სადაზღვევო შემთხვევის დაფიქსირება
თუ ავტოსაგზაო შემთხვევა მოგიხდა, მიუხედავად ბრალეულობისა, პირველ რიგში, უკავშირდები ჩვენი მხარდაჭერის ჯგუფს (032 2 605 111) ან ზარალს აპლიკაცია MyGPI -ის მეშვეობით აფიქსირებ. თუ ცხელ ხაზზე დაგვირეკავ, სმს-ით მიიღებ ბმულს და შეავსებ მონაცემებს. განაცხადის დაფიქსირებისთანავე კი დაგიკავშირდება მენეჯერი და დაგეხმარება სადაზღვევო პროცედურების მოგვარებაში.
თუ ზარალის შესახებ განაცხადის გაკეთებას აპლიკაციიდან ამჯობინებ, ამას ოპერატორთან გასაუბრების გარეშე, სწრაფად და მარტივად მოახერხებ. მცირე ზარალის შემთხვევაში სადაზღევო პროცედურა სრულად დისტანციურად შეგვიძლია დავარეგულიროთ, ხოლო თუ ავტოსაგზაო შემთხვევაში მესამე მხარეცაა ჩართული (სხვა ავტომობილს დაეჯახე ან თავად დაგეჯახა) აუცილებელია პატრულის გამოძახება. გაითვალისწინე, რომ პატურილის მოსვლამდე ავტომობილი არ უნდა გადაადგილო, წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალის შეფასებას ვერ შევძლებთ.
მომსახურება პატრულის გამოძახების გარეშე
თუ მსუბუქი ავტოსაგზაო შემთხვევა მოგიხდა, მაგალითად, დაეჯახე ხეს ან ბორდიულს, დაეცა საგნები ავტომობილს და ა.შ. ზარალის დარეგულირება პატრულის გამოძახების გარეშეც შესაძლებელია. საკმარისია, აპლიკაციაში დააფიქსირო შემთხვევის შესახებ- მონიშნო რა დაზიანებები აქვს შენს ავტომობილს და უმოკლეს დროში დაგიკავშირდება მენეჯერი, რომელიც დისტანციურად შეგიფასებს ზარალს და იმავე დღეს მიიღებ ანაზღაურებას.
ანაზღაურების ვადები
ავტოდაზღვევის ყველა პაკეტისთვის სადაზღვევო შემთხვევა მაქსიმუმ 10 სამუშაო დღეში რეგულირდება, თუმცა შემთხვევების 80%-ს 3 სამუშაო დღეში განვიხილავთ. მცირე შემთხვევები, რომელშიც ჩართული არაა მესამე მხარე და ზარალი 1000 ლარამდეა, დისტანციურად 1 სამუშაო დღეში რეგულირდება. 3000 ლარამდე ზარალი კი -მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.
ანაზღაურების პროცესი
ავტოზარალს სადაზღვევო მენეჯერი დისტანციურად ან შემთხვევის ადგილზე აფასებს. სურვილის შემთხვევაში, შეიძლება ჩატარდეს ავტოექსპერტიზა. თუ სადაზღვევო მენეჯერის მიერ შეფასებულ ზარალს ეთანხმები, ანაზღაურებას 1-დან 5 დღემდე ვადაში მიიღებ. თუ შეფასებას არ ეთანხმდები, შეგვიძლია, ავტომობილს დამატებითი ექსპერტიზა ჩავუტაროთ.
ზარალის ასანაზღაურებლად შეგიძლია, მოითხოვო თანხა ან ავტომობილის შეკეთება ჩვენს პარტნიორ სერვისცენტრებში.