პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
.
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

3 მიზეზი, თუ რატომ უნდა დააზღვიო მანქანა

3  მარტივი მიზეზი რატომ უნდა დააზღვიო მანქანა ჯიპიაიში

მოდი შევთანხმდეთ, რომ მანქანა თუ გყავს უნდა დააზღვიო.

2024 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი 14% გაიზარდა. ეს რაც ოფიციალურად ვიცით, თუმცა რეალური რიცხვი კიდევ უფრო დიდია. შენც, თუ ავტომობილის მძღოლი ხარ ქალაქში მსუბუქ ავარიას ალბათ ყოველდღიურად ხვდები. სადგომზე დაყენებული მანქანაც რომ ხშირად დაზიანებული გვხვდება, მაგასაც მივეჩვიეთ.

ავტომობილის დაზღვევა —ეს არის აუცილებელი ინვესტიცია შენი  ფინანსური უსაფრთხოებისა და მშვიდი მგზავრობისთვის. დაზიანებული მანქანის შეკეთება, თუნდაც მხოლოდ ერთი ნაწილის, უკვე იმხელა თანხებთანაა დაკავშირებული, რომ სჯობს ეს ხარჯი შენს თავზე არ აიღო და მანქანა დააზღვიო.

29 ნოემბრიდან 2  დეკემბრის ჩათვლით ჯიპიაიში ავტოაქტივის შეძენა 30%-ანი ფასდაკლებით შეგიძლია, ავტოფიქსის კი - 15%. მგონია, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა. ახლა გეტყვი რისგან იქნები დაზღვეული:

ფინანსური რისკებისგან დაცვა : ავტოსაგზაო შემთხვევა  ნებისმიერ დროს და ნებისმიერ , თუნდაც ყველაზე გამოცდილ მძღოლსაც ემართება.  თუ  დაზღვევა არ გაქვს, თავად გიწევს გაუმკლავდე მანქანის შეკეთების ხარჯებს. დახარჯო დრო ხელოსნებში და გაწვალდე შეკეთების პროცესში. მაგრამ თუ დაზღვეული ხარ, ყველა ამ ხარჯს თავის თავზე დაზღვევა აიღებს და შენ არაფრის გდახდა არ მოგიწევს.

გარდა ავარიისა, ავტოდაზღვევა ფინანსური რისკებისგან გიცავს მაშინაც, თუ მაგალითად შენს მანქანას რამე დაეცა. თბილისში არც ეს შემთხვევა გაგაკვირვებს. ჩამოცვენილი ნივთები როგორც წესი საქარე მინას აზიანებს, რომლის გამოცვლაც 2000 ლარზე მეტი დაგიჯდება, ბევრად მეტი, ვიდრე დაზღვევა ღირს.

ავტოდაზღვევა გიცავს ქურდობის,ვანდალიზმის და სტიქიური უბედურებების დროსაც. მაგალითად, თუ შენი მანქანა სეტყვამ დააზიანა, რაც საკმაოდ ხშირი შემთხვევაა ჩვენთან, მანქანის შესაკეთებლად თანხას დაზღვევა აგინაზღაურებს.

24 საათიანი დახმარება გზაზე - ავტოდაზღვევა გეხმარება მაშინაც, თუ ავტომობილი უეცრად სადმე გაგიჩერდა, გზაზე საწვავი გაგითავდა ან რამე გაუთვალისწინებელი შეგემთხვა. ჯიპიაის 24 საათიანი მხარდაჭერის ჯგუფი ზრუნავს, იმაზე რომ რაც არ უნდა შეგემთხვეს არ შეფერხდე. თუ ავტოავარია შენი ბრალეულობით მოხდა, დაზარალებულ მხარესთან და პატრულთან ურთიერთობის მოგვარებაშიც ავტოასისტენტი დაგეხმარება. მანქანის შეკეთებას კი ჯიპიაის ავტორიზებულ სერვის ცენტრებში შეძლებ. შეკეთების ხარისხზე ავტოასისტენტი იზრუნებს.

ანდე მანქანა „ვუვლის“ და დაზოგე დრო  -  იცოდი, რომ ჯიპიაის ავტოდაზღვევის ყველა პაკეტს ავტომატურად მანქანის მოვლის სრული სერვისი მოყვება? „ვუვლი“   შენს ნაცვლად წაიყვანს მოუვლის  და დაგიბრუნებს  მანქანას, სანამ შენ შენს საქმეებს მოაგვარებ. ჯიპიაის ავტოდაზღვევით მთელი წლის განმავლობაში შეგიძლია გამოიძახო ვუვლი ავტოასისტენტი სრულიად უფასოდ. თუ ავტომობილს ზეთი აქვს გამოსაცვლელი, ან ტექდათვალიერება გინდა გაატარო ან უბრალოდ გაფუჭე და ხელოსნებში სირბილი გეზარება - მოკლედ შენს მანქანას რაც არ უნდა უჭირდეს, ვუვლის ავტოექსპერტები შენს განკარგულებაში არიან.

ასე რომ, მგონი უკვე იცი რატომ უნდა დააზღვიო მანქანა. ჯიპიაის შეთავაზებასაც ნუ გამოტოვებ, გადადი ლინკზე და შეიძინე ავტოდაზღვევა 30%-ანი ფასდაკლებით: ონლაინ შეძენა

უკან დაბრუნება