ანაზღაურებისთვის საჭიროა ფორმა 100, გადახდის ქვითრები და სალაროს ორდერი. საბუთების წარდგენა მომსახურების მიღებიდან 30 დღის განმავლობაში შეგიძლია.
თუ ამბულატორიული მომსახურება, როგორიცაა ექიმთან კოსნულტაცია, ანალიზები, გამოკვლევები, მედიკამენტები, არაპროვაიდერ კლინიკაში მიიღეც(ან პროვაიდერ კლინიკაში მიმართვის გარეშე) თანხას იხდი სრულად შემდეგ კი ინაზღაურებ ონლაინ პირადი კაბინეტიდან აპლიკაციით MyGPI ან ვებგვერდიდან. ასანაზღაურებლად საჭიროა, წარმოადგინო ფორმა 100, გადახდის ქვითრები და შემოსავლის ორდერი. იხილე ონლაინ ანაზღაურების ინსტრუქცია.
კორპორაციული პაკეტით გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკებში, ისე არაპროვაიდერში. პარტნიორ კლინიკებში თანხას ადგილზე თანაგადახდით იხდი,ამიტომ ანაზღაურებისთვის დოკუმენტების წარმოდგენა საჭირო აღარაა. არაპროვაიდერში კი - სრულად გადაიხდი, შემდეგ კი ინაზღაურებ ონლაინ. გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების მიღება კი ნებისმიერ კლინიკაშია შესაძლებელი. თუ არაპროვაიდერ კლინიკაში მიიღე მომსახურება, ანაზღაურებისთვის ონლაინ სერვისებით ისარგებლებ, რისთვისაც დაგჭირდება - გადახდის ქვითრები, შემოსავლის ორდერი, დენტოგრამა. სტომატოლოგიური მომსახურების ონლაინ ანაზღაურებისთვის ისარგებლე პირადი კაბინეტით აპლიკაციაში ან ვებგვერდზე. პასუხს 1 სამუშაო დღეში მიიღებ და თანხა ანგარიშზე დაირიცხება. იხილე ონლაინ ანაზღაურების ინსტრუქცია.
ორსულობასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსხურება თუ არაპროვაიდერ კლინიკაში მიიღე, თანხას იხდი სრულად კლინიკაში, შემდეგ კი ინაზღაურებ ონლაინ პირადი კაბინეტიდან აპლიკაციით MyGPI ან ვებგვერდიდან mygpi.ge. დაგჭირდება წარმოადგინო ფორმა 100, გადახდის ქვითრები და შემოსავლის ორდერი. იხილე ონლაინ ანაზღაურების ისნტრუქცია.
სწრაფი მეთოდი უფრო მარტივი და დაჩქარებული სერვისია, რომელიც შესაძლებლობაა იძლევა, ესა თუ ის ველი ავტომატურად შეავსო და პასუხიც უფრო მალე - მაქსიმუმ 1 საათში მიიღო. გარდა ამისა, სწრაფი ანაზღაურების მეთოდით, შეგიძლია ხშირად მოხმარებადი მომსახურებები შეინახო შაბლონებად შემდეგ კი, ერთი ღილაკით გაამეორო განაცხადი ისე, რომ აღარ დაგჭირდება ველების ხელახლა შევსება.იხილე ინსტრუქცია.
„სტანდარტულის“ შემთხვევაში კი - განაცხადი 1 სამუშაო დღეში განიხილება, ამასთან აუცილებელ ველებს ხელით ავსებ. ეს იმ შემთხვევისთვისაა მოსახერხებელი თუ დაზუსტებით არ იცი მიღებული მომსახურების დასახელება.
შენი ან შენ მიერ დაზღვეული პირების აქტიური პოლისების შემოწმება შეგიძლია პირად კაბინეტში ; გაიარე რეგისტრაცია/ავტორიზაცია, იხილე ველი „პოლისები“ და პოლისის ნომრის მიხედვით შემაოწმე სტატუსი
პოლისის ნომრებს პირად კაბინეტში გადაამოწმებ ვებ გვერდზე mygpi.ge ან აპლიკაციაში MyGPI; გაიარე ავტორიზაცია / რეგისტრაცია და იხილე ველი „პოლისები“ , სადაც შეძლებ შეამოწმო როგორც შენი ასევე, შენ მიერ დაზღვეული პირების პოლისის ნომრები, მოქმედების ვადა, სტატუსი, გახარჯული და დარჩენილი ლიმიტები და დაფარვები სერვისების მიხედვით; აპლიკაციაში პოლისის ნომრის ნახვა ასევე შეგიძლია ველიდან „ბარათის ნახვა“ - გაიარე ავტორიზაცია/რეგისტრაცია, იხილე ველი „ჯანმრთელობა“ და „ბრათის ნახვა“; აქვე იხილავ პოლისების მოქმედების ვადასაც;
ოჯახის წევრის დაზღვევაში ჩსართავად უნდა მიმართო შენს დამქირავებლს, რომელიც სპეციალური პლატფორმის მეშვეობით გამოგზავნის მოთხოვნას პირის დასამატებლად; მას შემდეგ, რაც კორპორაციულ პაკეტს გავააქტიურებთ ახალ პერსონაზე , შენ ან შენ მიერ დაზღვეული პირი მიიღებს სმს შეტყობინებას პოლისის გააქტიურებასთან დაკავშირებით;
შენ მიერ დაზღვეული პირების სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება რა თქმა უნდა შეგიძლია. თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რომ შენ მიერ დაზღვეული სრულწლოვანი პირის სრულ სამედიცინო ინფორმაციაზე წვდომა არ გექნება(მაგალითად, ვერ შეძლებ იხილო მიმართვა , რომლის საფუძველზეც ითხოვ ანაზღაურებას), თუმცა ეს ხელს არ შეუშლის ანაზღაურების მიღებაში;
შენ მიერ დაზღვეული ოჯახის წევრისთვის მიმართვის მოთხოვნა შეგიძლია. საკმარისია პირად კაბინეტში აირჩიო „მიმართვა“ , მონიშნო შესაბამისი პოლისი და მიჰყევი ინსტრუქციას;
შენი და შენ მიერ დაზღვეული პირების სადაზღვევო ბარათები ციფრული სახით შენს ტელეფონშია მოთავსებული, აპლიკაციაში MyPGI; პირად კაბიენტში გაიარე ავტორიზაცია/რეგისტრაცია, იხილე ველი „ჯანმრთელობა“, „ბარათის ნახვა“ და ყველა აქტიურ პოლისის შესაბამისი ელ. ბარათებს - APP Card- ერთად ნახავ;
სადაზღვევი ბარათის , APP Card-ის გამოყენება შეგიძლია პროვაიდერ ამბულატორიულ, ჰოსპიტალურ და სტომატოლოგიურ კლინიკებში, ასევე პარტნიორ სააფთიაქო ქსელებში; მყარი ბარათის ნაცვლად წარადგინე აპლიკაციაში არსებული ბარათი, დაასკანერე წამკითხველზე და ისარგებლე თანადაფინასებით; ჩვენს პრივილეგირებულ პროვაიდერ კლინიკებში (ლინკი) კი ელექტორნული ბარათის საფუძველზე შეგიძლია, კლინიკის რეცეფციაშივე მოითხოვო მიმართვა ამბულატორიულ მომსახურებებზე, პასუხს2- 5 წუთში მიიღებ და ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი;
გადაუდებელი ჰოპიტალიზაციის დროს, კლინიკა თავად გვიკავშირდება და დაზღვეულის ან ოჯახის წევრების ჩარევის გარეშე ვაგვარებთ დაფინასების საკითხს. გარდა ამისა, გადაუდებელი შემთხვევის დროს ჩვენი წარმოამდგენელი თავად მოდის კლინიკაში და ოჯახს ეხმარება ყველა საჭირო სადაზღვევო საკითხების მოგვარებაში; გეგმიური ოპერაციის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა პროვაიდერ კლინიკაში იღებ მომსახურებას თუ არაპროვაიდერში, აუცილებელია საგარანტიო წერილის მოთხოვნა ოპერაციამდე მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე.
საგარანტიო წერილი არის დოკუმენტი, რომელიც ეგზავნება კლინიკას იმის დასტურად, რომ ჩვენ ნამდვილად ვაფინასებთ ოპერაციას. საგარანტიო წერილის მოსათხოვად საჭიროა კალკულაცია (ოპერაციის ხარჯთაღრიცხვა) კლინიკიდან და ფორმა 100. მოთხოვნას კი ონლაინ აფიქსირებ ვებ გვერდიდან mygpi.ge ან აპლიკაციიდან MyGPI. გაიარე ავტორიზაცია/რეგისტრაცია, იხილე ველი „საგარანტიო მოთხოვნა“ და მიჰყევი ინსტრუქციას; პასუხს 3 სამუშაო დღეში მიიღებ. პროვაიდერ კლინიკაში საგარანტიოს ჩვენ ვგზავნით შენი ჩარევის გარეშე და დაგეგმი დროს ჩაიტარებ ოპერაციას თანადაფინასებით; არაპროვაიდერ კლინიკაში კი მისი წარდგენა საჭირო არაა- თანხას სრულად იხდი და შემდეგ ინაზღაურებ
საგარანტიო წერილი მისი გააქტიურებიდან (მისი გამოწერიდან) 1 თვის განმავლობაში ვალიდურია. ამ პერიდის განმავლობაში შეგიძლია დაგეგმო ოპერაცია. იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდა ოპერაციის გადადება, შესაძლებელია საგარანტიო წერილის ხელახლა მოთხოვნა;
ოპერაციის გაკეთება შეგიძლია როგორც პროვაიდერ (უნდა გაილინკოს პროვაიდერი ჰოსპიტალური კლინიკების გვერდზე), ისე არაპროვაიდერ კლინიკებში ; პროვაიდერ კლინიკებში მომსახურებას თანადაფინასებით იღებ, არაპროვაიდერში- თანხას სრულად იხდი, შემდეგ კი-ინაზღაურებ;