პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
.
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

მოქმედებს თუ არა ფრანშიზა პოლის კომფორტზე და რა შემთხვევაში?

პოლისი კომფორტი ითვალსიწინებს ფრანშიზას - შიდა მოპირკეთების დაზიანების შემთხვევაში ზარალის 5%-ს, მინიმუმ 100 ლარს, შიგთავსის დაზიანების შემთხვევაში კი - მინიმუმ 150 ლარს თითოეულ შემთხვევაზე.
შეგახსენებთ, რომ ფრანშიზა არის თანხა, რომელიც არ ანაზღაურდება და გამოაკლდება ასანაზღაურებელ ზარალს.

როგორ დავამატო ახალი ნივთები ჩემს სადაზღვევო პაკეტში?

ახალი ავეჯის ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის დამატება სადაზღვევო პაკეტში პირადი კაბინეტიდან შეგიძლია- მიუთითე ნივთების სახეობები და  ღირებულება. ახალი ნივთების დამატებით პოლისის ღირებულება არ გაიზრდება.

შემიძლია თუ არა ნივთებში დავამატო ძვირადღირებული სამკაულები?

სამწუხაროდ, სამკაულებს დაზღვეულ ნივთებში ვერ დაამატებ.

თუ სახლი ამა თუ იმ მიზეზით ისე გამინადგურდა, რომ ვერ შევძლებ ცხოვრებას , რაიმე დამატებითი მომსახურებით ვისარგებლებ?

თუ სტიქიური მოვლენების, ხანძრის ან აფეთქების გამო ბინაში ცხოვრება შეუძლებელია, შენი და შენი ოჯახის ბინით უზრუნველყოფაზე ჩვენ ვიზრუნებთ და 3 თვის განმავლობაში 500$-მდე ღირებულების ბინის ქირას გადაგიხდით. ეს დრო საკმარისი იქნება, რომ შეძლო ბინის აღდგენა და მოწესირგება. გაითვალისწინე, რომ ამ მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ პრემიუმ პაკეტითაა შესაძლებელი.

როგორ გავაკეთო განაცხადი ანაზღაურებისთვის?

ზარალის ასანაზღაურებლად განაცხადი უნდა დააფიქსირო ცხელ ხაზზე 0322505111, რის შემდეგაც დაგიკავშირდება მენეჯერი, მოვა მისამართზე, შეაფასებს ზარალს და სულ რაღაც  1 დღეში ანაზღაურებასაც მიიღებ.

თუ სტიქიური მოვლენების შედეგად დამიზიანდა რემონტი, ამინაზღაურდება?

თუ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანდა ბინის რემონტი ან ავეჯი, განაცხადის დაფიქსირების შემდეგ აუცილებელია, გარემოს დაცვის სააგენტოდან მივიღოთ მეტეოროლოგიური ცნობა კონკრეტულ პერიოდში სტიქიის მოცულობის შესახებ. თუ ამ მონაცემების მიხედვით, სტიქიური მოვლენის მასშტაბები დასაშვებზე მეტი იყო, ზარალი აგინაზღაურდება.

თუ დაზიანდა ჩემი და ჩემი მეზობლის რემონტი, ორივე ბინის სარემონტო ხარჯებს აანაზღაურებთ?

პოლისი კომფორტით ანაზღაურდება როგორც შენი, ისე შენ მიერ დაზარალებული მეზობლის სარემონტო ხარჯები სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში.

თუ მე და ჩემს მეზობელს ,ორივეს, გვაქვს ბინა დაზღვეული და მისგან ჩამომივიდა წყალი, კომპენსაციას რომელი ჩვენგანის სადაზღვევო ლიმიტიდან მივიღებ ?

ამ შემთხვევაში მეზობლის სადაზღვევო პაკეტის ლიმიტიდან მოხდება კომპენსაციის გაცემა, რადგან მის გამო დაზარალდი და პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.

პოლისი კომფორტით ეკომონეტებს ვაგროვებ?

დიახ, პოლისი კომფორტის შეძენისთანავე შენ ერთვები ჩვენს ლოიალობის პროგრამაში  და ყოველთვიურად გადახდილი თანხიდან 5%-ს ეკომონეტების სახით აგროვებ.

როგორ შემიძლია გამოვიყენო დაგროვებული ეკომონეტები?

ეკომონეტებს მოქმედი პოლისის განახლებისას ან ახალი პოლისის შესაძენად გამოიყენებ.

თუ ბინა სხვას დავუზღვიე, ამ შემთხვევაშიც დავაგროვებ ეკომონეტებს?

დიახ, ეკომონეტებს იმ შემთხვევაშიც დააგროვებ, თუ ბინას სხვას დაუზღვევ და თანხას შენ იხდი.

უკან დაბრუნება