პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
.
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

პირადი ექიმი

პირადი ექიმის ასარჩევად საჭიროა, დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე 0322505111. ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან სასურველი ექიმის შერჩევაში და დაგიგეგმავენ პირველად ვიზიტს. ამის შემდეგ უკვე შენ თვითონ შეძლებ სატელეფონო კონსულტაციის ან ვიზიტის დაჯავშნას ონლაინ, აპლიკაციიდან MyGPI ან ვებ გვერდიდან mygpi.ge.

შეიძლება თუ არა პირადი ექიმის შეცვლა?

პირადი ექიმის შეცვლა შესაძლებელია იმავე მომსახურე კლინიკის თანამშრომლით. ამისთვის უნდა დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე 0322505111 და ჩვენი ოპერატორები დაგეხმარებიან.

როგორ ჩავეწერო პირად ექიმთან?

პირად ექიმთან ჩასაწერად შეგიძლია ისარგებლო აპლიკაციით MyGPI ან ვებ გვერდით mygpi.ge . მენიუში იხილე ველი „ექიმთან ჩაწერა“, აირჩიე სატელეფონო კოსნულტაცია გსურს, თუ კლინიკაში ვიზიტი, მიუთითე შენი ექიმი და თავისუფალი გრაფიკის მიხედვით, დაჯავშნე კონსულტაცია. ვიზიტის დეტალების ნახვას აპლიკაციაში შეძლებ, დრო და თარიღი კი ავტომატურად დაემატება შენი ტელეფონის კალენდარში.

სად ვნახო ინფორმაცია ჩემი ვიზიტების შესახებ?

ვიზიტის გადამოწმება პირად კაბინეტში შეგიძლია აპლიკაციით MyGPI ან ვებგვერდზე mygpi.ge . იხილე „ექიმთან ჩაწერის“ ველი და შეამოწმე ჯავშანი.

როგორ დავრეგისტრირდე პირად კაბინეტში?

პირად კაბინეტში რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიო ვებსაიტს mygpi.ge ან ჩამოტვირთო აპლიკაცია და დარეგისტრირდე.

როგორ მოვიქცე თუ ვერ შევდივარ პირად კაბინეტში?

თუ პირად კაბინეტში უკვე დარეგისტრირებული ხარ და ვერ ახერხებ ავტორიზაციას, პირველ რიგში, ისარგებლე პაროლის აღდგენის ფუნქციით, მიუთითე ელ.ფოსტა, რომლითაც დარეგისტრირდი და დაელოდე დროებით პაროლს მეილზე ან სმს-ით. მიღებული პაროლი გამოიყენე ავტორიზაციისას, შემდეგ კი პარამეტრებიდან შეცვალე. თუ დროებით პაროლს ვერ იღებ, დაგვიკავშირდი ცხელ ხაზე 0322505111 ან ისარგებლე ონლაინ ჩატით ვებგვრდზე და დაგეხმარებით პაროლის აღდგენაში.

რომელი სერვისებით შემიძლია ვისარგებლო დისტანციურად ფლექს პოლისით

ფლექს პოლისით სადაზღვევო მომსახურებას სრულად ონლაინ, დისტანციურად იღებ- ვებგვერდის mygpi.ge-ს ან აპლიკაციის MyGPI-ს მეშვეობით. შეგიძლია, ჩაეწერო რამდენიმე ექიმთან ერთდროულად, მიიღო ანაზღაურებაგააგზავნო მიმართვის ან საგარანტიო წერილის მოთხოვნა.

რომელი სამედიცინო მომსახურება ფინასდება ფლექს პოლისით?

ფლექს პოლისით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებების ჩამონათვალი, ლიმიტები და დაფარვის პროცენტები პაკეტების მიხედვით იხილე ბმულზე.

რას ნიშნავს გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორია?

გადაუდებელი ამბულატორია გულისხმობს მკურნალობას, რომელიც აუცილებელი გახდა რაიმე უბედური შემთხვევის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესების გამო, მაგრამ არ არის საჭირო საავადმყოფოში დიდი ხნით დაყოვნება. მაგ: დამწვრობა, მოტეხილობა, მცირე ტრავმა, მოწამვლა და სხვა. გეგმიური ამბულატორია კი არ საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას. ორივე მომსახურება პოლისი მედით სხვადასხვა ლიმიტითა და დაფარვით ფინანსდება, მომსახურებასაც სხვადასხვაგვარი სქემით  იღებ.

რას ნიშნავს გეგმიური და გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია?

თუ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეა გაუარესებული, რომ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა დაუყოვნებლივ კლინიკაში განთავსება, ეს გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციაა; გეგმიური ჰოსპიტალიზაციისას კი საჭირო არაა გადაუდებლად კლინიკაში მოთავსება. ორივე მომსახურება პოლისი მედით სხვადასხვა ლიმიტითა და %-ით ფინანსდება. დეტალური ინფორმაცია იხილე ბმულზე.

რას ნიშნავს გეგმიური და გადაუდებელი სტომატოლოგია?

გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება მოიცავს სტომატოლოგის კონსულტაციას, დიაგნოსტიკას, კბილის დაბჟენას, წმენდას. თუ მწვავე ტკივილის შედეგად სასწრაფოდ კბილის ამოღება, ექსტრაქცია, გახდა საჭირო, ეს უკვე გადაუდებელი სტომატოლოგიუროი მომსახურებაა. ორივე სერვისი პოლისი „პრო“ და „მაქსი“ პაკეტებით ფინასდება.

უკან დაბრუნება