პრეზენზიის შექმნა

Your message has been sent!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
Thank you
Your message has been sent!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
Help
Support Group
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ENG Geo
მიიღე შეთავაზებები პირველმა
Subscribe to our mail list
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
.
This email address has already subscribed
email subscribed successfully!
please enter a valid email
This email address has already subscribed
Search
Help
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
results not found

კილომეტრებად მოყოლილი ამბები-სეგოვია

მე ნაბიჯთმთვლელი აპლიკაციის სტაჟიანი მოყვარული ვარ. მიყვარს დღის ბოლოს ჩემი სიარულის შედეგებს რომ ჩავხედავ და თავს შევიქებ-ხოლმე. ჩემი მაჩვენებელი, მოგზაურობისას, განსაკუთრებულ ნიშნულს აღწევს, რადგან ყოველ  გავლილ კილომეტრს ახალი და განუმეორებელი ამბები ემატება.

„რა კარგი იქნებოდა, ჩვენს კილომეტრებს ამბებადაც რომ  ინახავდე“ -  შევნატრე ერთ დღეს ჩემს აპლიკაციას  და სანამ ამ  ნატვრას ტექნოლოგიური ასრულება დაეწევა, გადაწყდა, რომ შევეცადო, ჩემი გავლილი კილომეტრები, მე თვითონვე ვაქციო ამბებად.

 

 

მაშ ასე, ესპანეთი, სეგოვია, ფეხით გავლილი 19 კილომეტრის ამბავი.

ვისაც მადრიდში გიმოგზაურიათ, გზადაგზა, აუცილებლად შემოგხვდებოდათ სეგოვიასკენ წასვლის  შეთავაზება. ჩემი დაკვირვებით, ამ განსაკუთრებულ შესაძლებლობას ადამიანები, ხშირად, თავს არიდებენ და საყოველთაოდ აღიარებულ დიდ  ქალაქებში ამჯობინებენ ძვირფასი  დროის დახარჯვას.

ვისთვისაც ეს სახელწოდება ახალი და არაფრისმთქმელია, გეტყვით, რომ სეგოვია  ესპანეთში, კასტილია-ლეონის რეგიონში მდებარე პატარა ქალაქი-მუზეუმია, მრავლისმნახველი  და რაც მთავარია, ნანახის კარგი გადმომცემი. თუ უფრო  ხმამაღალი დასათაურება  მნიშვნელოვანია, გეტყვით, რომ ეს ქალაქი ჩვენი, მთელი  კაცობრიობის მემკვიდრეობაში საპატიო ადგილს იკავებს.

 

ყველაფერი კი რაღა თქმა უნდა, რომაელების ნახელავით იწყება.

დგახარ ძველი ქალაქის მთავარ მოედანზე. შენ წინ  ჩვ.წ.  I  საუკუნეში აშენებული აკვადუქტი არის აღმართული.  უკვე იცი,   რომ რასაც თვალით გაწვდი, იმის იქით, კიდევ 15  კილომეტრზეა გადაჭიმული. ისიც გითხრეს, რომ თითო ქვა 200 კილოზე მეტს იწონის და მისი აგებისთვის  არც საძირკველი  და არც სხვა  საშენი მასალა გამოუყენებიათ. დგახარ, აჰყურებ და ვერაფრით იჯერებ რომ აი ასე,  შენზე უბრალოდ დგას, პირველი საუკუნიდან მოყოლებული,  ქალაქის წყლით მომმარაგებელი და  რომ არა საყოველთაო საგანძურის სტატუსი, დღესაც დიდი წარმატებით შეძლებდა პირველადი საქმის კეთებას. ახლა კი  ჩვენი, ადამიანთა მოდგმის ყველა წარმომადგენლის მონაპოვრად ითვლება  და გიჭირს დაიჯერო,  რომ მის ამშენებლებსაც და შენც ზემოთნახსენები მოდგმა  თანაბრად გაერთიანებთ.

 

ამ კონსტრუქციის ზემოდან დახედვის  სურვილიც  აუცილებლად გიჩნდება და  შენი  სხეული აღმართისკენ სვლას თავისით იწყებს. მიყვები და  პირველადი მიზანი ნელ-ნელა გავიწყდება.

 

ახალი თავსატეხი იწყება; სახლები და შენობები,  რომლებიც გზადაგზა გხვდება.  ეძებ და ვერაფრით უსადაგებ  შესატყვისს. როგორია, მოჩითული თუ  მოქარგული, მოვარაყებული თუ დახაზული.  ამ ვარაუდის გადასამოწმებლად და ზუსტი, მეცნიერული განსაზღვრების  გასაგებად, ესპანურენოვანი გიდის ადევნებას გადაწყვეტ, იმ იმედით რომ აუცილებლად ახსნის შენობების ამ თავისებურებას და აი, ისიც,  El Esgrafiado, - მოხატვის  ტექნიკა, რომელიც მე -15 საუკუნიდან გამოიყენებოდა ამ ქალაქში და მდიდრების სახლების კედლებიდან ნელ-ნელა მთელ ძველ ქალაქს   გეომეტრიულ ფორმებად და ყვავილებად მოედო.  გიდის მიყურადების და ჩემი დილეტანტური განსჯის შედეგად, შემიძლია დავასკვნა, რომ ეს სტილი   თანამედროვე გრაფიტის სულ სხვა განზომილების  წინამორბედია, რომლის ერთ-ერთი მიზანი უსწორმასწორო კედლების გალამაზება და ძალიან გასაკვირი, შენობების სინესტისა და ყინვისგან დაცვა ყოფილა.

სიცივის და  თოვლის ხსენებაზე აუცილებლად აქაური სახლების  სახურავებს უნდა ახედო ან უმჯობესია, დახედო და პირუკუღმა  კრამიტებს  დააკვირდე, ამგვარ, უჩვეულო   გადახურვას თოვლი სასრიალოსავით იყენებს და მასზე მოკალათებული ქვემოთკენ ეშვებაო- ასე ხსნიან აქაურები.

 

ქალაქის გზები რამდენიმე ძირითად მარშრუტზე მიგითითებს. თუმცა, ისრებიდან აუცილებლად უნდა გადაუხვიო, რადგან აქაურ ვიწრო ქუჩებზე, სადაც ხან ადამიანი ეკვრის კედელს და ხან მანქანა,  სრულიად წარმოუდგენელ დეტალებს აღმოაჩენ. ისეთებს, რომ გგონია, აი ახლა, ამ წამს, პირველად შენ შენიშნე და გინდა სხვებსაც დაანახო.

 

 მთავარი ისარი კი საბოლოოდ  მაინც თავისას იზამს და კასტილიის სამეფო სასახლის, ალკასარის შთამბეჭდავი ისტორიით სავსე ამბებში მოგახვედრებს. ეს ის ციხე-სიმაგრეა,  რომელიც, როგორც ამბობენ, უოლტ დისნეის შთაგონების კოშკი გამხდარა და მის მიხედვით შეუქმნია ფიფქიას ბოროტი დედინაცვლის სასახლე.  ალკასარის  მონახულებისას, მის მიღმა, მარჯვნივაც უნდა ჩახედო გზებს და დარწმუნდე, რომ მათ კასტილიის ბევრ, წარმოუდგნელ ადგილებამდე შეუძლიათ შენი მიყვანა.

 

უკან გამობრუნებული  აუცილებლად  ისევ მოხვდები პლაცა მაიორზე ( მთავარი მოედანი), რომელიც ესპანეთის ქალაქების  ერთ-ერთი მთავარი ხასიათის აქაური ნაწილია. ამ  მოედნებს  მისაღებ სალონებსაც ეძახიან. თუ კარგად დააკვირდებით, ყველა მათგანი ქალაქის გულში მდებარეობს, ბევრს უნიკალური არქიტექტურა და ფორმა აქვს, ბევრიც მოკრძალებული და სადაა.  თუმცა,  ყველა მათგანს - ძალიან სახელგანთქმულსაც  და უბრალოსაც ერთი მთავარი ნიშანი აერთიანებს; ისინი ადამიანების შეხვედრის ადგილებია და აქ ყველაფერი ამ საქმისთვისაა მოწყობილი. აუცილებელია,  რომელიმე ღია კაფეში ჩამოჯდე და უბრალოდ აქეთ-იქით იყურო, დანარჩენ ამბებს ამ სივრცის ყოველი კუთხე- კუნჭული თავისით მოგიყვება.

მეც ასე ვიქცევი;  სეგოვიის მოედანზე ჩემს ადგილს ვპოულობ და  უკვე მერამდენჯერ ვკითხულობ, ღმერთო, ნეტა რა ძალამ გამოკეტა ეს ადამიანები სახლში?

 

 სანამ ამ კითხვაზე პასუხს  კიდევ ბევრჯერ მოვითხოვ, მანამდე  ვირუსების და   ჯანმრთელობის სხვა  გართულების  თავიდან აცილების და  სამოგზაურო დაზღვევის დასტურს ისევ ახლოს ვიგულებ და  მომდევნო კილომეტრების ამბებად  გადათვლას  მშვიდად გავაგრძელებ.

ვინ იცის, იქნება და  თქვენც რამეში გამოგადგეთ.

 

 

 

ჯიპიაის სამოგზაურო დაზღვევა შეიძინე აქ

იმოგზაურე, ჩვენ დაგაზღვევთ! 

 

 

                                                                                                                                                                                                               ავტორი: თაკო როდონაია