„ჯიპიაი ჰოლდინგი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას აგრძელებს და პლატფორმით “იმოქმედე, ჩვენ დაგაზღვევთ!” - ახალი ინიციატივით გამოდის. კომპანიები, რომელთა დამფუძნებელი ან გენერალური დირექტორი ქალია სადაზღვევო კომპანიისგან სპეციალურ შეთავაზებას მიიღებენ და ქალი მეწარმეების მხარდამჭერ პროგრამაში ჩაერთვებიან.
სპეციალურ პროგრამას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად „ჯიპიაი ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა პროგრამასთან თანაშრომლობით ახორციელებს. პროექტი განსაკუთრებულ შეთავაზებას და ცნობიერების ამაღლების აქტივობებს მოიაზრებს:
- დაზღვევის პერსონალური ექსპერტი;
- 30% ფასდაკლება ქონების დაზღვევაზე;
- ბიზნეს შეფერხების დაზღვევა საჩუქრად;
- ონლაინ სემინარები ბიზნეს რისკების შემცირების შესახებ.