ნებისმიერი სადაზღვევო შემთხვევისას (ავარია ბრალეულობის მიუხედავად, ავტომობილის დაზიანება, სტიქური მოვლენების შედეგად დაზიანება და სხვა) პირველ რიგში, არ გადაადგილო ავტომობილი და დაუყოვნებლივ დააფიქსირე შემთხვევა აპლიკაციით MyGPI ან ცხელ ხაზზე 03225050111. განაცხადის დაფიქსირების შემდეგ დაგიკავშირდება მენეჯერი და დისტანციურად ან შემთხვევის ადგილზევე ჩაერთვება ზარალის დარეგულირების პროცესში.
რადგან მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი ავარიის დაზღვევის დროს შენს პასუხისმგებლობას აზღვევს, პატრულის გამოძახება აუცილებელია.
პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი სწორედ ისეთ შემთხვევას ანაზღაურებს, როდესაც ავარია შენი ბრალეულობით მოხდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უფლებამოსილი მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო ან მოძრაობის დროს ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.
პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისით დაზარალებულ მხარეს შენი ჩარევის გარეშე ვუნაზღაურებთ ზარალს იმ ლიმიტის ფარგლებში, რომლითაც შეძენილი გაქვს პოლისი.
ავტოდაზღვევის პოლისის ფარგლებში შენ, დამატებით, გემსახურება ავტომომსახურების ჯგუფი და ავტოასისტანსი,რომელებიც ნებისმიერ დროს მზად არიან შენს დასახმარებლად.
ავტოავარიის დროს ,შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, მომსახურე ჯგუფი ადგილზე გამოცხადდება და დაგეხმარება პატრულთან და მესამე მხარესთან ურთიერთობის მოგვარებაში, გაგარკვევს ანაზღაურებასთან დაკავშირებულ პროცესებში და მოგცემს საჭირო რჩევებს.
ავტოასისტანსი შენი მაშველია გზაზე - თუ მოულოდნელად საწვავი გაგითავდა, საბურავი დაეშვა, ავტომობილი ჩაქრა ან სულაც გაფუჭდა- ავტოასისტანსი დაგეხმარება და ადგილზე მოგიტანს საწვავს, დაგიქოქავს მანქანას ან დაბერავს საბურავებს, საჭიროების შემთხვევაში კი ევაკუატორსაც გამოგიგზავნის.
აპლიკაცია MyGPI-ით სარგებლობა მნიშვნელოვნად გაგიმარტივებს ავტოდაზღვევთ სარგებლობას. ნებისმიერი ავტოშემთხვევის დროს განაცხადის დაფიქსირება აპლიკაციით შეგიძლია ცხელ ხაზზე დარეკვის გარეშე- იქვე უთითებ რა ტიპის დაზიანება აქვს ავტომობილს, გამოაგზავნე ზიანის ამსახველი ფოტოები აპლიკაციითვე და დაელოდე ჩვენს მენეჯერს. გარდა ამისა, პირადი კაბინეტიდან ამოწმებ შენს გადახდებს, შეგიძლია ავტომატური გადახდებიც გაააქტიურო, პრემიის (ყოველთვიურად გადასახდელი ღირებულების) გადახდა რომ არ გამოგრჩეს. ეკომონეტებიც აპლიკაციაში გიგროვდება და გადაცვლაც აქვე შეგიძლია.
„ეკოისტები“ მოძრაობაა, რომელშიც ჩვენთან ურთიერთობისთანავე ერთვები და აგროვებ ქულებს. ეკომონეტებს ავტოდაზღვევის ყოველთვიური ღირებულების 5% ეკომონეტების სახით აპლიკაციაში გიგროვდება და მათი გადაცვლა პოლისის განახლებისას ან ახლის შეძენისას შეგიძლია. ეკომონეტებს ჯანსაღი ქცევითაც აგროვებ. 1 ეკომონტა =1₾
გადმოწერე აპლიკაცია MyGPI, იხილე ეკოსტების გვერდი და აღმოაჩენ, რომ ყოველდღიურად მინიმუმ 2 ლიტრი წყლის სმით, ფეხით სიარულით, ველოსიპედის შეძენითა და გამართული ავტომობილის ყოლით, შენ შეგიძლია გახდე ეკოისტი და თითოეული ქცევის აპლიკაციაში დაფიქსირებით დასაჩუქრდე ეკომონეტებით;