პასუხისმგებელიანი ბიზნესის კონკურს „მელიორაზე“ წარმოდგენილ 69 პროექტს შორის ჩვენმა ორმა პროექტმა ორ ნომინაციაში - პასუხისმგებლიანი დამსაქმებელი და საზოგადოების მხარდაჭერა - გაიმარჯვა. გამარჯვებული პროექტებია ყველასთვის ცნობილი „ეკოისტები“ და „მოქმედების დღე“, რომელიც თანამშრომელთა მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობაზე ზრუნავს;
„მელიორა“ უკვე მეორედ იმართება ევროკავშირისა და კონრად ადენაურის ფონდის მხარდაჭერით. დაჯილდოვების ცერემონია 12 დეკემბერს სასტუმრო „ბილტმორში“ შედგა და მას ბიზნეს წრეების, მთავრობისა და დოპლომატიური კორპუსის წარმომომადგენლები ესწრებოდნენ.