test ჯიპიაი ჰოლდინგი დაარსდა 2001 წელის როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში. კომპანიისთვის თავიდანვე პრიორიტეტად იქცა საქართველოში ე.წ. სოციალური დაზღვევის: ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის პოპულარიზება და გავითარება. ამმიმართულებას "ჯიპიაი ჰოლდინგი" დღესაც აქტიურად ავითარებს.
"ჯიპიაი ჰოლდინგი" საქმიანობის პირველსავე წელს
- მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია დაზღვევის სხვადასხვა
- სფეროში. ჰოლდინგი დღესაც ინარჩუნებს მოწინავე სადაზღვევო
- კომპანიის სტატუსს როგორც ზოგადად, ბაზარზე,
- ისე ცალკეული მიმიმართულებებით, მაგ. ჯანმრთელობის
- დაზღვევა, ავტოდაზღვევა, ქონების დაზღვევა და ა.შ.
2006 წლიდან "ჯიპიაი ჰოლდინგი" ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" წევრი გახდა. კომპანიისთვის ეს იყო მნიშვნელოვანი წინსვლა, არამხოლოდ ფინანსური სტაბილურობის, არამედ გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც: საქართველოში პირველად მსგავსი დონისა და რეიტინგის უცხოური კომპანია ადგილობრივი კომპანიის აქციონერი გახდა.
კომპანია ერთ-ერთი ლიდერია საცალო ბაზარზე - "ჯიპიაი"-მ ერთ-ერთმა პირველმა გამოიტანა ხელმისაწვდომი სადაზღვევო პროდუქტები, იქნება ეს ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტოდაზღვევა თუ პასუხისმგებლობის დაზღვევა, ასევე დაზღვევა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და საკრედიტო შენატანების დაზღვევა.