ჩემი დღის რეჟიმი იმდენად დატვირთულია, რომ თითქმის ვერასდროს ვახერხებ ჩემს თავს საკმარისი დრო დავუთმო. დამეთანხმებით, ჯანმრთელობაზე ზრუნვა საკმაოდ დიდ დროსა და ფინანსებს მოითხოვს. დრო კი ჩემთვის ყველაზე ღირებულია. როგორც წესი, მაშინაც კი როცა დაზღვევით სარგებლობ ხშირად გიწევს მცირე ჩივილების გამოც კი ექიმთან მიხვიდე ან დადგე გრძელ რიგში ანაზღაურების მისაღებად. საერთოდ ვერ ვსარგებლობდი სამედიცინო მომსახურებით, როცა ქალაქგარეთ მიწევდა წასვლა, ეს კი დიდი დისკომფორტი იყო ჩემთვის.
როცა გავიგე, რომ ჯიპიაიში დაზღვევით სარგებლობა და სამედიცინო მომსახურების მიღება დისტანციურად შემეძლო ბევრი არ მიფიქრია. ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი ონლაინ, ორ წუთში შევიძინე და ყველა ჩემი პრობლემა მოგვარდა - ახლა სადაც უნდა ვიყო დაზღვევით სარგებლობა მარტივია. აქამდე სრულფასოვნად ვერ ვზრუნავდი ჩემს ჯანმრთელობაზე. ახლა უკვე შემიძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან სატელეფონო კონსულტაციები გავიარო ჩემს ექიმთან, რომელსაც ვენდობი და მედიკამენტებზე მიმართვაც დისტანციურად მივიღო. დაზღვევის საფასურსაც მარტივად, აპლიკაციის საშუალებით ვიხდი და არცერთი ზედმეტი წამი არ მეხარჯება.