"ჯიპიაი ჰოლდინგის" პროექტმა - სრული სადაზღვევო მომსახურება ონლაინ - პასუხისმგებლიანი ბიზნესის კონკურსზე „მელიორა 2020“ გაიმარჯვა.
კატეგორიაში - „მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში, კომპანიის პროექტმა საერთაშორისო ჟიურის აღიარება მოიპოვა და უამრავ მნიშვნელოვან პროეტს შორის პირველი ადგილი დაიკავა.
ჯიპიაიმ ჯილდო პანდემიის პირობებში მომხმარებლებლებზე ზრუნვის, ეფექტური მომსახურებისა და მხარდაჭრისთვის მიიღო. კომპანიაში ამბობენ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დაზღვეულების გვერდით დგომა და ხარისხიანი მომსახურება მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
პასუხისმგებლიანი ბიზნესის კონკურსი „მელიორა“ უკვე მესამე წელია ტარდება. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას და საზოგადოებაში ამ ცნების პოპულარიზაციას, კომპანიების წახალისებას დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის. კონკურსის გამარჯვებული ჯიპიაი წელს უკვე მესამედ გახდა.