„ჯიპიაი ჰოლდინგის“ სოციალური პასუხისმგებლობის ამოსავალი წერტილია საიმედო და მდგრადი მომავლის შექმნა ჩვენი პარტნიორების, თანაშრომლებისა და დაზღვეულებისათვის. ჩვენთვის დაზღვევა არის ეკონომიკური წინსვლისა და განვითარების ქვაკუთხედი.
ჩვენი მიზანია მუდმივად ვიყოთ სტაბილური პარტნიორები და გავაკეთოთ უფრო მეტი, ვიდრე გვევალება კანონდმებლობით ან მიღებული სტანდარტებით.
სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი მიმართულებებია:
პოტენციური თუ არსებული დაზღვეულებისთვის საუკეთესო სადაზღვევო მომსახურების უზრუნველყოფა და უმაღლესი დონის კმაყოფილების მიღწევა. თანამშრომლებზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა მათი განვითარების მიზნით და საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა მოტივირებული ადამიანების შესანარჩუნებლად.
ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა - კერძოდ, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზება და უსაფრთხო სატრანსპორტო პოლიტიკის ადვოკატირება.