ჯიპიაი ჰოლდინგი ევროპის მობილობის კვირეულის მხარდამჭერია. კვირეული 16 სექტემბერს კონფერენციით გაიხსნა. კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი ჯიპიაი ჰოლდინგის ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილე, კონსტანტინე მანჯგალაძე იყო. მან სატრანსპორტო ეკოსიტემის მდგრადობის შენარჩუნებაში, დაზღვევის, როგორც აუცილებელი ელემენტის, როლზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ავტოდაზღვევა მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოსთვის, ისე მოქალაქეებისთვის ფინანსური რისკების თავიდან ასაცილებლად. ასევე, სწორად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიებით დაზღვევის ინდუსტრია ავტოსაგზაო რისკების შემცირებაშიც იღებს მონაწილეობას. კონსტანტინემ ხაზი გაუსვა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, და ამ საქმეში სახელმწიფოს და სადაზღვევო ინდუსტრიის თანამშრომლობის აუცილებლობას. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ეს დაზღვევა სავალდებულოდ არ მოქმედებს. მისი სავალდებულოს ამოქმედება კი, სატრანსპორტო უსაფრთხოების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ყველა აქტორი უნდა იყოს დაცლილი რისკებისგან, ხოლო სახელმწიფოს აღარ უნდა მოუხდეს კომპენსაციების გაცემა და ჯანდაცვის და სხვა ხარჯების ანაზღაურება. ეს უნდა გადმოვიდეს კერძო სადაზღვევო სისტემაზე, ისე როგორც არის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში,
მან, ასევე ისაუბრა დაზღვევის როლზე ეკო სატრანსპორტო საშუალებების წახალისებაში. გამოყო ის დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები, რომელიც ჯიპიაის ამ მიმართულების განუხორციელებია ან აპირებს დანერგოს.