პრეზენზიის შექმნა

თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!

მიმდინარეობს შეტყობინების განხილვა, უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებათ ჩვენი აგენტი.
გმადლობთ
თქვენი შეტყობინება გაგზავნილია!
შეტყობინება მუშავდება და უახლოეს პერიოდში დაგიკავშირდებიან ჩვენი აგენტები
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა!
შეტყობინების გაგზავნა ვერ მოხერხდა, გთხოვთ სცადოთ ხელმეორეთ
დახმარება
მხარდაჭერის ჯგუფი:
032 2 505 111
სამუშაო საათები:
Monday - Friday: 9:30AM. - 18:30PM.
პრეტენზიების შექმნა:
გთხოვთ დაგვიტოვოთ შეტყობინება
დაწყება
ეკოისტი
ძიება
დახმარება
ჩემი კაბინეტი
ENG Eng
მიიღე შეთავაზებები პირველმა
იყავი ახალი ამბების და შეთავაზებების საქმის კურსში
თქვენ წარმატებით გამოიწერეთ სიახლეები !
შეთავაზებების და სიახლეების სანახავად გადაამოწმეთ ელფოსტა
.
სიახლეები უკვე გამოწერილია
email subscribed successfully!
please enter a valid email
სიახლეები უკვე გამოწერილია
ძიება
დახმარება
ანაზღაურება
ჯანმრთელობის დაზღვევა
დამატებითი შეთავაზებები
ოპერაციის დაფინანსება
პროვაიდერი კლინიკები
მისამართი
ოფისები
ავტოდაზღვევა
საპენსიო დანაზოგი
results not found

ყველაზე კომფორტული სადაზღვევო მომსახურება

კორპორაციული პაკეტით კლინიკების არჩევის სრული თავისუფლება გაქვს- მომსახურებას ნებისმიერ კლინიკაში მიიღებ პირადი ექიმის მიმართვის გარეშე.

შენ გემსახურება  წამყვანი კლინიკებისა და ლაბორატორიების ყველაზე დიდი ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

სხვადასხვა სადაზღვევო სერვისით სარგებლობა უკვე სრულად დისტანციურად შეგიძლია, ჩვენი ონლაინ პლატფორმების- აპლიკაციისა და ვებგვერდის მეშვეობით.

რა მომსახურებები მიფინანსდება?

  • პირადი ექიმი/პედიატრი

    შენ მიერ არჩეული ზოგადი პროფილის ექიმი აწარმოებს სამედიცინო ისტორიებს, მეთვალყურეობს შენს ჯანმრთელობას, გეგმავს პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, აკონტროლებს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს. პირადი ექიმი გაძლევს რეკომენდაციებს, საჭირო ცნობებსა და მიმართვებს, რომლითაც იღებ ამბულატორიულ მომსახურებას.

    დაზღვევისთანავე ჩვენს  მომსახურე კლინიკებში შეგიძლია, აირჩიო პირადი ექიმი ან პედიატრი.

    პირადი ექიმის ასარჩევად, უნდა დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე 0322505111 ან შეგიძლია, თავად დაჯავშნო პირველადი ვიზიტი ონლაინ. 

    თუ უკვე გყავს პირადი ექიმი, შეგიძლია ვიზიტზე ონლაინ როგორც ვებით, ასევე აპლიკაციით - MyGpi ჩაეწერო,  ან  დაგვიკავშირდე ცხელ ხაზზე  - 0322505111 (კურაციო - 0322430101).

  • ამბულატორია

    ამბულატორიული მომსახურება გულისხმობს როგორც გეგმიურ, ასევე გადაუდებელ ამბულატორიულ შემთხვევებს.

     

    იმის მიხედვით, თუ რას აფინანსებს შენი პაკეტი, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების მიღება ნებისმიერ კლინიკაში შეგიძლია.

    პროვაიდერ კლინიკაში ამისათვის შეთანხმება ან მიმართვა საჭირო არაა, მხოლოდ შენს გადასახდელ წილს იხდი. 

    არაპროვაიდერ კლინიკაში თანხას სრულად გადაიხდი და შემდეგ აინაზღაურებ ონლაინ.

     

    თუ პოლისი გეგმიური ამბულატორიულ მომსახურების სხვადასხვა სქემას ითვალისწინებს, მომსახურების მიღება შემდეგი პირობების გათვალისწინებით შეგიძლია:

    ა) მომსახურე და პროვაიდერ კლინიკებში -  გჭირდება პირადი ექიმის მიმართვა*, იხდი მხოლოდ შენს წილს.

    ბ) პრივილეგირებულ პროვაიდერ კლინიკებშ - არ გჭირდება ექიმის მიმართვა*, საკმარისია პირადობა ან სადაზღვევო ბარათი და იხდი მხოლოდ შენს წილს. 

    გ) არაპროვაიდერ კლინიკაში - იხდი მომსახურების ღირებულებას სრულად. შემდეგ ინაზღაურებ ონლაინ. ასანაზღაურებლად დაგჭირდება ფორმა 100/ექიმის დანიშნულება, გადახდის ორდერი და ქვითარი. 

     

    მიმართვის მოთხოვნა შეგიძლია წინასწარ ონლაინ. მას სმს-ის სახით მიიღებ და წარადგენ კლინიკაში. პრივილეგირებულ კლინიკებში მიმართვის მოთხოვნა ადგილზევე შეგიძლია.

  • ჰოსპიტალიზაცია

    ღნიშნული სერვისი ითვალისწინებს ისეთ სამედიცინო მომსახურებას, რომლის მისაღებად კლინიკაში ღამისთევა გიწევს.

     

    გაითვალისწინე, შენი პაკეტი შეიძლება გულისხმობდეს მოცდის პერიოდს გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების მისაღებად. 

     

    როგორც პროვაიდერ, ისე არაპროვაიდერ კლინიკაში გეგმიურ ჰოსტპიტალიზაციაზე დაფინანსების მისაღებად საჭიროა საგარანტიო წერილის მოთხოვნა. ეს არის დასტური იმისა, რომ შენი ოპერაცია ფინანსდება და გადაეცემა პროვაიდერ კლინიკას, რომელშიც გეგმავ ოპერაციის გაკეთებას. საგარანტიო წერილის მოთხოვნა ონლაინ შეგიძლია. დაგჭირდება ფორმა 100 და ოპერაციის კალკულაცია (ხარჯთაღრიცხვა).

     

    თუ ოპერაციას პროვაიდერ ჰოსპიტალურ კლინიკებში ჩაიტარებ, საგარანტიო წერილს ჩვენვე გავგზავნით კლინიკაში და შენ ადგილზე მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი.

    არაპროვაიდერ კლინიკაში კი თანხას სრულად გადაიხდი და შემდეგ აინაზღაურებ ონლაინ.

     

    გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია კლინიკებში დაზღვევის ძალაში შესვლისთანავე ფინანსდება. საგარანტიო წერილის მოთხოვნა შენი მხრიდან საჭირო აღარ არის, გადაუდებელი შემთხვევების დროს ფორმალურ პროცედურებს კლინიკა უზრუნველყოფს.

    გადაუდედებლი ჰოსპიტალიზაცია არაპროვაიდერ კლინიკებშიც ფინანსდება. გაითვალისწინე, რომ შესაძლოა, დაგჭირდეს თანხის ადგილზე სრულად გადახდა და შემდეგ აინაზღაურებ ონლაინ.

  • სტომატოლოგია

    გეგმიური სტომატოლოგია მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორებიცაა: სტომატოლოგთან კონსულტაცია, ბჟენი, ანესთეზია, წმენდა, ქვებისა და ნადების მექანიკური მოცილება, გეგმიური სტომატოლოგიური ქირურგიული მანიპულაცია.

    გადაუდებელი სტომატოლოგია კი ,ძლიერი ტკივილის ფონზე, კბილის ამოღებასა ან გაყუჩებას მოიცავს და ფინანსდება ნებისმიერ სტომატოლოგიურ კლინიკაში.

    პოლისზე ასევე ვრცელდება ფასდაკლებები პროვაიდერ კლინიკებში შემდეგ პროცედურებზე - ბრეკეტები, იმპლანტაცია, სტომატოლოგიური პროთეზები, ორთოდონტული, ორთოპედიული მომსახურება.

     

    პროვაიდერ სტომატოლოგიურ კლინიკაში მომსახურების მისაღებად ჩვენთან წინასწარი შეთანხმება საჭირო არ არის. ვიზიტს ჯავშნი სასურველ კლინიკაში და გადაიხდი მხოლოდ შენს გადასახდელ წილს.

    გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების პირობები, დაფარვა, პროვაიდერი კლინიკების სია და სხვა დეტალები, შეგიძლია პირად კაბინეტში ნახო.

    არაპროვაიდერში კლინიკაში კი გადაუდებელი სერვისის მიღებისას ჯერ თანხას იხდი სრულად და შემდეგ აინაზღაურებ ონლაინ.

    გაითვალისწინე, რომ დაფინანსებისთვის საჭიროა მომსახურებამდე რენტგენი (დენტოგრამა).

     

     

  • ორსულობა-მშობიარობა

    ორსულობა-მშობიარობასთან დაკავშირებული სერვისებით სარგებლობა ნებისმიერ კლინიკაშია შესაძლებელი.

    ორსულობის შემთხვევაში მომსახურების მიღება გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მსგავსია და დეტალები შეგიძლია პირად კაბინეტშიც იხილო.

    მშობიარობის დაფინანსებისთვის წინასწარი დოკუმენტების წარმოდგენა და საგარანტიო წერილის მოთხოვნა საჭირო არაა, სამშობიარო კლინიკა ჩვენთან ერთად თავად უკეთებს ორგანიზებას დაფინანსებასთან დაკავშირებულ პროცედურებს ჩვენთან შეთანხმებით. ნებისმიერ სამშობიარო კლინიკაში იხდი მხოლოდ შენს გადასახდელ წილს.

  • პროფილაქტიკური კვლევები

    კორპორაციული პაკეტით ყოველწლიურად შეგიძლია, ჩაიტარო ასაკისა და სქესის შესაბამისი პროფილაქტიკური და სასკრინინგო კვლევები. კვლევები სრულად ფინანსდება მომსახურე კლინიკაში (კლინიკა, რომელშიც პირადი ექიმი გემსახურება), გამოკვლევების დაგეგმვაში შენ მიერ არჩეული პირადი ექიმი გეხმარება.

  • მედიკამენტები

    მედიკამენტის შეძენა თანადაფინანსებით პირადი ექიმის ჩართულობით ან ჩვენს პრივილეგირებულ პროვაიდერ კლინიკაში კონსულტაციის მიღების შემთხვევაშია შესაძლებელი.

    თუ მომსახურებას პრივილეგირებულ პროვაიდერ კლინიკაში იღებ, ამავე კლინიკის ნებისმიერი ექიმის დანიშნულების საფუძველზე შეგიძლია მოითხოვო მიმართვა ონლაინ პირადი კაბინეტიდან, 20 წუთში მიმართვას იღებ სმს-ის სახით, რომლის წარდგენით პროვაიდერ აფთიაქში უკვე თანადაფინანსებით შეძლებ მედიკამენტების შეძენას.

    შეგიძლია თანხა სრულად გადაიხადო აფთიაქში, შემდეგ კი აინაზღაურო ონლაინ. ანაზღაურებისას აუცილებელია წარმოადგინო ექიმის დანიშნულება.

ხშირად აინტერესებთ

აირჩიე კატეგორია
დატოვეთ შეტყობინება
კლინიკა *
მიუთითეთ სახელი
ტელეფონის ნომერი *
მიუთითეთ სახელი
რა პროდუქტი გაინტერესებთ
მიუთითეთ სახელი
შეტყობინება *
ჩაწერეთ ტექსტი
captcha