პოლისი მედი ფარავს მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში მიღებულ სამედიცინო მომსახურებას. მედი კლასიკითა და პრემიუმით არაპროვაიდერ კლინიკაში მხოლოდ ,პირად ექიმთან შეთანხმებით, მიმართვის საფუძველზე შეძლებ მომსახურების მიღებას.
პოლისი მედით სტომატოლოგიურ მომსახურებაზე დაფინანსებას მხოლოდ პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკებში მიიღებ.
დაზღვევით ფინანსდება მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი, რომლისთვისაც მიმართვას მოგცემთ პირადი ექიმი. მიმართვა სადაზღვევო ბარათზე ისახება. პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში უნდა წარადგინო სადაზღვევო ბარათი და თანადაფინანსებით შეძლებ მედიკამენტის შეძენას.
პოლისი მედი გეგმიურ ოპერაციებს მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში აფინანსებს. გადაუდებელი ოპერაცია კი არაპროვაიდერ კლინიკებშიც ფინანსდება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარება მხოლოდ პრემიუმ პაკეტით ფინასდება 100%-ით ულიმიტოდ. საჭიროების შემთხვევაში უნდა დარეკო ცხელ ხაზზე (03225050111).
პოლისი მედით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებების ჩამონათვალი, ლიმიტები და დაფარვის პროცენტები პაკეტების მიხედვით იხილე ბმულზე.
გადაუდებელი ამბულატორია გულისხმობს მკურნალობას, რომელიც აუცილებელი გახდა რაიმე უბედური შემთხვევის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესების გამო, მაგრამ არ არის საჭირო საავადმყოფოში დიდი ხნით დაყოვნება. მაგ: დამწვრობა, მოტეხილობა, მცირე ტრავმა, მოწამვლა და სხვა. გეგმიური ამბულატორია კი არ საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას. ორივე მომსახურება პოლისი მედით სხვადასხვა ლიმიტითა და დაფარვით ფინანსდება, მომსახურებასაც სხვადასხვაგვარი სქემით იღებ.
ორსულობა-მშობიარობა პოლისი მედის პრემიუმ პაკეტით ფინანსდება დაზღვევიდან 24 თვის შემდეგ.
აყვანილი ექიმისა და გაუმჯობესებული პაკეტის ხარჯები პოლისი მედით არ ფინანსდება.
მედიკამენტების დაფინანსების საკითხი დამოკიდებულია მედიკამენტის ჯგუფზე და იმ სამედიცინო ჩვენებაზე, რომლისთვისაცაა დანიშნული, ამიტომ ინფორმაციას დაფინანსების შესახებ გადაამოწმებ პირად ექიმთან.
ჯიპიაი ექსკლუზივით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებების ჩამონათვალი, ლიმიტები და დაფარვის პროცენტები პაკეტების მიხედვით იხილე ბმულზე.
გადაუდებელი ამბულატორია გულისხმობს მკურნალობას, რომელიც აუცილებელი გახდა რაიმე უბედური შემთხვევის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესების გამო, მაგრამ არ არის საჭირო საავადმყოფოში დიდი ხნით დაყოვნება. მაგ.: დამწვრობა, მოტეხილობა, მცირე ტრავმა, მოწამვლა და სხვა. გეგმიურ ამბულატორია კი არ საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას. ორივე მომსახურება ჯიპიაი ექსკლუზივით სხვადასხვა ლიმიტითა და %-ით ფინასდება, მომსახურებასაც სხვადასხვაგვარი სქემით იღებ.
თუ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეა გაუარესებული, რომ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა დაუყოვნებლივ კლინიკაში განთავსება, ეს გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციაა. გეგმიური ჰოსპიტალიზაციისას კი საჭირო არაა გადაუდებლად კლინიკაში მოთავსება. ორივე მომსახურება ჯიპიაი ექსკლუზივით სხვადასხვა ლიმიტითა და დაფარვით ფინანსდება, მომსახურებასაც სხვადასხვაგვარი სქემით იღებ.
გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება მოიცავს სტომატოლოგის კონსულტაციას, დიაგნოსტიკას, კბილის დაბჟენას, წმენდას. თუ მწვავე ტკივილის შედეგად სასწრაფოდ კბილის ამოღება, ექსტრაქცია, გახდა საჭირო, ეს უკვე გადაუდებელი სტომატოლოგიუროი მომსახურებაა. ჯიპიაი ექსკლუზივით ორივე სერვისი ფინანსდება.
ორსულობა-მშობიარობა ჯიპიაი ექსკლუზივით დაზღვევიდან 24 თვის შემდეგ ფინანსდება.
აყვანილი ექიმისა და გაუმჯობესებული პაკეტის ხარჯები პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივით არ ფინანსდება.
მედიკამენტების დაფინანსების საკითხი დამოკიდებულია მედიკამენტის ჯგუფზე და იმ სამედიცინო ჩვენებაზე, რომლისთვისაცაა დანიშნული, ამიტომ ინფორმაციას დაფინანსების შესახებ გადაამოწმებ პირად ექიმთან.
პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივის მომსახურე კლინიკების სია, სადაც პირადი ექიმისა და პედიატრის არჩევა შეგიძლია, იხილე ბმულზე.
პროვაიდერი ამბულატორიული კლინიკების ჩამონათვალი იხილე ბმულზე.
ჯიპიაი ექსკლუზივის პროვაიდერი სტომატოლოგიუირ კლინიკების სია იხილე ბმულზე.
პრივილეგირებული პროვაიდერი (პპ) კლინიკა ის წამყვანი კლინიკებია, სადაც მომსახურებას პირადი ექიმის მიმართვის გარეშე მხოლოდ სადაზღვევო ბარათით, APP Card-ით იღებ და ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს იხდი. პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივით მომსახურებას ამ პპ კლინიკებში მიიღებ.
პოლისი ონკო ქეარი ავთვისებიანი სისმივნური დაავადებების დაზღვევის პოლისია, რომელიც შვეიცარული გადამზღვევი კომპანია SWISS RE- სთან ერთად შევქმენით 2017 წელს.
პოლისის ღირებულება 5 ლარიდან იწყება და ფასი დაზღვეულის ასაკზეა დამოკიდებული. ტარიფი 4 წლის განმავლობაში უცვლელია და ყოველ წელს პოლისი ავტომატურად ახლდება. მე-5 წლიდან ღირებულება ხელახლა ანგარიშდება.
ონკო ქეარის შეძენა ყველა სრულწლოვან პირს შეუძლია 65 წლამდე, რომელთაც დაზღვევამდე არ ჰქონია დადასტურებული ავთვისებიანი სიმსივნე.
დაზღვევამდე არსებული ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში კომპენსაცია არ გაიცემა.
ონკო ქეარს 6 თვიანი მოცდის პერიოდი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვევიდან 6 თვის განმავლობაში დაფიქსირებულ დიაგნოზზე არ გაიცემა კომპენსაცია.
ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტული პოლისისგან განსხვავებით, ონკო ქეარით ანაზღაურება - ერთჯერადი კომპენსაციაა, მხოლოდ დიაგნოზის საფუძველზე გაიცემა და მის მისაღებად მკურნალობისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა საჭირო არაა. ამასთან, დაზღვეულს არ აქვს ვალდებულება მიღებული თანხა სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენოს, მას ანაზღაურებული თანხის განკარგვის სრული თავისუფლება აქვს.
ონკო ქეარი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო პროგრამებზე და შეძენის შემთხვევაში დაზღვეულს შეუძლია პროგრამით სარგებლობა.
ონკო ქეარით შესაძლებელია 65 წლამდე ნებისმიერი ოჯახის წევრის დაზღვევა. 18 წლამდე შვილ(ებ)ი კი შეგიძლია იმავე ლიმიტის ფარგლებში ღირებულების გაზრდის გარეშე დააზღვიო.
დიაგნოზის დადასტურებისთანავე განაცხადის დაფიქსირება ცხელ ხაზზე (0322505111) ხდება, რის შემდეგაც ,საჭირო დოკუმენტაციისა და განხილვის საფუძველზე, სრულად გაიცემა პოლისის ლიმიტის შესაბამისი კომპენსაცია.
დაზღვეულს კომპენსაციის განკარგვის სრული თავისუფლება აქვს-თვითონ წყვეტს მკურნალობისთვის გამოიყენებს თანხას თუ სხვა საჭიროებისთვის.