გადატვირთული რეჟიმის გამო ჩემს ჯანმრთელობას საკმარის დროს ვერასდროს ვუთმობდი. თუმცა ყოველთვის, ყველაზე მეტად ის მაწუხებდა, რომ ვერც ჩემი მშობლების ჯანმრთელობაზე ვზრუნავდი. ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და ექიმთან ვიზიტი თუ სხვადასხვა გამოკვლევების ჩატარება ხშირად უწევთ. სანამ ჩვენს ჯანმრთელობას ჯიპიაის ვანდობდი ჩემი მშობლები დიდ დროს, მე კი საკმაოდ დიდ ფულს ვხარჯავდი სხვადასხვა პროცედურებში. ამასთან ვერ ვახერხებდი დავხმარებოდი ვიზიტის დაგეგმვაში, ვერ მივყვებოდი ექიმთან და ხშირად მედიკამენტების შეძენაც გვავიწყდებოდა.
მას შემდეგ რაც მშობლები მედით დავაზღვიე უფრო მშვიდად ვარ. მათ ჯანმრთელობაზე პირადი ექიმი ზრუნავს, გეგმიურ შემოწმებებს სტაბილურად გადიან, ქრონიკული მედიკამენტებიც ავტომატურად უახლდებათ. მე კი ყველა პროცესს დისტანციურად ვაკონტროლებ, რაც დროს მიზოგავს. ხარჯებიც მნიშვნელოვნად შემიმცირდა.
არ მეგონა თუ დაზღვევით სარგებლობა ასე მარტივი და კომფორტული იქნებოდა. გქონდეს შენთვის საჭირო ყველა სადაზღვევო სერვისი შენს მობილურში და აკონტროლო შენი და შენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან ეს ჩემი მსგავსი ადამიანებისთვის დიდი კომფორტია.