პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
.
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

როგორ ჩავეწერო ექიმთან?

ჩვენს ყველა პირად ექიმთან ან „კურაციოში“ სპეციალისტთან ჩაწერა შესაძლებელია პირადი შენი კაბინეტიდან ან ამ ბმულიდან რეგისტრაციის გარეშე ან აპლიკაციიდან MyGPI; ასევე, ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე 03225050111

შემიძლია თუ არა ონლაინ ჩავწერო სხვა პირი?

ონლაინ შეგიძლია ჩაწერო ნებისმიერი ადამიანი მიუხედვად იმისა დაზღვეული არის თუ არა;

შემიძლია დისტანციური კონსულტაციის დაჯავშნა?

პირად ექიმთან კონსულტაციის გავლა დისტანციურადაც შესაძლებელია და ამ მომსახურების დაგეგმვაც ონლაინ შეგიძლია, პირადი კაბინეტიდან ან ამ ბმულიდან, უბრალოდ, მონიშნე სატელეფონო კოსნულტაციის ოფცია. იხ. დეტალური ინსტრუქცია ;

როგორ ავირჩიო პირადი ექიმი?

დაზღვევის შეძენისას ირჩევ კლინიკას, სადაც პირადი ექიმი მოგემსახურება. ექიმის არჩევაში, პირველ ეტაპზე, ჩვენ დაგეხმარებით. დარეკე ჩვენს ცხელ ხაზზე 03225050111 ან კურაციოში 0322430101 და შეარჩევთ სასურველ ექიმს; ვიზიტის დაჯავშნისას კი პირად კაბინეტში უკვე ავტომატურად გამოჩნდება შენი პირადი ექიმი და შენ თვითონ შეძლება პირად ექიმთან ვიზიტის ან კონსულტაციის დაგეგმვას;

როგორ დავრეგისტრირდე პირად კაბინეტში?

პირად კაბინეტში რეგისტრაციისთვის იხილე ვიდეო ინსტრუქცია ბმულზე.

როგორ მოვიქცე თუ ვერ შევდივარ პირად კაბინეტში?

თუ პირად კაბინეტში უკვე დარეგისტრირებული ხარ და ვერ ახერხებ ავტორიზაციას, პირველ რიგში, ისარგებლე პაროლის აღდგენის ფუნქციით, მიუთითე ელ.ფოსტა, რომლითაც დარეგისტრირდი და დაელოდე დროებით პაროლს მეილზე ან სმს-ით. მიღებული პაროლი გამოიყენე ავტორიზაციისას, შემდეგ კი პარამეტრებიდან შეცვალე. თუ დროებით პაროლს ვერ იღებ, დაგვიკავშირდი ცხელ ხაზე 0322505111 ან ისარგებლე ონლაინ ჩატით ვებგვრდზე და დაგეხმარებით პაროლის აღდგენაში.

რომელი სერვისებით შემიძლია ვისარგებლო დისტანციურად პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივით?

ჯიპიაი ექსკლუზივით სადაზღვევო მომსახურებას სრულად ონლაინ, დისტანციურად იღებ: ექიმთან ჩაწერა, ანაზღაურება, მიმართვის ან საგარანტიო წერილის მოთხოვნა.

როგორ და რომელ კლინიკებში შემიძლია მოვითხოვო მიმართვა ონლაინ?

მიმართვის მოთხოვნა იმ შემთხვევაში შეგიძლია თუ ამბულატორიულ მომსახურებას ჩვენს პრივილეგირებულ პროვაიდერ (პპ) კლინიკებში მიიღებ (ლინკი). სპეციალისტთან ვიზიტისთვის, ანალიზებისა და გამოკვლევევბისთვის ან მედიკამენტების შესაძენად მიმართვის მოთხოვნა ონლაინ შეგიძლია აპლიკაციიდან MyGPI ან ვებ გვერდიდან mygpi.ge. მენიუში იხილე ველი „მიმართვის მოთხოვნა“ და მიჰყევი ინსტრუქციას; მიმართვა 20 წუთში შენს სადაზღვევო ბარათზე აისახება, კლინიკაში ან აფთიაქში კი მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი.

როგორ მოვითხოვო დაფინასება ოპერაციისთვის ონლაინ?

საგარანტიო წერილის მოთხოვნისთვი საჭიროა, კლინიკიდან ოპერაციის ხარჯთაღრიცხვა (კალკულაცია) და ფორმა 100 წარმოადგინო; მოთხოვნას აპლიკაციიდან MyGPI ან ვებგვერდიდან Mygpi.ge შეძლებ . დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიზაცია, იხილე „ჯანმრთელობის ველი“ , სადაც ნახავ ნახავ ღილაკს „საგარანტიოს მოთხოვნა“ , გაგზავნის შესაძლებლობას, მიჰყევი ველებს, ატვირთე დოკუმენტები. პასუხს კი 3 სამუშაო დღეში მიიღებ.

როგორ მოვითხოვო დაფინანსება მშობიარობისთვის ონლაინ?

თუ მშობიარობას არაპროვაიდერ კლინიკაში აპირებ, თანხას კლინიკაში სრულად გადაიხდი შენ, შემდეგ კი აინაზღაურებ ონლაინ აპლიკაციით MyGPI ან ვებგვერდით Mygpi.ge გაიარე ავტორიზაცია, იპოვე სამედიცინო ანაზღაურების ველი პირად კაბინეტში, მიჰყევი ინსტრუქციას , იქვე ატვირთე საჭირო დოკუმენტაცია: ფორმა 100, გადახდის ქვითრები, შეემოსავლის ორდერი და გააგზავნე მოთხოვნა ანაზღაურებაზე. პასუხს 20 წუთში, თანხას კი ერთ სამუშაო დღეში მიიღებ სასურველ ანგარიშზე.

სად ვნახო პოლისის ნომერი და მოქმედების ვადა?

შენი ან შენ მიერ დაზღვეული პირების პოლისის ნომრებს პირად კაბინეტში გადაამოწმებ ვებგვერდზე mygpi.ge ან აპლიკაციაში MyGPI. მენიუში აირჩიე „პოლისები“, იხილე მათი ნომრები და მოქმედების ვადები; აპლიკაციაში პოლისის ნომერს APP Card-ზეც,  დაზღვევის ელექტრონულ ბარათზეც,  იხილავ.

სად ვნახო სადაზღვევო ბარათი , APP Card?

დაზღვევის ელექტრონული ბარათის , APP Card-ის, ნახვა აპლიკაციაში შეგიძლია. აპლიკაციის მთავარ გვერდზე იხილე ველი „ჯანმრთელობა“, მონიშნე „ბარათის ნახვა“ და იხილე შენი და შენ მიერ დაზღვეული პირების სადაზღვევო ბარათის ციფრული ვერსიები, რომელსაც გამოიყენებ ყველგან, სადაც დაზღვევა დაგჭირდება.

სად ვნახო ჩემი და ჩემ მიერ დაზღვეული პირების პოლისების დეტალები, დაფარვები და ლიმიტები?

შენი და შენ მიერ დაზღვეული პირების პოლისების დაფარვებსა და ლიმიტებს პირად კაბინეტში გადაამოწმებ აპლიკაციაში MyGPI ან ვებ გვერდზე mygpi.ge. მენიუში იპოვე ველი „პოლისების ნახვა“, მონიშნე სასურველი პოლისი და იხილე სადაზღვევო დეტალები, მომსახურების სქემა, დაფარვები, გახარჯული და დარჩენილი ლიმიტები სერვისების მიხედვით, გადახდის ისტორია და გრაფიკი.

როგორ გავაუქმო პოლისი?

პოლისის გასაუქმებლად დაგვიკავშირდი ცხელ ხაზზე 0322505111

რომელი სამედიცინო მომსახურება ფინანსდება პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივით?

ჯიპიაი ექსკლუზივით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებების ჩამონათვალი, ლიმიტები და დაფარვის პროცენტები პაკეტების მიხედვით იხილე ბმულზე.

რას ნიშნავს გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორია?

გადაუდებელი ამბულატორია გულისხმობს მკურნალობას, რომელიც აუცილებელი გახდა რაიმე უბედური შემთხვევის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესების გამო, მაგრამ არ არის საჭირო საავადმყოფოში დიდი ხნით დაყოვნება. მაგ.: დამწვრობა, მოტეხილობა, მცირე ტრავმა, მოწამვლა და სხვა. გეგმიურ ამბულატორია კი არ საჭიროებს დაუყოვნებლივ სამედიცინო ჩარევას. ორივე მომსახურება ჯიპიაი ექსკლუზივით სხვადასხვა ლიმიტითა და %-ით ფინასდება, მომსახურებასაც სხვადასხვაგვარი სქემით იღებ.

რას ნიშნავს გეგმიური და გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია?

თუ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეა გაუარესებული, რომ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭიროა დაუყოვნებლივ კლინიკაში განთავსება, ეს გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციაა. გეგმიური ჰოსპიტალიზაციისას კი საჭირო არაა გადაუდებლად კლინიკაში მოთავსება. ორივე მომსახურება ჯიპიაი ექსკლუზივით სხვადასხვა ლიმიტითა და დაფარვით ფინანსდება, მომსახურებასაც სხვადასხვაგვარი სქემით  იღებ.

რას ნიშნავს გეგმიური და გადაუდებელი სტომატოლოგია?

გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება მოიცავს სტომატოლოგის კონსულტაციას, დიაგნოსტიკას, კბილის დაბჟენას, წმენდას. თუ მწვავე ტკივილის შედეგად სასწრაფოდ კბილის ამოღება, ექსტრაქცია, გახდა საჭირო, ეს უკვე გადაუდებელი სტომატოლოგიუროი მომსახურებაა. ორივე სერვისი ჯიპიაი ექსკლუზივით ფინასდება;

ჯიპიაი ექსკლუზივით ორსულობა-მშობიარობა ფინანსდება?

ორსულობა-მშობიარობა ჯიპიაი ექსკლუზივით  დაზღვევიდან 24 თვის შემდეგ ფინანსდება.

ჯიპიაი ექსკლუზივით მშობიარობისას აყვანილი ექიმისა და გაუმჯობესებული პალატის ხარჯები ფინანსდება?

აყვანილი ექიმისა და გაუმჯობესებული პაკეტის ხარჯები პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივით არ ფინანსდება.

რომელი მედიკამენტი ფინანსდება ჯიპიაი ექსკლუზივით?

მედიკამენტების დაფინანსების საკითხი დამოკიდებულია მედიკამენტის ჯგუფზე და იმ სამედიცინო ჩვენებაზე, რომლისთვისაცაა დანიშნული, ამიტომ ინფორმაციას დაფინანსების შესახებ გადაამოწმებ პირად ექიმთან.

რომელ კლინიკაში მემსახურება პირადი ექიმი/პედიატრი?

პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივის მომსახურე კლინიკების სია, სადაც პირადი ექიმისა და პედიატრის არჩევა შეგიძლია, იხილე ბმულზე.

რომელა პროვაიდერი ამბულატორიული კლინიკები?

პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივის პროვაიდერი ამბულატორიული კლინიკების სია იხილე ბმულზე.

რომელია ჰოსპიტალური პროვაიდერი კლინიკები?

ჯიპიაი ექსკლზუივის პროვაიდერი ჰოსპიტალური კლინიების სია იხილე ბმულზე.

რომელია სტომატოლოგიური პროვაიდერი კლინიკები?

ჯიპიაი ექსკლუზივის პროვაიდერი სტომატოლოგიუირ კლინიკების სია იხილე ბმულზე.

რას ნიშნავს პრივილეგირებული პროვაიდერი კლინიკა და შემიძლია თუ არა პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივით პპ კლინიკებში მომსახურების მიღება?

პრივილეგირებული პროვაიდერი (პპ) კლინიკა ის წამყვანი კლინიკებია, სადაც მომსახურებას პირადი ექიმის მიმართვის გარეშე მხოლოდ სადაზღვევო ბარათით, APP Card-ით იღებ და ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს იხდი. პოლისი ჯიპიაი ექსკლუზივით მომსახურებას ამ პპ კლინიკებში მიიღებ.

რით განსხვავდება ჯიპიაი ექსკლუზივი ინდივიდუალური დაზღვევის სხვა პაკეტებისგან?

ჯიპიაი ექსკლუზივის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ სხვა პაკეტებისგან განსხვავებით,კლინიკების არჩევის თავისუფლება გაქვს-სამედიცინო მომსახურებას ნებისმიერ კლინიკაში იღებ პირად ექიმთან შეთანხმების გარეშე.

როგორ მივიღო სამედიცინო მომსახურება?

ჯიპიაი ექსკლუზივით სამედიცინო მომსახურებას ნებისმიერ კლინიკაში პირადი ექიმის მიმართვის გარეშე იღებ, მათ შორის არაპროვაიდერ კლინიკაში; ამ შემთხვევაში ღირებულებას სრულად იხდი, შემდეგ კი ინაზღაურებ ონლაინ  თუ თანაგადახდით გსურს მომსახურების მიღება, შეგიძლია მიმართო პროვაიდერ კლინიკებს პირადი ექიმის მიმართვით (პროვაიდერი კლინიკების ლინკი) ან პრივილეგირებულ პროვაიდერ კლინიკებს(პპ კლინიკების სქემის ლინკი , სადაც ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი, დანარჩენ თანხას ავტომატურად ჩვენ დავფარავთ.

როგორ მივიღო დაფინანსება გეგმიურ ოპერაციაზე?

ჯიპიაი ექსკლuზივს გეგმიურ ოპერაციაზე 1-წლიანი მოცდის პერიოდი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაფინანსებას პოლისის შეძენიდან 1 წლის შემდეგ მიიღებ. თუ პოლისზე მოცდის პერიოდი უკვე გასულია, გეგმიური ოპერაცია ნებისმიერ კლინიკაში დაფინანსდება, როგორც პროვაიდერ , ისე არაპროვაიდერში. ამისთვის საგარანტიო წერილის მოთხოვნა დაგჭირდება კლინიკაში წარსადგენად.

როგორ მივიღო დაფინასება გადაუდებელ ოპერაციაზე?

გადაუდებელი ოპერაცია პოლისის ძალაში შესვლისთანავე ფინანსდება და საგარანტიო წერილი საჭირო არაა. კლინიკა თავად აორგანიზებს დაფინანსებისთვის საჭირო პროცედურებს შენი ჩარევის გარეშე.

როგორ მივიღო სტომატოლოგიური მომსახურება?

სტომატოლოგიური მომსახურება „ჯიპიაი ექსკლზუივის“ ყველა პაკეტებით ფინანსდება. მომსახურების მისაღებად პირადი ექიმის მიმართვა არ გჭირდება- უკავშირდები სასურველ პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკას(გალინკული უნდა იყოს შესაბმის გვერდზე), ჩანიშნავ ვიზიტს, კლინიკაში წარადგენ სადაზღვევო ბარათს და ისარგებლებ დაფინანსებით.

შემიძლია თუ არა სტომატოლოგიური მომსახურება მივიღო არაპროვაიდერ კლინიკაში?

ჯიპიაი ექსკლუზივით არაპროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკაში გეგმიური მომსახურება არ ფინასდება, გარდა გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურებისა.

როგორ მივიღო დაფინანსება ორსულობა-მშობიარობაზე?

მოცდის პერიოდის, 24 თვის, გასვლის შემდეგ ორსულობასთან დაკავშირებულ მომსახურებას ნებისმიერ კლინიკაში მიიღებ პირად ექიმთან შეთანხმების გარეშე. მშობიარობის დაფინანსებისთვის კი წინასწარ დოკუმენტების წარმოდგენა და საგარანტიო წერილის მოთხოვნა საჭირო არაა, სამშობიარო კლინიკა,მათ შორის არაპროვაიდერი კლინიკაც, თავად აორგანიზებს მშობიარობის დაფინანსებასთან დაკავშირებულ პროცედურებს ჩვენთან შეთანხმებით.

შემიძლია ექიმი სპეციალისტის მიერ დანიშნული მედიკამენტები პირადი ექიმის მიმართვის გარეშე შევიძინო?

დიახ, შესაძლებელია. დანიშნულ მედიკამენტს პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში შეიძენ, შემდეგ კი გადახდის ქვითრებთან,შემოსავლის ორდერსა და ფორმა 100-ის საშუალებით  ონლაინ აინაზღაურებ.

უკან დაბრუნება