პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
.
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

Pedraza პედრასა - თითქმის 15 კილომეტრი წარსულისკენ

პედრასასკენ გეზი მქონდა აღებული, როდესაც  ჩემმა ესპანელმა მეგობარმა მომწერა, თუ იცი,  ეგ ქალაქი  და ნიუ-იორკი ერთმანეთს რითი  ჰგავსო.  სანამ  მე -12 საუკუნის პაწაწინა ქალაქსა და თანამედროვე მეგაპოლისს შორის მსგავსების პოვნას დავაპირებდი, მოაყოლა, როდესაც ჩადიხარ, ასე გგონია, რომ ორივე  ბევრჯერ  გაქვს ნანახი, რადგან მათ ქუჩებზე უამრავ რეკლამაში, ფილმსა და სერიალში ხარ გავლილ-გამოვლილიო.

 

მოკლედ, ამ ბევრჯერ ნანახის სანახავად მისული ქალაქის ერთადერთ კართან აღმოვჩნდი, რომელიც იმითაა ცნობილი, რომ  ძველად, მზის ჩასვლასთან ერთად იკეტებოდა და  გათენებამდე   არც   ქალაქის დაგვიანებულ მობინადრეებს შეეძლოთ  სახლში დაბრუნება  და აღარც სტუმარი  იყო ღვთისა.

დღეს კი, ეს კარი, უკვე ყველასთვის და თან, სულ სხვა დროში შესაღებად ყოველთვის  ღიაა.

 

კარის ზღურბლზე გადაბიჯება საკმარისია, რომ  აღმოჩნდე შუასაუკუნეების ვიწრო ქუჩებში, სადაც რომ არა  ალაგ-ალაგ  გამოჩენილი მანქანების ლანდები, შეიძლება დროში მოგზაურობის სასწაულისაც კი ირწმუნო.

 

ქალაქის შესასვლელშივე, უძველესი  საპყრობილეა განთავსებული და  სასტიკი ამბებიც თანდართულად  მოყვება.  სწრაფად ავუარე გვერდი  და გეზი, როგორც წესია,  მთავარი  მოედნისკენ ავიღე (ესპანეთში ასეთ მოედნებს Plaza Mayor ეწოდება და რატომღაც მგონია, ასე მოხსენიება უფრო უხდება).  უკვე ვიცოდი, რომ ეს მოედანი ერთ-ერთ უძველესია და  ყველაზე  კარგად შემონახულად ითვლება ესპანეთში. თუმცა, იქ მოხვედრისას  ხვდები, რომ სავარაუდოდ არც არაფერი იცოდი და შენც ერთი რიგითი, გაკვირვებული ტურისტი ხდები, რომელსაც უნდა ყველაფერს მისწვდეს, ყველგან შეიხედოს და ყველა ფოტოებით აიკლოს.

გამიმართლა და მოედანზე ადგილობრივებთან ერთად აღმოვჩნდი, რომლებიც იქვე მდგომ სან ხუანის  ეკლესიაში წირვის დაწყებას ელოდნენ და ჩემი დაკვალიანება სიამოვნებით ითავეს.

მათგან გავიგე, რომ პედრასაში მხოლოდ 125  ოჯახი ცხოვრობს და ყველა მათგანს განსაკუთრებული როლი აქვს ქალაქისთვის. შემდეგ ამიხსნეს, რომ  ეს მოედანი თავისი ფორმით არღვევს იმ ხასიათს, რომლითაც ესპანური პლასა მაიორები გამოირჩევიან.

-აქ, გარშემო, სულ დიდგვაროვანი ხალხი ცხოვრობდა და რადგან ეს ადგილი შეთავსებით, Plaza de Toro- ხარების მოედანიცაა. ამიტომ, თავს ხომ არ შეიწუხებდნენ და  თავისი სახლის აივნებიდან უყურებდნენ სანახაობას. მოედანმაც  ფორმაც ამის მიხედვით შეიცვალაო -  ესპანელებისთვის ჩვეული თვითირონიით მიამბო ერთ-ერთმა ბინადარმა.

 

წირვაზეც მიმიპატიჟეს, ძალიან მხიარული  Cura ანუ  მღვდელი გვყავსო და შემდეგი მიმართულებაც მომინიშნეს  ციხე-სიმაგრისკენ, რომელიც  რომაელების დამსახურებააო - ღვაწლიც არ დაუკარგეს ამშენებლებს.

 

მე -13 საუკუნეში აგებული პედრასას ციხის ირგვლივ, როგორც ასეთ ნაგებობების სიახლოვეს მცხოვრებლებს ჩვევიათ,  ერთი ლეგენდის უამრავ ვერსიას ყვებიან. თუმცა, იმასაც ამბობენ, აქ ჩამოსვლამდე სხვას ნუ მოუყვებიო, ამიტომ ელვირას და რობერტოს სევდიანი სიყვარულის ამბავი იქ ჩასვლისას აუცილებლად მოიკითხეთ. მათი აჩრდილები კი, როგორც ჩანს, ქალაქის მობინადრეებთან ერთად  ამბებად თანაცხოვრობენ.

მარადიული სიყვარულის  სევდიან ლეგენდას ცოტა ხნით დავივიწყე, რადგან  ისევ კართან, ამჯერად რკინის ეკლებით დაფარულ ზღურბლთან აღმოვჩნდი, რომელიც შორიდანვე გამცნობს, რომ წარსულში  მასთან მიკარება ძალიან   სახიფათო უნდა ყოფილიყო.

პედრასას ციხე- სიმაგრეც  ყველაზე კარგად შემონახულ შუასაუკუნოვან ნაგებობათა შორისააა, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში სავალალო მდგომარეობიდან  მხატვარმა იგნასიო სულოაგამ იხსნა, რომელმაც ეს ნაგებობა შეიძინა და ახალი იდეებით გააცოცხლა. დღეს აქ მის ნამუშევრებთან ერთად, პირადი კოლექციის სხვა შედევრებიცაა განთავსებული და  რამდენიმე ელ გრეკო და ერთი გოიაც შეგხვდებათ.  მხატვრის შთამომავლები დღესაც უვლიან ამ ძეგლს და  იქ მისვლისას, შესაძლოა, მისი  შვილიშვილიც  დაგხვდეთ  ციხე-სიმაგრის გზამკვლევად.

 

პედრასა ის ქალაქი აღმოჩნდა სადაც ქუჩებზე უბრალო სეირნობა არაფრით გამოდის, აქ თითოეული, სულ მცირე დეტალიც კი  თითქოს  გზავნილებია გასული საუკუნეებიდან, რომლებთანაც  გაჩერება და  მათი ამოცნობა ამ ქალაქის მთავარი ხიბლია.

 

თუმცა, აქ არიან მისი ბინადრები, იმ 125 ოჯახის წევრები, რომლებსაც  მათი პაწაწინა ქალაქის წინაშე თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული და მის განსაკუთრებულ ხასიათზე ყოველდღიურად ზრუნავენ.

 

და ბოლოს. აქ  თუ იკითხავთ, რაიმე მნიშვნელოვანი ხომ არ გამომრჩაო, აუცილებლად გეტყვიან, რომ კიდევ ერთხელ, ივლისის პირველ ან მეორე კვირაში, აუცილებლად უნდა დაბრუნდეთ.   რადგან ამ დღეებში,  მზის ჩასვლას ათასობით ანთებული სანთლებით ხვდებიან და  ღამეებს, სანთლის შუქზე, მუსიკალური დღესასწაულით ატარებენ.  ალბათ ეს ის დღე იქნება, სანთლებით ამონათებულ პედრასას ქუჩებში  ელვირას და რობერტოს  სიყვარულის ლეგენდა ნამდვილ ამბად როდესაც იქცევა.

 

მანამდე კი ჩემი გავლილი კილომეტრების ამბებად მოყოლას და ჩემს უსაფრთხო მოგზაურობას ჯიპიაის დაზღვევის იმედად განვაგრძობ.

 

 

 

ჯიპიაის სამოგზაურო დაზღვევა შეიძინე აქ. 

იმოგზაურე, ჩვენ დაგაზღვევთ! 

 

                                                                                                                                                                                 

                                                                                                                                                                                                                            ავტორი: თაკო როდონაია

უკან დაბრუნება