ამბულატორიული მომსახურების ანაზღაურება
ამ მომსახურების ღირებულების ანაზღაურება საჭირო ხდება იმ შემთხვევაში, თუ სერვისით არაპროვაიდერ კლინიკაში ისარგებლე. არაპროვაიდერ კლინიკაში მიღებული ამბულატორიული მომსახურება, როგორებიცაა: სპეციალისტთან ვიზიტი, ანალიზები, გამოკვლევები ანაზღაურდება პოლისი მედი კლასიკისა და პრემიუმის მფლობელებისთვის, პირადი ექიმის მიმართვით. გადახდილ თანხას აინაზღაურებ ონლაინ , პირადი კაბინეტიდან -აპლიკაციიდან Mygpi ან ვებგვერდიდან Mygpi.ge. ანაზღაურებისთვის დაგჭირდება ფორმა 100, გადახდის ქვითრები და შემოსავლის ორდერი.
მედი ბაზისური, სტანდარტი და ოპტიმალის მფლობელები მომსახურებას მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებში თანადაფინანსებით იღებენ. შესაბამისად, ანაზღაურების მოთხოვნა საჭირო აღარ არის.
ჰოსპიტალიზაციის ანაზღაურება
გეგმიურ ოპერაციაზე ანაზღაურების მოთხოვნა საჭირო ხდება იმ შემთხვევაში, თუ მომსახურება არაპროვაიდერ კლინიკაში 12-თვიანი მოცდის პერიოდის გასვლის შემდეგ მიიღე. ეს სერვისი ანაზღაურდება მხოლოდ პოლისი მედი კლასიკისა და პრემიუმის მფლობელებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ანაზღაურების მისაღებად საჭიროა ოპერაციამდე საგარანტიო წერილის მოთხოვნა. ოპერაციის შემდეგ კლინიკაში თანხას სრულად იხდი, შემდეგ კი ინაზღაურებ ონლაინ აპლიკაციიდან Mygpi ან ვებგვერდიდან Mygpi.ge. დაგჭირდება ფორმა 100, გადახდის ქვითრები და შემოსავლის ორდერი. პასუხს ერთ სამუშაო დღეში მიიღებ.
გადაუდებელ ოპერაციაზე მოცდის პერიოდი არ მოქმედებს და მომსახურების მიღებას ნებისმიერ ჰოსპიტალურ კლინიკაში შეძლებ -როგორც პროვაიდერ, ისე არაპროვაიდერში. აუცილებელია, შემთხვვის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდო ცხელ ხაზზე (0322505111). თუ გადაუდებელ მომსახურებას პროვაიდერ კლინიკაში მიიღებ, სადაზღვევო პროცედურებს შენი ჩარევის გარეშე დავარეგულირებთ და კლინიკაში მხოლოდ შენს გადასახდელ წილს გადაიხდი. ხოლო, თუ არაპროვაიდერში გაგიწიეს მომსახურება - თანხას სრულად გადაიხდი და მოგვიანებით აინაზღაურებ ონლაინ აპლიკაციიდან Mygpi ან ვებგვერდიდან Mygpi.ge.
დაგჭირდება ფორმა 100, გადახდის ქვითრები, შემოსავლის ორდერი. თანხას 1 სამუშაო დღეში აინაზღაურებ.
სწრაფი და სტანდარტული ანაზღაურების მეთოდები
სწრაფი ანაზღაურების მეთოდი უფრო მარტივი და დაჩქარებული სერვისია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, ესა თუ ის ველი ავტომატურად შეავსო და პასუხიც უფრო მალე - მაქსიმუმ 3 სამუშაო საათში მიიღო. გარდა ამისა, სწრაფი ანაზღაურების მეთოდით, შეგიძლია ხშირად მოხმარებადი მომსახურებები შეინახო შაბლონებად შემდეგ კი, ერთი ღილაკით გაამეორო განაცხადი ისე, რომ აღარ დაგჭირდება ველების ხელახლა შევსება.
სტანდარტული ანაზღაურების შემთხვევაში განაცხადი 1 სამუშაო დღეში განიხილება. ამასთან, აუცილებელ ველებს ხელით ავსებ. ეს იმ შემთხვევისთვისაა მოსახერხებელი, თუ დაზუსტებით არ იცი მიღებული მომსახურების დასახელება.
ანაზღაურებისთვის დაგჭირდება ფორმა 100, გადახდის ქვითრები და შემოსავლის ორდერი. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია, საჭირო გახდეს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა, რის შესახებაც ინფორმაციას მენეჯერი პირადად მოგაწვდის.
სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურება
პოლისი მედის მფლობელებისთვის გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების მიღება მხოლოდ პროვაიდერ კლინიკებშია შესაძლებელი. თანხას ადგილზე თანადაფინანსებით იხდი. ანაზღაურებისთვის დოკუმენტების წარმოდგენა საჭირო აღარაა.
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების მიღება კი ნებისმიერ კლინიკაშია შესაძლებელი. თუ ამ სერვისით არაპროვაიდერ კლინიკაში ისარგებლე, გადახდილ თანხას ონლაინ აინაზღაურებ. დაგჭირდება: ფორმა 100, გადახდის ქვითრები, შემოსავლის ორდერი და ვიზიო (მანიპულაციამდე და შემდეგ ფოტო).
სტომატოლოგიური მომსახურების ონლაინ ანაზღაურებისთვის ეწვიე პირად კაბინეტს აპლიკაციაში ან ვებგვერდზე.