პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
.
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

ჩემი სახლი

კერძო სახლების, აგარაკების, კოტეჯების და ბინების დაზღვევა
აირჩიე

კომფორტი

რემონტის, ავეჯის, ტექნიკის დაზღვევა
აირჩიე

მიიღე დამატებითი შეთავაზებები

პოლისის შეძენის შემთხვევაში, სახლის მოვლასთან დაკავშირებულისერვისებზე 20%-მდე ფასდაკლებებს მიიღებ
გაიგე მეტი

დააზღვიე კარგი მეზობლობა

თუ შენი მიზეზით მეზობლის რემონტი დააზიანე, კარგ მეზობლობას არაფერი ემუქრება - 10 000 ლარამდე კომპენსაციას ჩვენ გადავუხდით
გაიგე მეტი

დაამატე ნივთები

თუ დაზღვევის პერიოდში ახალი ნივთები შეიძინე, შეგიძლია, ღირებულების ზრდის გარეშე დაამატო პოლისს.
დაამატე

მომსახურების სქემა

რა მომსახურებები მიფინანსდება?

სადაზღვევო რისკები

შენი ბინა დაზღვეული იქნება - მეზობლისგან წყლის ჩამოსვლისგან, გათბობის, წყალგაყვანილობის, კანალიზაციისა თუ ელექტროგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლისგან, სტიქიური მოვლენების -წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი- შედეგად მიყენებული ზარალისაგან, ხანძრისა და აფეთქებისგან, ქურდობის, ძარცვა-ყაჩაღობისგან და ვანდალიზმის შედეგად მიყენებული ზიანისგან. დეტალურად

ბინის ქირა

თუ შენი ბინა დაზიანების შედეგად საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდა, პრემიუმ პაკეტით უზრუნველყოფილი იქნები ბინის ქირით 3 თვის განმავლობაში. დეტალურად

სადაზღვევო ლიმიტები

პოლისის ღირებულება 10 ლარიდან იწყება და დამოკიდებულია ბინის ფართობზე. სადაზღვევო ლიმიტი, იგივე, ჯამური თანხა , რომლის ფარგლებშიც დაზღვეულია ბინა, სადაზღვევო პაკეტზეა დამოკიდებული: სტანდარტ პაკეტის ლიმიტი 10 000 ლარია, პრემიუმ პაკეტის კი-20 000 ლარი. დეტალურად

პასუხისმგებლობის დაზღვევა

მეზობლებთან უთანხმოების თავიდან ასარიდებლად, შერჩეულ პაკეტს შეგიძლია, დაამატო პასუხისმგებლობის დაზღვევა თვეში მხოლოდ 6 ლარად. იმ შემთხვევაში, თუ შენ გამო მეზობლის რემონტი ან საყოფაცხოვრებო ნივთები დაზიანდა, მას 10, 000 ლარამდე კომპენსაციას ჩვენ გადავუხდით. დეტალურად

ეკოისტი

ეკოისტი ჩვენი ლოიალობის პროგრამაა, რომელშიც დაზღვევის მომენტიდან ერთვები და აგროვებ ეკომონეტებს. ავტოდაზღვევის ღირებულების ყოველთვიური გადახდიდან 5%-ს უკან იბრუნებ, რომელთა გადაცვლაც პოლისის განახლებისას ან ახალი პოლისის შეძენისას შეგიძლია. 1 ეკომონეტა=1₾ . ეკომონეტებს აგროვებ მაშინაც, თუ სხვას უზღვევ ავტომობილს. დაგროვებული ეკოქულების გადამოწმება შეგიძლია აპლიკაციაში MyGPI. დეტალურად

რატომ უნდა დააზღვიო ბინა პოლისი კომფორტით?

ხელმისაწვდომობა
თვეში მხოლოდ 10 ლარიდან შესაძლებელია 10 000 ლარის ფარგლებში დააზღვიო რემონტი, ძვირფასი ავეჯი, ტექნიკა და მშვიდად იყო.
ლოიალობა
პოლისი კომფორტის ყოველთვიური ღირებულებიდან 5 %-ს ეკომონეტების სახით აგროვებ, რომელსაც ამავე პოლისის განახლებისას ან ახლის შესაძენად გამოიყენებ.
კომფორტული
რთულ სიტუაციებში, როდესაც ზარალი იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია ბინაში ცხოვრება, 3 თვის განმავლობაში შენი და შენი ოჯახის ბინით უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ.

ნამდვილი ამბები

ბინის დაზღვევამ მეზობლის რისხვისგან გადამარჩინა

1 წლის წინ რემონტი გვქონდა ბინაში. აღმოჩნდა, რომ წყალგაყვანილობა უხარისხოდ იყო გააკეთეს, რის გამოც მეზობელთან წყალი ჩავიდა- მთელი სააბაზანო დაიტბორა. დილით ადრე კარზე ბრახუნმა გამაღვიძა და ხელში გაავებული მეზობელი შემრჩა. დაუყოვნებლივ თანხის გადახდას ან რემონტის გაკეთებას მთხოვდა. ჯერ კიდევ კრედიტს ვიხდიდი, მეზობლის რემონტისთვის ფული სიადან უნდა მომეტანა? მაგრამ , საბედნიეროდ, დაზღვევა გვქონდა. სადაზღვევო მენეჯერმა შეაფასა მეზობლის და ჩემი ზარალიც და ჯამში 3 000 ლარამდე აგვინაზღაურეს.
ნინო კეკელია, 32 წლის

რემონტიც ხარჯებიც ამინაზღაურეს და ტელევიზორიც გამოვცვალე

საბჭოთა დროინდელ კორპუსში ვცხოვრობ, ბოლო სართულზე. ბევრჯერ შევაკეთეთ სახურავი, ხან სამეზობლოს ხარჯებით, ხან მერიის დახმარებით, მაგრამ ბოლოს ,ძლიერი წვიმის შედეგად, ჭერი ისევ ჩამოგვერეცხა. ბინა კვლავ სარემონტო გაგვიხდა, ავეჯიც დაგვიზიანდა და ტელევიზორიც. კიდევ კარგი, სახლი მაინც გვქონდა დაზღვეული. მეტეოროლოგიური დასკვნით, ნალექი დასაშვებზე მაღალი იყო, ამიტომ ზარალი ანაზღაურებას დაექვემდებარა. კორპუსის სახურავი ისევ სამეზობლოს შესაკეთებელი გახდა, მაგრამ , საბედნიეროდ, მიღებული ანაზღაურება ახალი რემონტის ხარჯებისთვის საკმარისი აღმოჩნდა და გაფუჭებული ტელევიზორის განახლებაც შევძელით.
ნანა გორდეზიანი, 37 წლის

პანდემიის დროს დაზღვევამ ორი ოჯახი სერიოზულ ფინანსურ დანაკარგს გადაგვარჩინა

პანდემიის დროს 2 თვე სოფელში გადავედით მთელი ოჯახი. სახლი დაკეტილი გვქონდა. ერთ დღესაც მეზობელმა დაგვირეკა- სასწრაფოდ დაბრუნდით , შეიძლება, თქვენთან წყალი ჩამოვიდაო. სახლი დაზღვეული არ მქონდა, არც მეზობელთან მინდოდა ამის გამო უსიამოვნება, მაგრამ ზარალი ვინმეს ხომ უნდა აენაზღაურებინა? საბედნიეროდ, მას ჰქონდა ბინის დაზღვევა, რომელიც მეზობელთან წყლის ჩაშვების შემთხვევაში, კომპენსაციას ითვალისწინებს. 1000 ლარი დამერიცხა რამდენიმე დღეში. რომ არა მეზობლის წინდახედულება, ამ პანდემიის დროს, ასეთი მოულოდნელი ხარჯი ნამდვილად მძიმე იქნებოდა ჩემთვისაც და ჩემი მეზობლისთვისაც.
მამუკა ნიკოლაიშვილი, 39 წლის

ვერ გადაწყვიტე?

არაუშავს, ჩვენი სადაზღვევო კონსულტანტი დაგეხმარება შენზე მორგებული პოლისის შერჩევაში

~

ხშირად აინტერესებთ

აირჩიე კატეგორია

დააზღვიე ბინა და დააგროვე ეკომონეტები

პოლისი კომფორტის ყოველთვიურად გადახდილი თანხიდან 5%-ს ეკომონეტების სახით აგროვებ, რომელთა გამოყენებასაც პოლისის განახლებისას ან ახლის შესაძენად შეძლებ. 100 ეკომონეტა =1₾
გაიგე მეტი