პოლისი ავტო ფიქსის ღირებულება ფიქსირებულია - 48 ან 60 ლარი თვეში. პაკეტის ღირებულება განისაზღვრება სადაზღვევო ლიმიტით: 5000-ლარიანი ღირს 48 ლარი, ხოლო 10 000-ლარიანი ლიმიტით 60 ლარი.
სადაზღვევო ლიმიტი არის თანხა, რომლის ფარგლებშიც ანაზღაურდება ზარალი. მაგ. თუ 5000-ლარიანი ლიმიტის პაკეტი გაქვს , ზარალის შემთხვევაში, ზიანი სწორედ ამ თანხის ფარგლებში აგინაზღაურდება.
48 და 60-ლარიან პაკეტებს შორის განსხვავება მხოლოდ სადაზღვევო თანხის ლიმიტშია. ორივე პაკეტი რისკებს ერთნაირად ფარავს- 90%-ით.
ავტო ფიქსის ორივე პაკეტი ერთნაირად ფარავს შემდეგ რისკებს: ავარია ბრალდებულობის მიუხედავად, ქურდობა, ძარცვა-ყაჩაღობა, მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობა, საგნების ვარდნა, აფეთქება-ხანძარი, მინების დაზიანება.
ავტო ფიქსის ორივე პაკეტი ითვალისწინებს მხოლოდ ორ გამონაკლისს - ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვას და დაუდგენელ ვითარებას.
ავტო ფიქსით შეგიძლია, მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების დაზღვევა.
ავტო ფიქსის ორივე პაკეტი მოიცავს მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას.
დიახ, ავტოავარიის შემთხვევაში შეგიძლია, ისარგებლო ავტოასისტანსის უფასო მომსახურებით.