პოლისი კომფორტი ითვალსიწინებს ფრანშიზას - შიდა მოპირკეთების დაზიანების შემთხვევაში ზარალის 5%-ს, მინიმუმ 100 ლარს, შიგთავსის დაზიანების შემთხვევაში კი - მინიმუმ 150 ლარს თითოეულ შემთხვევაზე.
შეგახსენებთ, რომ ფრანშიზა არის თანხა, რომელიც არ ანაზღაურდება და გამოაკლდება ასანაზღაურებელ ზარალს.
ახალი ავეჯის ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის დამატება სადაზღვევო პაკეტში პირადი კაბინეტიდან შეგიძლია- მიუთითე ნივთების სახეობები და ღირებულება. ახალი ნივთების დამატებით პოლისის ღირებულება არ გაიზრდება.
სამწუხაროდ, სამკაულებს დაზღვეულ ნივთებში ვერ დაამატებ.
თუ სტიქიური მოვლენების, ხანძრის ან აფეთქების გამო ბინაში ცხოვრება შეუძლებელია, შენი და შენი ოჯახის ბინით უზრუნველყოფაზე ჩვენ ვიზრუნებთ და 3 თვის განმავლობაში 500$-მდე ღირებულების ბინის ქირას გადაგიხდით. ეს დრო საკმარისი იქნება, რომ შეძლო ბინის აღდგენა და მოწესირგება. გაითვალისწინე, რომ ამ მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ პრემიუმ პაკეტითაა შესაძლებელი.
ზარალის ასანაზღაურებლად განაცხადი უნდა დააფიქსირო ცხელ ხაზზე 0322505111, რის შემდეგაც დაგიკავშირდება მენეჯერი, მოვა მისამართზე, შეაფასებს ზარალს და სულ რაღაც 1 დღეში ანაზღაურებასაც მიიღებ.
თუ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანდა ბინის რემონტი ან ავეჯი, განაცხადის დაფიქსირების შემდეგ აუცილებელია, გარემოს დაცვის სააგენტოდან მივიღოთ მეტეოროლოგიური ცნობა კონკრეტულ პერიოდში სტიქიის მოცულობის შესახებ. თუ ამ მონაცემების მიხედვით, სტიქიური მოვლენის მასშტაბები დასაშვებზე მეტი იყო, ზარალი აგინაზღაურდება.
პოლისი კომფორტით ანაზღაურდება როგორც შენი, ისე შენ მიერ დაზარალებული მეზობლის სარემონტო ხარჯები სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში.
ამ შემთხვევაში მეზობლის სადაზღვევო პაკეტის ლიმიტიდან მოხდება კომპენსაციის გაცემა, რადგან მის გამო დაზარალდი და პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.
დიახ, პოლისი კომფორტის შეძენისთანავე შენ ერთვები ჩვენს ლოიალობის პროგრამაში და ყოველთვიურად გადახდილი თანხიდან 5%-ს ეკომონეტების სახით აგროვებ.
ეკომონეტებს მოქმედი პოლისის განახლებისას ან ახალი პოლისის შესაძენად გამოიყენებ.
დიახ, ეკომონეტებს იმ შემთხვევაშიც დააგროვებ, თუ ბინას სხვას დაუზღვევ და თანხას შენ იხდი.