გადაამოწმე, რა თანხის ფარგლებში გინაზღაურდება კონკრეტული სამედიცინო სერვისები. პროცენტული დაფარვები, უკვე გახარჯული და დარჩენილი ლიმიტები შეგიძლია პირად კაბინეტში ნახო.
კორპორაციული პაკეტი შესაძლებლობას გაძლევს, ვიწრო პროფილის სპეციალისტის მიერ დანიშნული მედიკამენტები პირადი ექიმის მიმართვის გარეშე შეიძინო, ამ შემთხვევაში თანხას სრულად იხდი აფთიაქში, შედმეგ კი აინაზღაურებ ონლაინ
მედიკამენტების დაფარვები და ლიმიტები შეგიძლია შენს პირად კაბინეტში გადაამოწმო.
თუ სასწრაფო და გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია დაგჭირდა, კლინიკა თავად გვიკავშირდება და დაზღვეულის ან ოჯახის წევრების ჩარევის გარეშე ვაგვარებთ დაფინანსების საკითხს. გარდა ამისა, გადაუდებელი შემთხვევის დროს ჩვენი წარმომადგენელი თავად მოდის კლინიკაში და ოჯახს ეხმარება ყველა საჭირო სადაზღვევო საკითხის მოგვარებაში.
გეგმიური ოპერაციის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა პროვაიდერ კლინიკაში იღებ მომსახურებას თუ არაპროვაიდერში, აუცილებელია საგარანტიო წერილის მოთხოვნა ოპერაციამდე მინიმუმ 3 სამუშაო დღით ადრე. საგარანტიო წერილი არის დოკუმენტი, რომელიც უნდა მოითხოვო სადაზღვევო კომპანიისგან და წარადგინო კლინიკაში იმის დასტურად, რომ ოპერაცია გიფინანსდება.
საგარანტიო წერილის მოთხოვნისთვის საჭიროა, კლინიკიდან ოპერაციის ხარჯთაღრიცხვა (კალკულაცია) და ფორმა 100 წარმოადგინო. მოთხოვნა შესაძლებელია ონლაინ, აპლიკაციიდან MyGPI ან ვებ გვერდიდან Mygpi.ge . დარეგისტრირდი ან გაიარე ავტორიზაცია, "სამედიცინო ანაზღაურების" ნაწილში ნახავ საგარანტიო წერილის გაგზავნის შესაძლებლობას, მიჰყევი ველებს, ატვირთე დოკუმენტები. პასუხს კი 3 სამუშაო დღეში მიიღებ. იხილე ინსტრუქცია.
თუ ორსულობასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურება არაპროვაიდერ კლინიკაში მიიღე, თანხას კლინიკაში სრულად გადაიხდი შენ, შემდეგ კი აინაზღაურებ ონლაინ აპლიკაციით MyGPI ან ვებგვერდით Mygpi.ge.
გაიარე ავტორიზაცია, იპოვე სამედიცინო ანაზღაურების ველი პირად კაბინეტში, მიჰყევი ინსტრუქციას , იქვე ატვირთე საჭირო დოკუმენტაცია: ფორმა 100, გადახდის ქვითრები, შეემოსავლის ორდერი და გააგზავნე მოთხოვნა ანაზღაურებაზე. პასუხს 20 წუთში, თანხას კი ერთ სამუშაო დღეში მიიღებ სასურველ ანგარიშზე.