“ჯიპიაი ჰოლდინგი“ სადაზღვევო ბაზარზე იწყებს საქმიანობას, როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში. კომპანიისთვის თავიდანვე პრიორიტეტად იქცა საქართველოში ე.წ სოციალური დაზღვევის: ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის პოპულარიზება და განვითარება. კომპანიამ საქმიანობის პირველსავე წელს მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია დაზღვევის სხვადასხვა სფეროში, მომხმარებლების ნდობა მოიპოვა და მალე სადაზღვევო ბაზარზე ლიდერის პოზიციაც დაიკავა.
2005
ლიდერი საცალო ბაზარზე
ჯიპიაი დღემდე ერთადერთი კომპანიაა ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობს. კომპანიას ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის 65% უჭირავს და ამ მიმართულებით 30 000-ზე მეტ დაზღვეულს ემსახურება.
ამავე წლის მარტში, „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ საქართველოში პირველად ფართომასშტაბიანი სოციალური დაზღვევის განხორციელება დაიწყო, ქ. თბილისში მუნიციპალური პროგრამით დაზღვეული სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი 50,000 ადამიანისთვის. ჯიპიაის მიერ წარმატებით განხორციელებული პილოტური პროექტი გახდა იმის საფუძველი, რომ პროგრამა მთელ საქართველოზე გავრცელებულიყო.
2006
„ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრი
საქართველოში პირველად, მსგავსი დონისა და A კლასის რეიტინგის უცხოური კომპანია ადგილობრივი სადაზღვევო კომპანიის აქციონერი გახდა. კომპანიისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი წინსვლა, არამხოლოდ ფინანსური სტაბილურობის, არამედ გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც. 2006 წლიდან დღემდე „ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ აქტიურად მონაწილეობს კომპანიის განვითარების პროცესში, მხარს უჭერს ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში და არის ჯიპიაის ფინანსური სტაბილურობის გარანტი.
"ვენის სადაზღვევო ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე და ლიდერია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჯგუფის საქმიანობს ევროპის 25 ქვეყანასა და 50 კომპანიაში.
2007
ფილიალები მთელ საქართველოში
კომპანიის სერვისებით სარგებლობა ქვეყნის ყველა კუთხეში გახდა შესაძლებელი. ჯიპიაის სადაზღვევო კონსულტანტები უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურებოდნენ დაზღვეულებს. ასევე, 2007 წელს საქართველოში პირველად „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ონლაინ გაყიდვების სისტემა დანერგა. პოლისის შეძენა და აგენტის გამოძახება ვებგვერდის საშუალებით გახდა შესაძლებელი.
2010
ჰოსპიტალურ სექტორში ჩართვა
საფუძველი ჩაეყარა “კურაციოს“ რეგიონული ქსელის შექმნას. მომდევნო წლებში კომპანიამ კიდევ ერთი კლინიკა გახსნა, რომელიც პაციენტებს ამბულატორიული სერვისის სრულ სპექტრს სთავაზობდა.
ამავე წელს კომპანია ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამაში ჩაერთო და 25-მილიონიანი საინვესტიციო პაკეტი დაამტკიცა საქართველოს 10 რაიონულ ცენტრში ზოგადი პროფილის კლინიკების ასაშენებლად.
2019 წელს კი ევროპული აქციონერების გადაწყვეტილებით, ჯიპიაი მთლიანად სადაზღვევო ბიზნესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე გადაერთო და ჰოსპიტალური სექტორიდან გავიდა.
2016
დაზღვევის გაციფრულება
საქართველოში პირველად, „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ სადაზღვევო ბაზარზე ციფრული მომსახურება დანერგა და ინტერნეტ-პორტალი და მობილური აპლიკაცია (Mygpi.ge და MyGPI) ჩაუშვა. პორტალის საშუალებით შესაძლებელი გახდა, როგორც დაზღვევის შეძენა, ასევე ანაზღაურების მიღება დისტანციურად.
მომდევნო წლებში ჯიპიაის ციფრული სერვისები კიდევ უფრო დაიხვეწა და კომპანიამ მომხმარებელს სადაზღვევო მომსახურებების თითქმის სრული სპექტრი ონლაინ შესთავაზა. შესაძლებელი გახდა ექიმთან ონლაინ ჩაწერა, სატელეფონო კონსულტაცია ოჯახის ექიმთან, მიმართვის გაკეთება ამბულატორიული სერვისების მისაღებად ან მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად.
2019
ეკოისტი
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო და ეკოისტების მოძრაობა შექმნა. საქართველოში პირველად, მომხმარებელს ჯანსაღი ცხოვრებითა და ეკოქცევებით ქულების დაგროვებისა და დაზღვევაში გადაცვლის შესაძლებლობა მიეცა.
ქულების დაგროვება შესაძლებელია დაზღვევის შეძენისას და ,აპლიკაციის მეშვეობით, ეკოქცევების დაფიქსირებით. 100 ეკომონეტა უდრის 1 ლარს.
2020
სრული სადაზღვევო მომსახურება ონლაინ
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ კიდევ უფრო დახვეწა და გააუმჯობესა ციფრული პლატფორმები და სრული სადაზღვევო მომსახურების მიღება ონლაინ გახდა შესაძლებელი. პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ, ჯიპიაი ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო საქართველოში, რომელიც სრულად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა და დაზღვეულები ყველა სერვისს დისტანციურად, სწრაფად და მარტივად შესთავაზა.
დაზღვევის პირველი სრულყოფილი აპლიკაციით MyGPI და ონლაინ პორტალით Mygpi.ge, 2020 წლიდან ჯიპიაის ყველა დაზღვეულს ყველა სადაზღვევო ოპერაციის განხორციელება სახლიდან გაუსვლელად, 2 წუთში შეუძლია. მობილური აპლიკაციითა და პირადი კაბინეტის დახმარებით, შესაძლებელია ნებისმიერი ოდენობის თანხის ანაზღაურება ონლაინ, მათ შორის ჰოსპიტალიზაციისა და მშობიარობის ხარჯების.
ჯიპიაის ციფრული სერვისების გამოყენებით შესაძლებელია საგარანტიო წერილის მოთხოვნაც, რომელიც დაზღვეულებს ოპერაციის თანხის ან შემდგომი მკურნალობის დასაფინანსებლად სჭირდებათ. დაზღვეულები ონლაინ, თავად აკეთებენ მიმართვას ნებისმიერი პროფილის ექიმთან ვიზიტისას, სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად, ანალიზების ასაღებად და მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად.