ონკო ქეარით შესაძლებელია 18 წლამდე შვილ(ებ)ის დაზღვევა იმავე სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში ისე, რომ არ გაიზრდება პოლისის ღირებულება. შვილის დამატება პოლისის შეძენის დროსვე ხდება- საკმარისია მხოლოდ პირადი მონაცემების შევსება.
სადაზღვევო კომპენსაციის ლიმიტი 12 500-დან 150 000 ლარამდეა. თანხის რაოდენობას პოლისის შეძენის დროს თავად ირჩევ
ონკო ქეარი 4 წლიანია და ყოველ წელს ავტომატურად ახლდება ფასის ცვლილების გარეშე. ყოველ მეხუთე წელს, განახლების შემთხვევაში, ტარიფი ასაკის მიხედვით შეიცვლება.
ონკო ქეარი ითვალისწინებს 6-თვიან მოცდის პერიოდს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპენსაცია გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პოლისის შეძენიდან 6 თვის შემდეგ დადასტურდა ავთვისებიანი სიმსივნე.
ონკოქეარი დაზღვეულს საშუალებას აძლევს, ყოველგვარი დანახარჯების გარეშე საქართველოში დასმული დიაგნოზი საზღვარგარეთ, მისთვის სასურველ კლინიკაში გადაამოწმოს. მის შემთხვევას ონკოლოგიის წამყვანი სპეციალისტები შეისწავლიან, რომლებიც ცნობილნი არიან მკურნალობისას უახლესი სამედიცინო ტექნიკების გამოყენებით და მიღწეული შედეგების საუკეთესო ხარისხით. 10 დღეში დაზღვეული ამ ექიმებისგან, მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ მკურნალობის გეგმას მიიღებს, რომელიც მედიცინის უახლეს სტანდარტებს ეფუძნება და საუკეთესო გზაა განკურნებამდე.
ონკო ქეარით შესაძლებელია 18 წლამდე შვილ(ებ)ის დაზღვევა იმავე სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში ისე, რომ არ გაიზრდება პოლისის ღირებულება. შვილის დამატება პოლისის შეძენის დროსვე ხდება- საკმარისია მხოლოდ პირადი მონაცემების შევსება.
ონკო ქეარის შეძენა შეუძლიათ მხოლოდ 21-დან 65 წლამდე პირებს. 18 წლამდე არასრულწლოვნები იზღვევიან მშობლების მიერ იმავე ლიმიტის ფარგლებში.
ონკო ქეარით კომპენსაცია გაიცემა ყველა იმ ინვაზიური დაავადების დადასტურების შემთხვევაში, რომელიც შედის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD-10) მე-10 გამოცემის C00–C97 კოდებში. მათ შორის:ლეიკემია, ავთვისებიანი ლიმფომა, კანის ლიმფომა, მელანომა, ჰოჯკინსის დაავადება, ძვლის ტვინის ავთვისებიანი ცვლილებები და სარკომა.
სიმსივნური დაავადება უნდა დადასტურდეს ჰისტოპათოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე.