პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
.
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

2023 წელს ონკოქეარით დაზღვეულებზე 1 000 000 ლარის კომპენსაცია გავეცით - „ჯიპიაი ჰოლდინგი

 

  • 2019 წლიდან დღემდე კომპანიამ კომპენსაციის სახით  2 500 000 ლარზე მეტი გასცა.
  • 2023 წელს ონკოქეარით 11-მა დაზღვეულმა  ისარგებლა.

 „ჯიპიაი ჰოლდინგი“ კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამის მეექვსე წელს აჯამებს. ამ დროის განმავლობაში, კომპანიამ დაზღვეულებზე კომპენსაციის სახით 2 500 000 ლარზე მეტი გასცა. პოლისით ჯამში 37-მა ადამიანმა ისარგებლა.

ჯიპიაიში აცხადებენ, რომ შემთხვევების რაოდენობითა და გაცემული თანხით 2023 წელმა ყველა  წელს გადააჭარბა.

მხოლოდ ამ ერთი წლის განმავლობაში პოლისით  11-მა ადამიანმა ისარგებლა და მათზე კომპენსაციის სახით 1 000 000 ლარი გაიცა. მაქსიმალური კომპენსაცია ჯიპიაისგან 100 000 და 150 000 ლარი 5-მა დაზღვეულმა მიიღო.

თინათინ სტამბოლიშვილი, მარკეტინგული კომუნიკაციების დირექტორი :“თამამად ვიტყვი, რომ ონკოქეარი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტია რასაც ჩვენს მოქალაქეებს ვთავაზობთ. სიმვსივნის დამარცხება შესაძლებელია, შემთხვევათა 95%  განკურნებით სრულდება  ადრეული დიაგნოსტიკით და საკმარისი ფინანსებით. სწორედ ფინანსულ პრობლემებს უგვარებს ეს პოლისი ადამიანებს და 2023 წელი ამის დასტურია. სტატისტიკას თუ შევხედავთ, სამწუხაროდ 2023 წელს ძალიან დიდი მომართვიანობა გვქონდა. თუ წინა წლებში ონკოქეარი 4-5 ადამიანს სჭირდებოდა წლის განმავლობაში, გასულ წელს ასეთი ადამიანების რიცხვი 11 იყო. ყველა მათგანს ონკოქეარის საჭიროება დაზღვევის მეხუთე, მეექვსე წელს დაუდგა. ჩვენგან კომპენსაციის სახით სოლიდური თანხაც მიიღეს. სწორედ ამიტომ გვინდა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ამ პოლისის შესახებ, რომლის ყიდვაც თვეში სულ რაღაც 10 ლარიდან არის შესაძლებელი და რომელიც ყველაზე საჭირო მომენტში დაეხმარება მათ. ამასთან სიახლე გვაქვს, ონკოქეარის საოჯახო პაკეტების სახით. “

კომპანიაში ამბობენ, რომ საოჯახო ონკოქეარის შეძენის საშუალება მომხმარებელს ჯანმრთელობის ინდივიდუალურ დაზღვევასთან ერთად შეეძლება. საოჯახო ონკოქეარის საშუალებით შესაძლებელია ერთიან ლიმიტში დააზღვიო მეუღლე, შვილები და მშობლები.

პოლისი ონკოქეარი ავთვისებიან სიმსივნურ დაავადებებს აზღვევს და ანაზღაურების სრულიად განსხვავებულ სისტემას გვთავაზობს - თუ დაზღვეულს დაავადება აღმოაჩნდება ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე ჯიპიაი გასცემს კომპენსაციას, რომელსაც დაზღვეული თავისი სურვილისამებრ განკარგავს.

პოლისის ღირებულება უაღრესად ხელმისაწვდომია - განსაკუთებით, დაბალ ასაკობრივ ჭრილში: მაგალითად, 0-24 წლამდე ასაკის პირებისთვის 150,000ლ-იანი პოლისის ღირებულება თვეში მხოლოდ 5 ლ-ს შეადგენს.

ონკოქეარით  სარგებლობა შეუძლია 65 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს - აღსანიშნავია, რომ თუ დაზღვეულს 18 წლამდე შვილები ჰყავს, ისინი ავტომატურად ერთვებიან დაზღვევაში დამატებითი პრემიის გადახდის გარეშე.

დაზღვევის გასაფორმებლად არ არის საჭირო წინასწარი გამოკვლევების ჩატარება - პოლისის გამოწერა განაცხადის საფუძველზე უმარტივესი პროცედურით ხორციელდება.

ჯიპიაის კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამა სრულად არის მორგებული საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს და ის სპეციალურად საქართველოსთვის „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და მსოფლიოს წამყვანი გადამზღვევი, შვეიცარული კომპანია Swiss Re-ს მიერ არის შემუშავებული.

 

 

უკან დაბრუნება

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე