ჯიპიაი ჰოლდინგს სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან მუშაობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს. Bancassurance მოდელით ბანკებთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გულისხმობს პარტნიორი კომპანიის კლიენტებისათვის მათზე მორგებული სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას. Bancassurance მოდელით თანამშრომლობა კლიენტებს აძლევს საშუალებას ერთი სარკმლის პრინციპით მიიღონ სრული კომპლექსური ფინანსური მომსახურება: ისარგებლონ როგორც საბანკო, ასევე სადაზღვევო პროდუქტებით.