პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
.
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

5 რჩეული ფუნქციონალი MyGPI-ის აპლიკაციაში, რომელსაც ჯიპიაის დაზღვეულები ყველაზე ხშირად იყენებენ

მობილური აპლიკაციები და მათი დახმარებით ცხოვრების გამარტივება თანამედროვე ადამიანის ცხოვრების შეუცვლელი ნაწილია. მოვახერხეთ, მთელი ცხოვრება ერთ პატარა სმარტფონში ჩავატიეთ და იქედან ვმართავთ. წარმოგვიდგენია მომსახურება რასაც ჩვენ თვითონ, ჩვენივე ტელეფონით არ ვგეგმავთ? ალბათ არა... სად გვაქვს დასაკარგი დრო.
 

ცხოვრების გაციფრულებასთან ერთად ჯანმრთელობაზე, საყვარელ ნივთებზე ზრუნვაც ვისწავლეთ და დავაზღვიეთ ყველაფერი რაც ჩვენთვის ღირებულია. შესაბამისად სადაზღვევო სერვისებიც გვინდა დისტანციურად, ჩვენი სმარტფონებით დავგეგმოთ და ვმართოთ.
 

 „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვევის გაციფრულებაშიც უპირობო ლიდერია . კომპანიამ  მობილური აპლიკაცია MyGPI  სრულად განაახლა. რაც იმას ნიშნავს, რომ  ჯიპიაის მომხმარებლებს დაზღვევით სარგებლობა კიდევ უფრო გაუმარტივდათ. მთლიანად განახლდა და შეიცვალა აპლიკაციის დიზაინიც.   

 

ამ ბლოგში გიზიარებთ 5 ფუნქციონალს,  რომელსაც  დაზღვეულები ყველაზე ხშირად მოიხმარენ და ყველაზე მეტად მოსწონთ :

  1. მიმართვის მოთხოვნა აპლიკაციის მომხმარებლების  საყვარელი სერვისია. ამ ფუნქციონალის დახმარებით დაზღვეული ჯიპიაის ექიმთან ვიზიტს წინასწარ აფინანსებინებს. მარტივად, ექიმთან  მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე აპლიკაციით მოითხოვს მიმართვას სასურველ მომსახურებაზე, ადგილზე კი ან საერთოდ არ იხდის არაფერს (თუ 100% დაზღვევა აქვს), ან იხდის მხოლოდ თავის გადასახდელ წილს (მაგ: 10%-ს), დანარჩენს ჯიპიაი ფარავს, შესაბამისად მომხმარებელს აღარ უწევს ასანაზღაურებელი საბუთების და ჩეკების შეგროვება, ანაზღაურების მოთხოვნა  ან თანხისთვის ლოდინი.

 

იგივენაირად შეუძლია მოითხოვოს მიმართვა  ექიმის დანიშნულ მედიკამენტებზე და აფთიაქში უკვე ჯიპიაის მიერ დაფინანსებული წამალი შეიძინოს, ისე რომ თავად არაფერი გადაიხადოს.

2. ექიმთან ჩაწერა  აპლიკაციის ფუნქციონალებს შორის ყველაზე ხშირად მოხმარებადია. თანამედროვე ადამიანები ყველა დღისა და წუთის დაგეგმვას მივეჩვიეთ. შესაბამისად, ჯიპიაის მომხმარებლებიც მიიჩნევენ, რომ ბევრად უფრო კომფორტულია როცა შეუძლიათ თავად ნახონ ექიმის განრიგი, შეარჩიონ სასურველი დღე და საათი და მშვიდად დაჯავშნონ ვიზიტი. ქოლცენტრში დარეკვა და  ოპერატორთან  საუბარი აღარ უწევთ. განახლებული აპლიკაციით კი უკვე საშუალება აქვს ერთი სესიის დროს აარჩიონ მათთვის სასურველი რამდენიმე ექიმი, მაგალითად ოჯახის ექიმიც, სპეციალისტიც, ჩაწერონ ამბულატორიულ გამოკვლევებზე და ერთი თითის დაჭერით ჩაეწერონ სამივესთან. რაც მთავარია, ახლა უკვე ჯავშნის დრო მობილურის კალენდარშიც გამოუჩნდებათ და მოახლოებულ ვიზიტს შეახსენებთ.
 

3. ავტო დაზღვევის მომხმარებლები აპლიკაციით აკეთებენ განაცხადს ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ და იმავე დღეს იღებენ ანაზღაურებას, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი სერვისი ყოველთვის უფლებამოსილი მძღოლის დამატების ფუნქციონალი იყო. ჯიპიაიმ ეს თხოვნა გაითვალისწინა და ახალი აპლიკაციის დახმარებით ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი პოლისში  უფლებამოსილი მძღოლის ჩამატება.
 

4. სამოგზაურო დაზღვევა - თანამედროვე ადამიანების საყვარელი სადაზღვევო პროდუქტი. მოახლოებული თავგადასავლების დაზღვევა აუცილებელია უცხო ქვეყანაში დაცულად რომ ვიგრძნოთ თავი. ჯიპიაის აპლიკაციით მარტივად, ფრენამდე 10 წუთით ადრეც კი შეგიძლიათ იყიდოთ  სამოგზაურო დაზღვევა და პოლისს იმავე წამს მეილზე მიიღებთ.
 

5. ავტომატური გადახდის სერვისი აპლიკაციის ყველაზე მოთხოვნად ფუნქციონალებს შორისაა. დაზღვევის მომხმარებლებს, განსაკუთრებით მათ ვისაც ბევრი სხვადასხვა პაკეტი აქვთ შეძენილი, სულაც არ სურთ ყოველთვიურ გადახდებზე დრო დახარჯონ. ხანდახან უბრალოდ ავიწყდებათ გადახდა და ამის გამო პოლისი პაუზდება. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად,  განახლებული MyGPI საშუალებას გაძლევთ დაამატონ საბანკო ბარათი აპლიკაციაში და პოლისის თანხა ყოველთვიურად ავტომატურად დაიფარება.

 

სიჩქარე, სიზუსტე და კომფორტი ჯიპიაის სერვისის მთავარი მახასიათებლებია, სწორედ ამიტომ ირჩევენ მომხმარებელი მას. სიჩქარე თანამედროვე სწრაფი ცხოვრების წესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განახლებული აპლიკაცია სწორედ ამისთვის არის შექმნილი. ყველა სერვისს ონლაინ რეჟიმში,  ლოდინის გარეშე უსწრაფესად დაგეგმავ და მართავ - ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან.

 

 

უკან დაბრუნება