პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
.
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

იზრუნეთ მენტალურ ჯანმრთელობაზე და იყავით ჰარმონიაში საკუთარ ცხოვრებასთან: ახალი ბენეფიტები ჯიპიაის დაზღვეულებისთვის

დღევანდელ სტრესულ და სწრაფად ცვალებად სამყაროში, მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უფრო მნიშვნელოანი გახდა ვიდრე ოდესმე.

ფსიქიკური ჯანმრთელობა ადამიანის სიჯანსაღისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია , როგორც ფიზიკური ჯანმრთელობა. ის გავლენას ახდენს ჩვენს აზროვნებაზე, შეგრძნებებზე და ქმედებებზე. მას უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ურთიერთობებზე, ჩვენს სამუშაოზე და ზოგადად იმაზე  მივიღებთ თუ არა სიამოვნებას ცხოვრებისგან.  მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვით და ჩვენი შეგრძნებების სწორად  მართვით, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ საკუთარ თავთან ჰარმონიაში , შევამციროთ ნეგატიური ემოციები, დავძლიოთ წინააღმდეგობები, გავზარდოთ პროდუქტიულობა და უბრალოდ  ვიყოთ ბედნიერები.  
 

რადგან მენტალური ჯანმრთელობა ადამიანის ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია, „ჯიპიაი ჰოლდინგის“  ჯანმრთელობის დაზღვევის მფლობელებს საქართველოში მოქმედ წამყვან მენტალური ჯანმრთელობის ცენტრებში განსაკუთრებული ფასდაკლებებს ვთავაზობთ:

  1. მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში „ფსიქეა“ შეგიძლიათ 15-25% მდე ფასდაკლებით ისარგებლოთ
  • ინდივიდუალურ თერაპიებზე : თუ თქვენ განიცდით სტრესს, შფოთვას ან უმკლავდებით სხვა გამოწვევებს, პერსონალური თერაპია დაგეხმარებათ  გამოხატოთ თქვენი ემოციები და პროფესიონალ თერაპევტთან ერთად მოძებნოთ მათთან გამკლავების გზები.
  • არტ-თერაპია - ხანდახან სიტყვები არ არის საკმარისი, ხელოვნება და არტ თერაპია ადამიანებს აძლევს საშუალებას შემოქმედებითად გამოხატონ თავი, რაც საკუთარ გრძნობებში გარკვევის და თვითაღმოჩენის უნიკალურ გზას წარმოადგენს. ამ მეთოდის გამოყენება მენტალური ჯანმრთელობის გასაჯანსაღებლად როგორც უფროსებში ისე ბავშვებში ერტ-ერთ საუკეთესო შედეგს აძლევს ადამიანებს.
  • ფსიქიატრის კონსულტაციები - ჩვენს შეთავაზებებში შედის   ლიცენზირებულ ფსიქოლოგების და ფსიქიატრების კონსულტაციები , რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიონალურ შეფასებებს და პერსონალურად მემუშავებულ სამკურნალო კურსებს , რათა დაგეხმარონ მენტალურ გაჯანსაღებაში და ცხოვრების სირთულეების გადალახვაში.
  • ბავშვთა ფსიქიატრი კონსულტაცია - კარგად გვესმის რამდენად მოთხოვნადი და აუცილებელია ჩვენს დროში ბავშვთა ადრული შეფასებები მათი სწორი განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ , საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ პროფესიონალების დახმარებით და დაეხმაროთ მათ ემოციური წონასწორობის შენარჩუნებასა და სწორ ასაკობრივ განვითარებაში.
     

ქოუჩინგ ლაბორატორია 25% ფასდაკლებას გთავაზობთ ქოუჩინგის სესიებზე პიროვნული განვითარებისთვის .

პიროვნული განვითარება  ერთ-ერთი მთავარი გზა, რათა განვავითაროთ ჩვენი შინაგანი რესურსები, გავუმჯობესოთ უნარები და დავისახოთ მიზნები. ქოუჩინგი კი ამ პროცესში ძალზე ეფექტური მიდგომაა.

ქოუჩინგი არის პროცესი, რომელიც მოიცავს პროფესიონალის დახმარებით კონკრეტული მიზნების დასახვას და მიღწევას. ეს მეთოდი ეხმარება ადამიანებს უკეთ გაიგონ საკუთარი თავი, გაარკვონ თავიანთი ძალები და სუსტები. სესიების განმავლობაში, მონაწილეები სწავლობენ საკუთარ ქცევებს, გრძნობებს და იმპულსებს, რაც ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას.
 

მენტალ ჰაბი 30%-იან ფასდაკლებებს სთავაზობს ჩვენს დაზღვეულ ორგანიზაციებს ისეთ სერვისებზე როგორიცაა: ორგანიზაციული ფსიქოლოგია და ტესტირება
 

ორგანიზაციული ფსიქოლოგია ფოკუსირებულია იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს სამუშაო გარემო ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება. დამეთანხმებით ჩენს დღევანდელობაში ეს უაღრესად აუცილებელი სერვისია. კომპანიაებს, რომლებიც სურთ შეიქმნან პროდუქტიული და ჯანმრთელი სამუშაო ადგილი, მნიშვნელოვანია სტრესის და შფოთვის მართვა, ასევე სამუშაო გარემოს შეფასება.

სტრესი და შფოთვა ხშირად დაკავშირებულია სამუშაო გარემოსთან. დაძაბულობამ პროექტებზე, დროის შეზღუდვებმა და არაპროგნოზირებადმა სიტუაციებმა შესაძლოა გამოიწვიოს ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები. ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ ინდივიდზე, არამედ მთლიან ორგანიზაციაზე, იწვევის პროდუქტიულობის შემცირებას და გუნდური მუშაობის პრობლემებს.

ორგანიზაციული ტესტირება საშუალებას იძლევა შეაფასოთ სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები მუშაობენ, იკვლიოთ  სტრესისა და შფოთვის დონეები თანამშრომლებში, რაც შეიძლება ნეგატიურად აისახებოდეთ მათ პერფორმანსზე. ეს მონაცემები  ორგანიზაციას დაეხმარება, საჭირო ცვლილებები გაატაროს - შეცვალოს ორგანიზაციული კულტურა და გააუმჯობესოს სამუშაო გარემო.

 

ჩვენი პარტნიორობა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრებთან მიზნად ისახავს, რომ ჩვენმა დაზღვეულებმა ხელმისაწვდომ ფასად მიიღონ დარგის პროფესიონალების დახმარება, გაუმკლავდნენ სტრესს და იცხოვრონ საკუთარ თავთან ჰარმონიაში. ჯიპიაი კი მათი მეგზური იქნება როგორც  ფიზიკური, ისე  ფსიქიკური ჯანმრთელობის დაზღვევის და გაუმჯობესების გზაზე.  

 

გვჯერა, რომ ყველა იმსახურებს მენტალურ ჯანმრთელობაზე ხარისხიან ზრუნვას. იმედი გვაქვს ჩვენი შეთავაზებები ჩვენს მომხმარებლებს ჯანმრთელ და ბედნიერ ცხოვრებაში დახმარება.

 

იმისთვის, რომ ამ ბენეფიტებით ისარგებლოთ მენტალური ჯანმრთელობის ცენტრებში ჯანმრთელობის დაზღვევის აქტიური პოლისი უნდა წარადგინოთ, რომლის ნახვასაც უმარტივესად შეძლებთ ჯიპიაი მობილურ აპლიკაციაში.

ჯიპიაის ჯანმრთელობის დაზღვევის მფლობელებს მენტალური ჯანმრთელობის ცენტრების შემოთავაზებით სარგებლობა უკვე შეგიძლიათ. დამატებითი შეთავაზებები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

მათ კი ვისაც ჯერ არ გაქვთ ჩვენი ჯანმრთელობის დაზღვევა შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ პირობებს, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პაკეტი და შეიძინოთ:  https://www.gpih.ge/ka/insurance/janmrtelobis-dazgveva

უკან დაბრუნება