ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნად, ვენის სადაზღვევო ჯგუფის ისტორიულ სათაო ოფისის შენობაზე - Ring tower -ზე ცნობილი მხატვრის - გოტფრიდ ჰელვეინის ნამუშევარი გამოჩნდა. ნახატი, სახელად “ჩემი და” პატარა გოგონას სისხლიან სახეს ასახავს, ქალთა და ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ არის გზავნილი.
ძალადობათან ბრძოლისა და მსხვერპლთა სოლიდარობის კამპანიის ფარგლებში „ვენის სადაზღვევო ჯგუფს“ მხატვრებთან თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. Ring tower ევროპის ყურადრების ცენტრში ბევრჯერ მოექცა. ისტორიული შენობა ხშირად გამოიყენება სხვადასხვა მნიშვნელოვანი, სოციალური საკითხების შესახებ გზავნილებისთვის. Ამჯერად ჰელვეინის ნამუშევარი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გიგინტურ მესიჯია - მისი იგნორირება უბრალოდ შეუძლებელი იქნება.
კამპანიის ფარგლებში გაეროს ქალთა ფონდთან თანამშრომლობით, Ring tower-ში გამოფენაც მოეწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ძალადობის შესახებ შექმნილი ნამუშევრები. შედგება დისკუსია ექსპერტების მონაწილეობით, სადაც იმსჯელებენ - ძალადობის პრევენციაზე, მსხვერპლთა დაცვაზე და ამ პროცესში ხელოვნების როლზე.
„ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ არის წამყვანი სადაზღვევო ჯგუფი ავსტრიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. 30 ქვეყნის 50 – მდე სადაზღვევო კომპანია ქმნის ჯგუფს, რომელსაც აქვს ხანგრძლივი ტრადიცია, ძლიერი ბრენდები და მჭიდრო ურთიერთობა მომხმარებლებთან. 25 000 თანამშრომელზე მეტი ზრუნავს 22 მილიონი მომხმარებლის ყოველდღიურ ფინანსურ და სადაზღვევო საჭიროებებზე. აქციები ივაჭრება ვენის საფონდო ბირჟაზე 1994 წლიდან AA+ რაიტინგში. ეს არის ყველა კომპანიის საუკეთესო რეიტინგი. ვენის სადაზღვევო ჯგუფს მჭიდრო ურთიერთობა აქვს ერსტე ჯგუფთან, უდიდეს საცალო ბანკთან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
“ჯიპიაი ჰოლდინგი”2006 წლიდან, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია“. კომპანია ქართულ სადაზღვევო ბაზარზე 22 წელია წარმოდგენილია და სტაბილურად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს. კომპანია ლიდერია როგორც კორპორატიული, ისე საცალო დაზღვევის მიმართულებით. “ჯიპიაი” პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც მომხმარებელს სრულად დისტანციური სადაზღვევო სერვისები შესთავაზა.