M პაკეტი საშუალებას გაძლევს ავტოდაზღვევა ბიუჯეტურად მოირგო და დააზღვიო ავტომობილი ავტოავარიის რისკისგან.
ავტო აქტივის L პაკეტი შენს ავტომობილის აზღვევს: ავტოავარიის, ვანდალიზმის, საგნების ვარდნის, ქურდობის, აფეთქება-ხანძრის, მინების დაზიანების და სტიქიური მოვლენების რისკებისგან.
XL პაკეტი შენს ავტომობილს აზღვევს: ავტოავარიის, ვანდალიზმის, საგნების ვარდნის, მინების დაზიანების, ქურდობის, აფეთქება-ხანძრის და სტიქიური მოვლენების რისკებისგან.
L და XL პაკეტები რისკებს ერთნაირად ფარავს. L პაკეტის არჩევის შემთხვევაში შესაძლებელია, დაზღვევის ღირებულების საშუალოდ 20%-მდე შემცირება. განსხვავება ამ ორ პაკეტს შორის ის არის, რომ L პაკეტის ფლობის შემთხვევაში მოქმედებს ფრანშიზა სადაზღვევო თანხიდან.
ფრანშიზა არის თანხის მინიმალური რაოდენობა, რომელსაც სადაზღვევო კომპანია არ აგინაზღაურებს. მაგალითად, თუ ფრანშიზა 50 დოლარია და 500 დოლარის ზიანი შეემთხვა ავტომობილს, ჩვენ აგინაზღაურებთ 450 დოლარს.
დიახ, ფრანშიზას გავლენა აქვს პოლისის ღირებულებაზე. იგი ამცირებს ყოველთვიურ გადასახდელ თანხას. სწორედ ამიტომ, L პაკეტის შეძენის შემთხვევაში უფრო ნაკლებს იხდი, ვიდრე XL-ის ყიდვისას, მიუხედავად იმისა, რომ ორივე პაკეტი რისკებს სრულად ერთნაირად ფარავს.
დიახ, ავტოდაზღვევის ღირებულების გამოსათვლელად მნიშვნელობა აქვს მძღოლის ასაკს და პირდაპირ აისახება ტარიფზე. დაზღვევის შეძენა 21 წლიდან მძღოლებს შეუძლიათ.
ავტოდაზღვევის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: ავტომობილის გამოშვების წელი, მძღოლის ასაკი, ავტომობილის ღირებულება.
დაზღვევის შეძენისას შეგიძლია, პოლისში მიუთითო ერთი ან რამდენიმე მძღოლის მონაცემები, რომელთაც აქვთ უფლება მართონ შენი ავტომობილი, სადაზღვევო შემთხვევის დროს კი მათზე გავრცელდება დაზღვევა. უფლებამოსილი მძღოლის რაოდენობა აისახება პოლისის ღირებულებაზეც.
სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამატებით ფასდაკლებებით სარგებლობ ჩვენი პარტნიორ კომპანიების სერვისებზე (აქ უნდა გაილინკოს ბენეფიტები). თუ ავტოაქციის ფარგლებში შეიძენ პოლისს, შესაძლოა ექსკლუზიური შეთავაზებებიც შედიოდეს შენს პოლისში, ამ ინფორმაციას ცხელ ხაზზე გადამოწმებ 0322505111
ავტოავარიის დროს, შემთხვევის დაფიქსირებისთანავე მომსახურე ჯგუფი ადგილზე გამოცხადდება და დაეგხმარება პატრულთან და მესამე მხარესთან ურთიერთობის მოგვარებაში, გაგარკვევს ანაზღაურებასთან დაკავშირებული პროცესებში და მოგცემს საჭირო რჩევებს
ავტოასისტანსი შენი მაშველია გზაზე - თუ მოულოდნელად საწვავი გაგითავდა, საბურავი დაეშვა, ავტომობილი ჩაქრა ან სულაც გაფუჭდა, ავტოასისტანსს ჩვენი ცხელი ხაზის მეშვეობით (0322505111) გამოიძახებ და ადგილზე მოგიტანს საწვავს, დაგიქოქავს მანქანას ან დაბერავს საბურავებს, საჭიროების შემთხვევაში კი ევაკუატორსაც გამოგიგზავნის.
სადაზღვევო პოლისის განახლების ან ახალი პოლისის შეძენისას, გადახდის ველში უთითებ ეკომონეტებით გადახდის ღილაკს, თანხა ავტომატურად დაკონვერტირდება და გამოაკლდება გადასახდელ ღირებულებას
ეკომონეტები დაზღვევიდან 1 წლის განმავლობაშია მოქმედი.
დიახ, დაგროვილი ეკომონეტებით შეგიძლია, სხვა პირსაც უყიდო დაზღვევა, ამ შემთხვევაში პოლისის მფლობელი შენ იქნები, ის კი- მოსარგებლე.
ეკოისტები ჩვენი ლოიალობის პროგრამაა, რომელშიც ჩვენთან ურთიერთობისთანავე ერთვები და აგროვებ ქულებს, ეკომონეტებს. ავტოდაზღვევის ყოველთვიური ღირებულების 5% უკან გიბრუნდება. ეკომონეტების გადაცვლა პოლისის განახლებისას ან ახალი პოლისის შეძენისას შეგიძლია. ეკოქულებს ჯანსაღი ქცევითაც აგროვებ. 1 ეკომონტა =1₾.
დაგროვებული ეკომონეტების გადამოწმებას შეძლებ აპლიკაციაში MyGPI.
დაგროვილი ეკომონეტების შემოწმება აპლიაკციაში MyGPI შეგიძლია.
პოლისით არ ანაზღაურდება ავტოსაგზაო შემთხვევები, თუ: