პოლისი ონკო ქეარი ავთვისებიანი სისმივნური დაავადებების დაზღვევის პოლისია, რომელიც შვეიცარული გადამზღვევი კომპანია SWISS RE- სთან ერთად შევქმენით 2017 წელს.
პოლისის ღირებულება 5 ლარიდან იწყება და ფასი დაზღვეულის ასაკზეა დამოკიდებული. ტარიფი 4 წლის განმავლობაში უცვლელია და ყოველ წელს პოლისი ავტომატურად ახლდება. მე-5 წლიდან ღირებულება ხელახლა ანგარიშდება.
ონკოქეარის შეძენა შეუძლია 65 წლამდე, ყველა სრულწლოვან პირს, რომელსაც პოლისის შეძენამდე არ ჰქონია დადასტურებული ავთვისებიანი სიმსივნე.
დაზღვევამდე არსებული ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში კომპენსაცია არ გაიცემა.
ონკო ქეარს 6 თვიანი მოცდის პერიოდი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვევიდან 6 თვის განმავლობაში დაფიქსირებულ დიაგნოზზე არ გაიცემა კომპენსაცია.
ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტული პოლისისგან განსხვავებით, ონკო ქეარით ანაზღაურება - ერთჯერადი კომპენსაციაა, მხოლოდ დიაგნოზის საფუძველზე გაიცემა და მის მისაღებად მკურნალობისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა საჭირო არაა. ამასთან, დაზღვეულს არ აქვს ვალდებულება მიღებული თანხა სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენოს, მას ანაზღაურებული თანხის განკარგვის სრული თავისუფლება აქვს.
ონკო ქეარი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო პროგრამებზე და შეძენის შემთხვევაში დაზღვეულს შეუძლია პროგრამით სარგებლობა.
• დაზღვეულს ავთვისებიანი სიმსივნური დაავადება დიაგნოსტირებული აქვს დაზღვევამდე
• დაზღვეულს დაზღვევამდე დადასტურებული აქვს შემდეგი დიაგნოზი: ავთვისებიანი სიმსივნე, კიბო, ლეიკემია, ლიმფომა, B,C,D, E ფორმის ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზის რომელიმე ფორმა ან სხვა სახის ავთვისებიანი მდგომარეობა
• თუ ავთვისებიანი სიმსივნური დაავადების დიაგნოსტირებისთვის საჭირო პროცედურები დაწყებულია მოცდის პერიოდის განმავლობაში (შეძენიდან 6 თვის განმავლობაში)
• თუ დიაგნოსტირებულია არაინვაზიური ავთვისებიანი სიმსივნე
• თუ არ არის გადახდილი დაზღვევის ღირებულება გრაფიკის შესაბამისად
დიაგნოზის დადასტურებისთანავე განაცხადის დაფიქსირება ცხელ ხაზზე (0322505111) ხდება, რის შემდეგაც ,საჭირო დოკუმენტაციისა და განხილვის საფუძველზე, სრულად გაიცემა პოლისის ლიმიტის შესაბამისი კომპენსაცია.
დაზღვეულს კომპენსაციის განკარგვის სრული თავისუფლება აქვს-თვითონ წყვეტს მკურნალობისთვის გამოიყენებს თანხას თუ სხვა საჭიროებისთვის.
ონკოქეარით, შენთან ერთად შეგიძლია 18 წლამდე შვილები დააზღვიო. მარტივად, პოლისის შეძენის დროს მიუთითებ ბავშვების მონაცემებს და იმავე ლიმიტით, ტარიფის გაზრდის გარეშე დააზღვევ.