ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი "მედი" გაუმჯობესდა. დაემატა სერვისები, რომლებიც აქამდე არ ფინანსდებოდა. მედით დაზღვეულს უკვე უფინანსდება პროფილაქტიკური სტომატოლოგიური კვლევები,
წელიწადში ერთხელ, სტომატოლოგიურ კლინიკა უნივერსში, 100%-ით დაგიფინანსდება შემდეგი პროფილაქტიკური სტომატოლოგიური კვლევები : ორთოპედის, ორთოდონტის, თერაპევტის, პირის ღრუს კამერით დათვალიერება , ბავშვებში ფტო-ლაკის აპლიკაცია(კარიესის პროფილაქტიკური საშუალება).
განახლებული პოლისი მედით დიაგნოზის საზღვარგარეთ გადამოწმების სერვისი 100%-ით ფინანსდება. ასევე, მედით დაზღვეული შეძლებს , ონკოლოგიური დიაგნოზი ან მკურნალობის გეგმა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში და სპეციალისტებთან გადაამოწმოს. სერვისს უზრუნველყოფს პარტნიორი ორგანიზაცია Mediguide International-ი, რომლის წარმომადგენელი საქართველოში არის კლინიკა კურაციო.
მედით დაზღვეულს აუნაზღაურდება და დაუფინანსდება ჰოსპიტალიზაცია გამონაკლისის გარეშე. ფასდაკლებები ვრცელდება ისეთ დაავადებებთან დაკავშირებულ კვლევებსა და მედიკამენტებზე , რომლებიც ,პაკეტის მიხედვით, გამონაკლისშია. ასევე, პოლისი მედის ყველა პაკეტის მფლობელი ისარგებლებს პროვაიდერ სააფთიაქო ქსელებში ვიტამინებსა და ჰომეოპათიურ მედიკამენტებზე 30%-მდე ფასდაკლებით .