თუ აეროპორტში დარეგისტრირებული ბარგი დაზიანდა ან დაიკარგა, 24 საათის განმავლობაში უნდა მიმართო ავიაკომპანიას, მოითხოვო შესაბამისი დოკუმენტი და ჩვენთან წარმოადგინო ასანაზღაურებლად.
თუ მოგზაურობის დროს სამედიცინო მომსახურება დაგჭირდა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდი Euro-Center Prague-ის ცხელ ხაზს (+420) 221 860 615; ოპერატორებთან გასაუბრებას რუსულ ან ინგლისურ ენაზე შეძლებ, ან დაგვიკავშრიდი ჯიპიაის ცხელ ხაზზე +995322505111 და ჩვენი ოპერატორი თავად მოაგვარებს სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
მომსახურების მიღება შეგიძლია, როგორც პროვაიდერ , ისე არაპროვაიდერ კლინიკებში. მას შემდეგ, რაც დაუკავშირდები ცხელ ხაზზს, ოპერატორი შენი ადგილმდებარეობის შესაბამისად მოგაწვდის ინფორმაციას პროვაიდერი კლინიკების შესახებ, სადაც მომსახურებას თანადაფინანსებით მიიღებ. არაპროვაიდერ კლინიკებში მომსახურებას სრულად იხდი და ინაზღაურებ საქართველოში დაბრუნების შემდეგ.
თუ საზღვრებს გარეთ სამედიცინო მომსახურებისთვის თანხა სრულად გადაიხადე, დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ, თანხას ჩვენ აგინაზღაურებთ. ამისთვის საჭიროა საქართველოში დაბრუნებიდან მაქსიმუმ 1 თვის ვადაში წარმოადგინო საჭირო დოკუმენტები.
ანაზღაურებისთვის დაგჭირდება შემდეგი დოკუმენტები: 1. სადაზღვევო პოლისის ორიგინალი 2. სამედიცინო სერთიფიკატის ორიგინალი, სადაც მითითებული იქნება შენი სახელი, გვარი, დიაგნოზი, გაწეული სამედიცინო მომსახურება და ღირებულება, დიაგნოზი, მკურნალობა 3. უბედური შემთხვევისას ადგილობრივი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური ცნობა შემთხვევის შესახებ 4. ექიმებისა და კლინიკების ანგარიშების ორიგინალები ან დამოწმებული ასლები, მედიკამენტების შეძენის ქვითრები და რეცეპტები 5. პასპორტი.
სამოგზაურო დაზღვევით ანაზღაურება ხდება იმ ვალუტის ექვივალენტით ლარში, რომელიც მიუთითე პოლისის შეძენის დროს - დოლარი ან ევრო.
დიახ, ვრცელდება - ბარგის დაზიანების შემთხვევაში ზარალს გამოაკლდება 25$/EU ფრანშიზა , დაკარგვის შემთხვევაში კი - ყოველ კილოგრამზე 25$/EU.
სამოგზაურო დაზღვევა მოიცავს ფრანშიზას 80 ან 150 USD/EU, რომელსაც აირჩევ პოლისის შეძენის დროს. ანაზღაურების დროს ფრანშიზა გამოაკლდება ასანაზღაურებელ თანხას.
მხოლოდ ფრანშიზიანი სამოგზაურო დაზღვევის პოლისის შეძენაა შესაძლებელი.
ერთჯერადი სამოგზაურო დაზღვევა ძალაში შედის მითითებული დღის 00:00 საათიდან საზღვრის გადაკვეთისთანავე. მაგ. თუ მოგზაურობის პერიოდის დასაწყისად პოლისში 1-ლი იანვარია მითითებული, პოლისი ძალაში 1-ლი იანვრის ღამის 12 საათიდან შედის და საზღვრის გადაკვეთისთანავე აქტიურდება. დაზღვევა მოქმედებს პოლისში მითითებული მოგზაურობის დასრულების დღის ბოლომდე. მრავალჯერადი სამოგზაურო დაზღვევის შემთხვევაში, პოლისი ძალაში მითითებული დღის 00:00-საათიდან შედის და მოქმედია 1 წლის განმავლობაში.
თუ სამედიცინო მომსახურების მიღების დროს დაამატე სამოგზაურო დღეები, ამ პერიოდში გაწეული ხარჯები არ დაფინანსდება.