უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად და ქალთა როლის გასაძლიერებლად 2016-2017 წლებში ჯიპიაი ჰოლდინგმა განახორციელა მასშტაბური დასაქმების პროექტი, რომელმაც დასაქმების და კარიერული ზრდის საშუალება, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 580 საშუალო და მაღალი ასაკის, სხვადასხვა გამოცდილების და სოციალური სტატუსის ადამიანს მისცა.
დასაქმების პროგრამა მოიცავდა რამდენიმე ეტაპიან შერჩევას, მოთხოვნები იყო მინიმალური და ძირითადი აქცენტი კეთდებოდა კანდიდატების მოტივაციაზე. არ ვითხოვდით განათლებას და გამოცდილებას, არ იყო შეზღუდული კანდიდატების ასაკი. პროექტი ითვალისწინებდა გადამზადების 6 თვიან პროგრამას, რომელიც ანაზღაურებადი იყო. გადამზადების პროგრამა შემუშავდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მიერ კომპანიის შიგნით და ორიენტირებული იყო კანდიდატების ზოგადი ტექნიკური უნარების და კონკრეტული კომპეტენციების განვითარებაზე.
2016-2017 წ.წ. დასაქმების პროგრამას 7,000ზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა. ყველა წარმატებულ კანდიდატს მიეცა საშუალება, მოესინჯა გადამზადების პირველი ეტაპი. ჯამში გადამზადება გაიარა 800მა ადამიანმა. პროგრამის შედეგად 578 ადამიანი დავასაქმეთ. მათი 89% ქალია, 81% კი 25 წელზე მეტის. დღეს მათი უმეტესობა წარმატებულად აგრძელებს კარიერას ჩვენს კომპანიაში.
"ჯიპიაი ჰოლდინგი" ქალთა გაძლიერების კუთხით განხორციელებული მასშტაბური დასაქმების პროექტისთვის "ვენის სადაზღვევო ჯგუფის" მიერ დაწესებული სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.კომპანიამ „გიუნტერ გეირგის“ სახელობის საპატიო ჯილდო მიიღო. დასაქმების მასშტაბურმა პროექტმა „ათწლეულის გამოწვევის ფონდის“ კონკურსშიც „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გაიმარჯვა და სპეციალური ჯილდო მიიღო.
2017 წელს, „ბავშვთა სამყაროს“ ხანძარის შემდეგ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ინიციატივით შემუშავდა სოციალური პროექტი, რომელიც ორიენტირებული იყო მოწყვლადი ჯგუფების - მცირე და საშუალო მეწარმეების- განვითარების ხელშეწყობაზე.
პროექტის მიზანი იყო, ზოგადად, დაზღვევის, როგორც ფინანსური თავდაცვის მექანიზმის პოპულარიზება და მეწარმეთა ჩართვა სადაზღვევო სისტემაში. კომპანიამ, პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებს ბიზნესის რისკების დაზღვევის პოლისზე სპეციალური , 50%-იანი ფასდაკლება დააწესა, რითაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საქმიანობის დაცვა.
მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართვა სადაზღვეო სისტემაში აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და გაჯანსაღებისთვის.ბავშვთა სამყაროს ხანძარმა ნათლად დაგვანახა დაზღვევის აუცილებლობა. გაუთვალისწინებელ შემთხვევებს, არათუ პატარა საწარმომ, არამედ დიდმა ორგანიზაციამაც შეიძლება ვერ გაართვას თავი ფინანსური კუთხით და უბრალოდ, გაჩერდეს ეს კი ეკონომიკისათვის მძიმე დარტყმაა.
პროექტის ფარგლებში, შეიქმნა მობილური ჯგუფები, რომლებიც ქალაქის მასშტაბით თითქმის ყველა ლოკაციაზე უშუალოდ ხვდებოდნენ მეწარმეებს, აწვდიდნენ ინფორმაციას მათი საქმიანობის პოტენციური რისკების შესახებ და სურვილის შემთხვევაში, ადგილზევე აზღვევდნენ ბიზნეს ობიექტს.
აგვისტოს ომის 10 წლის თავს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ანტიოკუპაციური კამპანიით გამოეხმაურა. 8 აგვისტოს, საიტზე www.mygpi.ge სამოგზაურო დაზღვევის შეძენის ველში გაჩნდა მოსანიშნი გრაფა წარწერით „ვადასტურებ, რომ რუსეთი ოკუპანტია და მზად ვარ, ამის შესახებ მსოფლიოს გავაგებინო“, მათ ვინც გრაფა მონიშნა ჯიპიაისგან საჩუქრად ჯოვანი მორას პასპორტის ჩასადები ერგო, ანტიოკუპაციური მესიჯით.
"დღეს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა, ჩვენი ქვეყნის 20% კვლავ რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამიტომ გადავწყვიტეთ ამ მესიჯის გავრცელებაში ჩვენც დაგეხმაროთ, რადგან გვჯერა - ერთად გაცილებით მეტს შევძლებთ. ამიერიდან, ყოველთვის როცა უცხო ქვეყნის გადაკვეთისას მესაზღვრეს პასპორტს მიაწვდი, შენი საპასპორტე სათქმელს შენ მაგივრად იტყვის. ოკუპაციასთან ბრძოლა ინფორმაცის გავრცელებითაცაა შესაძლებელი!“ - მივმართავდით მომხმარებელს.
ანტიოკუპაციურმა კამპანიამ Ad Black Sea-სსაერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კატეგორიაში ბრინჯაო მოიპოვა.
ოკუპაცია, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე და მნიშვნელოვანი თემაა. იმ პირობებში, როცა რუსული პროპაგანდა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაცა ქტიურად მუშაობს, ჯიპიაისთვის მნიშვნელოვანი იყო თავის წვლილი შეეტანა ამ პრობლემასთან ბრძოლაში. ანტისაოკუპაციო კამპანიის მიზანი იყო საზოგადოებისთვის შეეხსენებინა, რომ ოკუპაციასთან ბრძოლაი ნფორმაციის გავრცელებითაცაა შესაძლებელი და თითოეულ მოქალაქეს შეუძლია ამ ბრძოლაში თავისი წვლილი შეიტანოს.
2019 წელს ჯიპიაიმ მასშტაბური სოციალური პროექტის ავტომობილის სტიქიური რისკებისგან უფასო დაზღვევა - მეორე ეტაპი განახორციელა. სტიქიისგან უფასო ავტოდაზღვევა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სოციალური პროექტია, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ შეიქმნა და მისი მიზანი საზოგადოების ფინანსურ დაცულობაზე ზრუნვა და სადაზღვევო კულტურის განვითარება იყო. 4 წლის განმავლობაში ჯიპიაის პროგრამაში 100 000-ზე მეტი ავტომფლობელი ჩაერთო. 95 000 პოლისი საჩუქრად გავეცით. 2019 წელს კი პროგრამაში ჩართულ პირებს 60 000 ლარამდე ზარალი ავუნაზღაურეთ.
პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში კომპანიამ მთავარი აქცენტი რეგიონებზე გააკეთა და სტიქიისგან უფასო ავტოდაზღვევის გასავრცელებლად მასშტაბური ქსელი შექმნა. ავტომობილის სტიქიისგან დაზღვევა გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს და ვრცელდება კერძო პირების მფლობელობაში არსებულ ავტომობილებზე. დაზღვევა ფარავს შემდეგ რისკებს - წყალდიდობას, ქარიშხალს, მეწყერს, დიდთოვლობას, მიწისძვრასა და ღვარცოფს.
"ჯიპიაი ჰოლდინგმა" მესამე მასშტაბური დასაქმების ფორუმი 2019 წელს ჩაატარა და დასაქმების მსურველებს 300 სამუშაო ადგილი შესთავაზა . გამოხმაურება ძალიან დიდი იყო. გამომდინარე იქედან, რომ კვლავ არ ვითხოვდით კანდიდატებისგან განათლებას და სამუშაო გამოცდილებას. არ გვქონდა შეზღუდული ასაკობრივი კატეგორია. 2019 წელსაც, ნებისმიერ მოტივირებულ ადამიანს, ვისაც სურდა ჯიპიაის გუნდის წევრი გამხდარიყო, შეეძლო ფორუმზე მოსვლა და გასაუბრების გავლა. საბოლოოდ ფორუმის შედეგად 200-მდე ადამიანი დავასაქმეთ. ყველა მათგანმა გაიარა 6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟრების კურსი, სადაც საქმის სპეციფიკა შევასწავლეთ და შემდეგ უკვე ჯიპიაის თანამშრომლები გახდნენ სრულ განაკვეთზე. ამ ფორუმის შედეგად კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა 700-მდე გაიზარდა და რაც ჯიპიაის დასახული გეგმების შესრულებასა და გაყიდვების ზრდაში დაეხმარა.
გარდა ფორუმისა, 2019 წელს ჯიპიაიმ მასშტაბური რეგიონული ქსელი შექმნა, საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა და 1200-ზე მეტი ადამიანი დაასაქმა. რეგიონული ქსელი ჩვენი მასშტაბური სოციალური პროექტის - “ავტომობილის სტიქიისაგან უფასო დაზღვევა” - ფარგლებში შეიქმნა. რეგიონებში დასაქმებული ჯიპიაის აგენტების მიზანი სოციალურ პროგრამაში რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩართვა იყო. ისინი მოსახლეობას უფასო დაზღვეას ჩუქნიდნენ. ასევე მათი მოვალეობა იყო დაზღვეულებთან კომუნიკაცია და რეგიონებში დაზრვევის კულტურის ამაღლება. საქართველოს 10 რეგიონში 36 წარმომადგენლობითი ოფისი გავხსენით. დასაქმებულები, კი იყვნენ როგორც თვითმმართველი რაიონებიდან, ისე სხვადასხვა სოფლებიდან.
„მოქმედები დღე“ ჯიპიაი ჰოლდინგის სოციალური პროექტია, რომელიც კომპანიის ყველა თანამშრომელს საშუალებას აძლევს მისთვის სასურველი მოხალისეობრივი სოციალურად მნიშვნელოვანი აქტივობა დაგეგმოს და განახორციელოს. ჯიპიაი ამ აქტივობისთვის ყველა მათგანს ერთ სამუშაო დღეს, საჭირო თანხას და სხვა საჭირო მატერიალურ რესურსებს ჩუქნის. 2019 წელს კომპანიაში შეიქმნა 12 გუნდი, რომელთაც წლის განმავლობაში 12 სხვადასხვა პროეექტი განახორციელეს.
ჯიპიაის თანამშრომლებმა ორგანიზება გაუკეთეს „აზდაკის ბაღის“ სპექტაკლს. თეატრის დასში არიან შშმ პირები რომელთაც თეატრის ასაშენებლად გარკვეული თანხა ესაჭიროებოდათ. საჭირო თანხის შეგროვებაში დასს ჯიპიაის თანამშრომლები დაეხმარნენ. ორგანიზება გაუწიეს სპექტაკლს და გამოფენა-გაყიდვას. შემოსული თანხა მთლიანად „აზდაკის ბაღს“ გადაერიცხა.
გრემის თემი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დასახლებაა კახეთში. მათ თავიანთი მეურნეობა აქვთ. ჯიპიაის თანამშრომლები დაუკავშირდნენ, გაარკვიეს რომ ჰქონდათ მიწა სადაც ნერგების დარგვა სურდათ. მათთან ჩავიდნენ თხილის ნერგების ჩაუტანეს და თემის წევრებთან ერთად დარგეს. ნერგებმა პირველი ნიშანი უკვე გამოღო. გრემის თემის ბინადრები პირველი მოსავლის აღებას მარტის გუნდის წევრებთან ერთად გეგმავენ.
ჯიპიაის თანამშრომლები, საზღვრისპირა სოფელ ოძისში მცხოვრებ ოჯახს დაეხმარნენ. ჩაუტანეს საჭირო სურსათ-სანოვაგე, შხამ-ქიმიკატები და სამეურნეო იარაღები, დაეხმარნენ ვენახის გასხვლასა და სხვა საშემოდგომო სამუშაოებში. აჩუქეს ვენახის დაზღვევა.
თბილისის 198-ე სკოლის პრიორიტეტია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსაწავლეებს საზოგადაოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები მისცეს. მაისის გუნდის წევრებმა თბილისის 198 სკოლის შრომითი თერაპიის კაბინეტს ახალი სკამები აჩუქეს, ასევე მოსწავლეებთან ერთად სკოლის ფანჯრის რაფებზე ყვავილების ქოთნები განათავსეს, ყვავილები ჩარგეს და ქოთნების სხვადასხვა ფერად შეღებეს.
მოქმედების დღის ივნისის გუნდმა პირველი გიმნაზიის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს დაზღვევის მნისვნელობაზე ინტერაქციული ლექცია-სემინარი ჩაუტარა. პროექტის მიზანი მოსწავლეებში დაზღვევის შესახებ ცნობადობის ამაღლება იყო. გუნდის წევრებმა მოსწავლეებს მარტივად და საინტერესოდ აუხსნეს რისგან გვიცავს დაზღვევა და როგორ არის შესაძლებელი ფინანსური რისკების თავიდან არიდება.
რუსთავის მოხუცთა თავშესაფარი უკვე 25 წელია ფუნქციონირებს. დღეს აქ 42 მოხუცი ცხოვრობს. აგვისტოს გუნდის წევრებმა ერთი დღე მოხუცებთან გაატარეს. თავსესაფრის ეზო დაასუფთავეს, ყვავილები და მარადმწვანე მცენარეები დარგეს. მოხუცებს კი ტკბილეული, ეზოს ინვენტარი და სამაგიდო თამაშები აჩუქეს.
სექტემბრის მოქმედების დრე ომის გმირებს მიეძღვნა. პროექტის მიზანი იყო თბილისის მოსახლეობისთვის გაეცნო გმირები, რომელთა სახელობის ქუჩაზეც ცხოვრობდნენ. გუნდის წევრებმა ის ქუჩები შეარჩიეს, რომლების ომში გმირულად დაღუპულთა სახელს ატარებს. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ამ ქუჩების მაცხოვრებლებს წარწერები დახვდათ - "შენ გმირის ქუჩაზე ცხოვრობ". სტენსილზე მითითებული იყო Facebook გვერდი, რომელიც გუნდის წევრებმა შექმნეს და სადაც ყველას, მათ შორის ქუჩის მცხოვრებლებსაც შეუძლიათ შევიდნენ და გაეცნონ ამ გმირების ისტორიებს.
წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებულ ძეგვის ბავშვთა თავშესაფარში 80-მდე ბენეფიციარი ცხოვრობს. მარტოხელა დედები, ბავშვები, მოხუცები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. ნოემბრის გუნდის წევრებმა თავშესაფრის მცხოვრებლებს საჭირო ნივთები და პროდუქტები ჩაუტანეს. მასპინძლებთან ერთად ხელნაკეთი საახალწლო სათამაშოები დაამზადეს. სათამაშოების შექმნის პროცესი ბავშვებისთვის განსაკუთრებით სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. ნოემბრის გუნდმა დეკემბერში ამ საახალწლო ნივთების გამოფენა- გაყიდვა თბილისი მოლში მოაწყო. სპეციალურად ამ დღისთვის თავშესაფრიდან ბავშვები თბილისში ჩამოიყვანეს და პროდუქტი მათთან ერთად გაყიდეს. შემოსული თანხა მთლიანად თავშესაფარში გადაირიცხა. საახალწლო გამოფენა-გაყიდვის შემდეგ თავშესაფრის პატარა ბინადრებმა ზოოტოპიაც მოინახულეს.
დეკემბრის მოქმედების დღე ახალი წლის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურ პრობლემას მიეძღვნა. გუნდის წევრები საახალწლო სოფერლს ესტუმრნენ და იქ მისულ ადამიანებს მაშხალებისა და ფოიერვერკების მოხმარების ინსტრუქცია გააცნეს. ჯგუფის წევრებმა საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოქალაქეებს პიროტექნიკის გამოყენებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. "სემინარის" ბოლოს კი კამერასთან საჯარო პირობაც დაადებინეს, რომ პიროტექნიკას სიფრთხილით გამოიყენებდნენ.
მოქმედების დღის იანვრის გუნდი ოშაყმაშვილების სოციალურად დაუცველ ოჯახს, მარტყოფში, სახლში ესტუმრა. გუნდის წევრებმა ოჯახს შეშა, საკვები და ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები ჩაუტანეს.