პრეზენზიის შექმნა

Your message has been sent!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
Thank you
Your message has been sent!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
Help
Support Group
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ENG Geo
მიიღე შეთავაზებები პირველმა
Subscribe to our mail list
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
.
This email address has already subscribed
email subscribed successfully!
please enter a valid email
This email address has already subscribed
Search
Help
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
results not found

კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისათვის - სატრანსპორტო ინდუსტრიის მომავალი: ახალი შესაძლებლობები და რეგულაციები გადამზიდავებისთვის

„ჯიპიაი ჰოლდინგის“  კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის - „სატრანსპორტო ინდუსტრიის მომავალი: ახალი შესაძლებლობები და რეგულაციები გადამზიდავებისთვის“  

  • „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და საქართველოს სახმელეთო გადზიდვების  ასოციაციამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს 

ბათუმი, 7 მარტი. 2025წ.  – „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და საქართველოს სახმელეთო გადაზიდვების ასოციაციამ ბათუმში  კონფერენცია გამართეს, რომლის სახელწოდება იყო „სატრანსპორტო ინდუსტრიის მომავალი: ახალი შესაძლებლობები და რეგულაციები გადამზიდავებისთვის“. კონფერენციას გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ და სპიკერებთან ერთად დისკუსიის ფორმატში ისაუბრეს სექტორში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე.   

კონფერენციის მთავარი თემა სატრანსპორტო ინდუსტრიის სიახლეები, რეგულაციები და საკანონმდებლო ცვლილებები იყო. სპიკერებმა ვრცლად ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშე დგას ინდუსტრია. განხილული იყო ამ პრობლემების გადაჭრის გზები და ახალი შესაძლებლობები გადამზიდავებისთვის.  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი, კი იყო დაზღვევა, როგორც აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიებს ხელს უწყობს ფინანსური რისკების შემცირებაში. 

კონსტანტინე მანჯგალაძე , ჯიპიაი ჰოლდინგის ბაზარზე განვითარების დირექტორის მოადგილე : ჩვენთვის საქართველოს გადამზიდავთა ასოციაციის წევრებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლბა გვესაუბრა გადამზიდავებთან - გაგვეცნო მათთვის ჩვენი კომპანია და პროდუქტები. ამ მემორანდუმის საშუალებით ასოციაციის წევრ გადამზიდავებს ვთავაზობთ დაზღვევას უნიკალური პირობებით და კიდევ უამრავ ბენეფიტს ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად. 

 ერთადერთი მექანიზმი , რომელიც სატრანსპორტო კომპანიებს ფინანსურ ზარალს ააცილებს, დაზღვევაა.მთავარი საკითხი რაზეც ვისაუბრეთ იყო გადამზიდავთა პასუხისმგებლობის დაზღვევის მნიშვნელობა,რადგან დღეს ეს პრობლემა ყველაზე მეტად აფერხებს სექტორს. იმისთვის, რომ ტვირთი სრულად დაზღვეული იყოს უშუალოდ ტვირთის და კონტეინერის დაზღვევასთან ერთად, აუცილებელია დაზღვეული იყოს იმ გადამზიდავის პასუხისმგებლობაც, რომელსაც ის გადააქვს. ეს დაზღვევა ეხმარება გადამზიდავებს კლიენტების მოძიებაშიც, რადგან დიდი კომპანიებისთვის უაღრესად მნიშვნელვანია, საქმე დაიჭიროს ისეთ გადამზიდავთან, რომელიც ზრუნავს საოპერაციო რისკებზე და ლოგისტიკას უპრობლემოდ მიხედავს და შესაბამისად, ითხოვენ სრულყოფილ ფინანსურ გარანტიებს. ჩვენ მზად ვართ მოვემსახუროთ ასიციუაციის წევრ გადამზიდავებს და დაზღვევის საუკეთესო პირობები შევთავაზოთ. „ 

ირაკლი ნემსაძე, საქართველოს სახმელეთო გადაზიდვების ასოციაციის პრეზიდენტი: გადამზიდავებისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა შედგა. მსგავსი ღონისძიებებით გვინდა გავზარდოთ  დაზღვევის კულტურა გადამზიდ კომპანიებში, იმისთვის  რომ უმრავლესობა, როგორც მინიმუმ გადამზიდავის პასუხისმგებლობის დაზღვევას ფლობდეს. შესაბამისად სთავაზობდეს თავის დამკვეთს რისკებისაგან დაცულ სერვისს, აქედან გამომდინარე კი მიიღოს მაღალფასიანი დაკვეთები და გაიუმჯობესოს საკუთარი ფინანსური მდგომარეობა. შეხვედრაზე არაერთ მათთვის საინტერესო საკითხს შევეხეთ. ვისაუბრეთ გადაზიდვების სფეროში არსებულ ახალ რეგულაციებზე და იმ გამოწვევებზე, რაც გადამზიდავების წინაშე ყოველდღიურად დგას.“  

ღონისძიების დასასრულს „ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და საქართველოს გადამზიდავთა ასოციაციას შორის  თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის პირობები საშუალებას მისცემს ასოციაციის წევრ გადამზიდავ კომპანიებს, ისარგებლონ დაზღვევის საუკეთესო პირობებით და სხვა ბენეფიტებით, რომლებიც „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პარტნიორი კომპანიები სთავაზობენ ასოციაციის წევრ გადამზიდავებს . 

„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მსგავსი კონფერენცია უკვე მესამედ გამართა. კომპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს საქართველოს გადაზიდვების სექტორს და უზრუნველყოს მისი მდგრადი განვითარება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. 

Other news

More