პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
.
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

ჯიპიაი-ს ასისტენტ ბოტი აქვე • Akve დაგაზღვევთ

ჯიპიაი ჰოლდინგის მომხმარებლებს დაზღვევის შეძენა ახლა უკვე ფეისბუქიდან გაუსვლელად, მესინჯერ ბოტით შეეძლებათ

11 აპრილი, თბილისი. „ჯიპიაი ჰოლდინგმა“ მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პროცესების კიდევ უფრო გასამარტივებლად, დაზღვევის ჩატბოტი აქვე • Akve შექმნა. მომხმარებელს უკვე შეუძლია ონკოლოგიური რისკებისგან დაზღვევის პოლისი - ონკოქეარი  აქვე , პირდაპირ Facebook ჩათიდან შეიძინოს და ამ პროდუქტთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხი ბოტისგან მიიღოს. 

მომხმარებელი ასისტენტ ბოტს   სპეციალურად მისთვის შექმნილ ფეისბუქ გვერდზე აქვე

Akve უნდა ესტუმროს. ონკოქეარის შესაძენად კი გვერდის პირად შეტყობინებებში უნდა მისწეროს.  თავის ერთგულ მიმდევრებს დაზღვევის შესახებ საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას  აქვე • Akve  გაუზიარებს და სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობას მათ კიდევ უფრო გაუმარტივებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე ბოტის დახმარებით მსურველები სხვა სადაზღვევო პროდუქტების შეძენასაც შეძლებენ. ჩეტბოტის  მთავარ მისიაც მარტივად შეძენა იქნება: ფეისბუქიდან გაუსვლელად  - აქვე დაგაზღვევთ.  

სანდრო კიკნაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორი: “ციფრული მიმართულებით მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზება ჯიპიაის ყოველდღიურობის ნაწილია. 2016 წელს ჩვენ პირველებმა გავაციფრულეთ დაზღვევა საქართველოში და იმ დღიდან ამ მიმართულებით მუდმივად  ვვითარდებით.

დაზღვეულებს ინტენსიურად ვთავაზობთ ინოვაციურ და გაუმჯობესებულ ციფრულ სერვისებს და  ჩატბოტიც ამ პროცესების გაგრძელებაა. „აქვეს“ დახმარებით, მომხმარებელს კიდევ უფრო ვუმარტივებთ სადაზღვევო პროდუქტების შეძენის პროცესს და საშუალებას ვაძლევთ კითხვებზე მყისიერი უკუკავშირი და პასუხები მიიღოს. ამ ეტაპზე ბოტის დახმარებით ონკოქეარის შეძენაა შესაძლებელი. აქვე • Akve Facebook მესენჯერში, დაზღვევის მსურველს ამ პოლისზე ამომწურავ ინფორმაციას აწვდის და ყიდვის პროცესს უმარტივებს. ამასთან თავისი გვერდის მიმდევრებს ყოველკვირეულად მიაწვდის საინტერესო და საჭირო  ინფორმაციას დაზღვევაზე. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბოტის კიდევ უფრო განვითარებაზე და მალე, მისი დახმარებით სხვა სადაზღვევო პროდუქტების შეძენაც გახდება შესაძლებელი. ამიტომ, ყველას გირჩევთ მოძებნოთ Fcebook-ზე აქვეს გვერდი და გამოიწეროთ სიახლეები.“

აქვე • Akve - ს გაცნობა მომხმარებელს ფეისბუქზე  შეუძლია. ამისთვის, მოძებნეთ გვერდი და მოიწონეთ და გამოიწერეთ სიახლეები. პოლისის შესაძენად ან ონკოქეარზე მეტი ინფორმაციის მისაღებად კი აქვეს მესენჯერის ჩატში უნდა მისწეროთ. 

პოლისი ონკოქეარი, რომლის შეძენშიც აქვე დაგეხმარებათ, ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს აზღვევს და ანაზღაურების სრულიად განსხვავებულ სისტემას გვთავაზობთ - ჯანმრთელობის დაზღვევისგან განსხვავებით, თანხა კომპენსაციის სახით გაიცემა, ხოლო დაზღვეული მას თავისი სურვილისამებრ განკარგავს. კომპენსაციის გაცემა არ არის მიბმული სამკურნალო დაწესებულებასთან ან მკურნალობასთან, მხოლოდ დიაგნოზია საკმარისი, რომ თანხა გაიცეს. ონკოქეარის ღირებულება ძალიან ხელმისაწვდომია –0-24 წლამდე ასაკის პირებისთვის 150,000₾-იანი პოლისის ღირებულება თვეში მხოლოდ 5₾-ს შეადგენს. ჯიპიაიმ 2019-2021 წლებში  კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამის ფარგლებში  1, 500 000 ლარამდე კომპენსაცია უკვე გასცა.

უკან დაბრუნება

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე