განაცხადის დაფიქსირება
ზარალის ასანაზღაურებლად განაცხადი უნდა დააფიქსირო ცხელ ხაზზე 0322505111, რის შემდეგაც დაგიკავშირდება მენეჯერი, მოვა მისამართზე, შეაფასებს ზარალს და 1 დღეში მიიღებ ანაზღაურებას
ზარალის ანაზღაურება სტიქიური მოვლენების შედეგად
თუ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანდა ბინის რემონტი, ავეჯი, განაცხადის დაფიქსირების შემდეგ, აუცილებელია გარემოს დაცვის სააგენტოდან მივიღოთ მეტეოროლოგიური ცნობა იმის შესახებ, თუ კონკრეტულ პერიოდში რა მოცულობის იყო სტიქია. თუ ეს მონაცემი დასაშვებ ზღვარზე მეტია -ზარალი აგინაზღაურდება.
მესამე მხარის მიმართ ზარალის ანაზღაურება
თუ სტანდარტულ პაკეტთან ერთად მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევაც გაქვს შეძენილი, შენ მიერ დაზარალებული მეზობლის სარემონტო ხარჯებსაც ჩვენ ავანაზღაურებთ.
იმ შემთხვევაში თუ შენც და შენს მეზობელსაც ბინა დაზღვეული გაქვთ, კომპენსაცია შენი სადაზღვევო პაკეტის ლიმიტიდან გაიცემა, რადგან დაზარალებული მხარე შენი მეზობელია.
ანაზღაურების დეტალები
პოლისი კომფორტის სტანდარტული პაკეტით რემონტის ზარალი ყოველ კვადრატულ მეტრზე 300 ლარამდე ანაზღაურდება, დააკლდება ფრანშიზა ზარალიდან 5% (მინ. 100₾). პრემიუმ პაკეტით კი ყოველ კვადრატულ მეტრზე 500 ლარამდე ანაზღაურდება, ასევე ფრანშიზის გამოკლებით.
ნივთების დაზიანების შემთხვევაში, თითოეულ ნივთზე ზარალი ანაზღაურდება იმის მიხედვით, თუ რამდენადაა შეფასებული და გამოაკლდება ზარალიდან 150₾.