეძენა , თუმცა ახლა ყველაფერი კიდევ უფრო მარტივია და დაზღვევის შესაძენად ოფისებში მისვლა საჭირო აღარაა, მარტივად გახსნით ბანკის აპლიკაციას, მოძებნით დაზღვევას და რა თქმა უნდა, ჯიპიაის აირჩევთ. მომხმარებელს აპლიკაცია საშუალებას აძლევს რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის პროდუქტი შეადაროს ერთმანეთს და ამ შედარების დროსაც დარწმუნებული ვარ ჯიპიაის უპირატესობებს დაინახავენ და არჩევანს ჩვენზე შეაჩერებენ. ჩვენც, როგორც ევროპული ღირებულებების მქონე და საქართველოში N1 სადაზღვევო კომპანია მათ იმედებს გავამართლებთ და საჭირო დროს მათ გვერდით ვიქნებით. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა კი გრძელდება და მომხმარებლებს კიდევ ბევრ სიახლეს შევთავაზებთ"

 

ჯიპიაის ავტოპასუხისმგებლობის პოლისი მაღალი ლიმიტებითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. პოლისი მაშინ იცავს მძღოლს ფინანსური რისკებისგან, როცა მძღოლის ბრალეულობით ზიანდება სხვა პირის ავტომობილი, ჯანმრთელობა ან ქონება. ჯიპიაიში ამ პაკეტით დაზღვეულ პირებს შეუძლიათ ისარგებლონ ავტოდაზღვევის ჯგუფის 24 საათიანი მომსახურებით. შემთხვევის დადგომისთანავე მიმართონ კომპანიას, ფინანსური ზარალის ანაზღაურებაზე კი ჯიპიაი იზრუნებს.

 

“ჯიპიაი ჰოლდინგის” და საქართველოს ბანკის თანამშრომლობის ფარგლებში უკვე ორი წელია დაზღვევის შეძენა ბანკის ფილიალებში, საქართველოს ყველა რეგიონშია შესაძლებელი. მომხმარებელს საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში მარტივად შეუძლია შეარჩიოს სასურველი პაკეტი და რამდენიმე წუთში გაიფორმოს ჯიპიაის ავტოდაზღვევის, ავტოპასუხისმგებლობის, ბინის დაზღვევის ან სამოგზაურო დაზღვევის პოლისი.