„ჯიპიაი ჰოლდინგის“ თანამშრომლებმა, ვენაში სამუშაო ვიზიტის პარალელურად, ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდეს. კომპანიის თანამშრომლებმა ავსტრიელ კოლეგებთან, spend your 4 seasons in Georgia-ს გვერდიდან, საქართველოს სხვადსხვა კუთხის ამსახველი პოსტერები ჩაიტანეს და ამ ფორმით აჩვენეს, რა ელოდებათ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისას. ჯიპიაი კამპანიის
Spend 4 Seasons in Georgia მხარდამჭერია. ფოტო გადაღებულია ვენის სადაზღვევო ჯგუფის ოფისთან, რომელიც ერთ-ერთი ისტორიული შენობაა ვენაში.