პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
.
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

რა არის ფრანშიზა?

ფრანშიზა ის მინიმალური თანხაა, რომელიც აკლდება ასანაზღაურებელ თანხას. მაგ. თუ ფრანშიზა ზარალიდან 50$-ია და შემთხვევიდან ზარალი 100$ შეადგინა, ანაზღაურდება 50$.

ფრანშიზა მოქმედებს დაზღვევის ღირებულებაზე?

დიახ, ფრანშიზას გავლენა აქვს პოლისის ღირებულებაზე. ფრანშიზიან პოლისში უფრო ნაკლებს იხდი, ვიდრე უფრანშიზოში, ამიტომ დაზღვევის შეძენის დროს ფრანშიზით შეგიძლია, მნიშვნელოვნად შეიმცირო პოლისის ღირებულება.

რა ღირს ავტოდაზღვევა?

ავტოდაზღვევის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე: ავტომობილის გამოშვების წელი, მძღოლის ასაკი, ავტომობილის ღირებულება. ტარიფის გამოთვლა კალკულატორზე შეგიძლია: აირჩიე სასურველი პაკეტი და გამოთვალე ღირებულება.

მოქმედებს თუ არა მძღოლის ასაკი პოლისის ღირებულებაზე?

დიახ, ავტოდაზღვევის ღირებულების გამოსათვლელად მნიშვნელობა აქვს მძღოლის ასაკს და პირდაპირ აისახება ტარიფზე. დაზღვევის შეძენა 21 წლიდან მძღოლებს შეუძლიათ.

რას ნიშნავს უფლებამოსილი მძღოლი?

დაზღვევის შეძენისას შეგიძლია, პოლისში მიუთითო ერთი ან რამდენიმე მძღოლის მონაცემები, რომელსაც აქვს უფლება მართოს შენი ავტომობილი, სადაზღვევო შემთხვევის დროს კი მასზე გავრცელდება დაზღვევა. უფლებამოსილი მძღოლის რაოდენობა აისახება პოლისის ღირებულებაზეც.

რა ფასდაკლებებით ვისარგებლებ დაზღვევის პერიოდში?

სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამატებით ფასდაკლებებით სარგებლობ ჩვენი პარტნიორი კომპანიების სერვისებზე. თუ ავტოაქციის ფარგლებში შეიძენ პოლისს, შესაძლოა ექსკლუზიური შეთავაზებებიც შედიოდეს შენს პოლისში, ამ ინფორმაციას ცხელ ხაზზე გადამოწმებ 032 2 605 111

რა მომსახურებას გამიწევს ავტომომსახურების ჯგუფი?

ავტოავარიის დროს, შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, მომსახურე ჯგუფი ადგილზე გამოცხადდება და დაეგხმარება პატრულთან და მესამე მხარესთან ურთიერთობის მოგვარებაში, გაგარკვევს ანაზღაურებასთან დაკავშირებული პროცესებში და მოგცემს საჭირო რჩევებს.

რა მომსახურებას გამიწევს ავტოასისტანსი?

ავტოასისტანსი შენი მაშველია გზაზე - თუ მოულოდნელად საწვავი გაგითავდა, საბურავი დაეშვა, ავტომობილი ჩაქრა ან სულაც გაფუჭდა, ავტოასისტანსს ჩვენი ცხელი ხაზის მეშვეობით (0322505111) გამოიძახებ და ადგილზე მოგიტანს საწვავს, დაგიქოქავს მანქანას ან დაბერავს საბურავებს, საჭიროების შემთხვევაში კი ევაკუატორსაც გამოგიგზავნის.

რა ღირს ავტოდაზღვევა?

პოლისი ავტო ფიქსის ღირებულება ფიქსირებულია - 40 ან 50 ლარი თვეში. პაკეტის ღირებულება განისაზღვრება სადაზღვევო ლიმიტით: 5000-ლარიანი ღირს 40 ლარი, ხოლო 10 000-ლარიანი ლიმიტით 50 ლარი.

რას ნიშნავს სადაზღვევო ლიმიტი?

სადაზღვევო ლიმიტი არის თანხა, რომლის ფარგლებშიც ანაზღაურდება ზარალი. მაგ. თუ 5000-ლარიანი ლიმიტის პაკეტი გაქვს , ზარალის შემთხვევაში, ზიანი სწორედ ამ თანხის ფარგლებში აგინაზღაურდება.

არის თუ არა განსხვავება დაფარვებში ავტო ფიქსის პაკეტებს შორის?

40 და 50-ლარიან პაკეტებს შორის განსხვავება მხოლოდ სადაზღვევო თანხის ლიმიტშია. ორივე პაკეტი რისკებს ერთნაირად ფარავს- 90%-ით.

რას ნიშნავს უფლებამოსილი მძღოლი?

დაზღვევის შეძენისას შეგიძლია, პოლისში მიუთითო ერთი ან რამდენიმე მძღოლის მონაცემები, რომელსაც აქვს უფლება მართოს შენი ავტომობილი, სადაზღვევო შემთხვევის დროს კი მასზე გავრცელდება დაზღვევა. უფლებამოსილი მძღოლების რაოდენობა ა,ვტო ფიქსის შემთხვევაში, შეუზღუდავია 21 წლიდან პირებზე.

რა ტიპის ავტომობილის დაზღვევა შემიძლია ავტო ფიქსით?

ავტო ფიქსით შეგიძლია, მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების დაზღვევა.

მოიცავს თუ არა ავტო ფიქსი მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას?

ავტო ფიქსის ორივე პაკეტი მოიცავს მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევას.

შემიძლია თუ არა ვისარგებლო ავტოასისტანსის მომსახურებით?

დიახ, ავტოავარიის შემთხვევაში შეგიძლია, ისარგებლო ავტოასისტანსის უფასო მომსახურებით.

როგორ დავაფიქსირო ავტოსაგზაო შემთხვევა?

ნებისმიერი სადაზღვევო შემთხვევისას (ავარია ბრალეულობის მიუხედავად, ავტომობილის დაზიანება, სტიქური მოვლენების შედეგად დაზიანება და სხვა) პირველ რიგში, არ გადაადგილო ავტომობილი და დაუყოვნებლივ დააფიქსირე შემთხვევა აპლიკაციით MyGPI ან ცხელ ხაზზე 03225050111. განაცხადის დაფიქსირების შემდეგ დაგიკავშირდება მენეჯერი და დისტანციურად ან შემთხვევის ადგილზევე ჩაერთვება ზარალის დარეგულირების პროცესში.

აუცილებელია პატრულის გამოძახება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს?

რადგან მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი ავარიის დაზღვევის დროს შენს პასუხისმგებლობას აზღვევს, პატრულის გამოძახება აუცილებელია.

თუ ავტოავარია ჩემი ბრალია, ზარალს ამინაზღაურებთ?

პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისი სწორედ ისეთ შემთხვევას ანაზღაურებს, როდესაც ავარია შენი ბრალეულობით მოხდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უფლებამოსილი მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო ან მოძრაობის დროს ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული.

როგორ მივიღებ ანაზღაურებას?

პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისით დაზარალებულ მხარეს შენი ჩარევის გარეშე ვუნაზღაურებთ ზარალს იმ ლიმიტის ფარგლებში, რითიც შეძენილი გაქვს პოლისი.

რას მოიცავს დამატებითი მომსახურება?

ავტოდაზღვევის პოლისის ფარგლებში შენ, დამატებით, გემსახურება ავტომომსახურების ჯგუფი და ავტოასისტანსი,რომელებიც ნებისმიერ დროს მზად არიან შენს დასახმარებლად.

რა მომსახურებას გამიწევს ავტომომსახურების ჯგუფი?

ავტოავარიის დროს ,შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, მომსახურე ჯგუფი ადგილზე გამოცხადდება და დაგეხმარება პატრულთან და მესამე მხარესთან ურთიერთობის მოგვარებაში, გაგარკვევს ანაზღაურებასთან დაკავშირებულ პროცესებში და მოგცემს საჭირო რჩევებს.

როგორ და რა შემთხვევაში ვისარგებლო ონლაინ სერვისებით?

აპლიკაცია MyGPI-ით სარგებლობა მნიშვნელოვნად გაგიმარტივებს ავტოდაზღვევთ სარგებლობას. ნებისმიერი ავტოშემთხვევის დროს განაცხადის დაფიქსირება აპლიკაციით შეგიძლია ცხელ ხაზზე დარეკვის გარეშე- იქვე უთითებ რა ტიპის დაზიანება აქვს ავტომობილს, გამოაგზავნე ზიანის ამსახველი ფოტოები აპლიკაციითვე  და დაელოდე ჩვენს მენეჯერს. გარდა ამისა, პირადი კაბინეტიდან ამოწმებ შენს გადახდებს, შეგიძლია ავტომატური გადახდებიც გაააქტიურო, პრემიის (ყოველთვიურად გადასახდელი ღირებულების) გადახდა რომ არ გამოგრჩეს. ეკომონეტებიც აპლიკაციაში გიგროვდება და გადაცვლაც აქვე შეგიძლია.

უკან დაბრუნება