წინასატენდერო გარანტია - რა არის საჭირო ტენდერში მონაწილეობის მისაღებად?
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად უნდა ისარგებლოთ წინასატენდერო გარანტიით.
განაცხადის გაკეთების დროს უთითებ საბანკო ბარათის მონაცემებს, რომლის დროსაც მოთხოვნილი გარანტიის ოდენობის თანხა იყინება ანგარიშზე, იმ ვადით, სანამ ამ ტენდერზე არ გაფორმდება ხელშეკრულება.
რა საბუთებია საჭირო წინასატენდერო გარანტიის გასაფორმებლად?
1. საჯარო რეესტრის ამონაწერი;
2. დირექტორის პირადობის ასლი;
3. ტენდერის ნომერი
რა დრო სჭირდება გარანტიის გამზადებას და რა პროცედურებია?
გარანტია მომზადებას ჭირდება 1 სამუშაო დღე.
გარანტია გაიცემა დისტანციურად, არ არის აუცილებელი ოფისში ვიზიტი, ორივე მხარე ხელშეკრულებებს ელექტრონულად აწერეს ხელს. ორიგინალი გარანტიის მოთხოვნის შემთხვევაში გარანტია გაიცემა ოფისიდან.
არის, თუ - არა, უზრუნველყოფა საჭირო?
20. 000 ლარამდე მხოლოდ წინასატენდერო გარანტიების ჯამური თანხა თუ, არ თავისუფალი ხართ, როგორც საბუთების წარმოდგენისგან, ასევე, უქრუნველყოფისგან.
20. 000 - 30. 000 ლაარამდე გარანტიის დროს აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ბრუნვა ბოლო 1 წლის განმავლობაში 200. 000 ლარზე მეტი გქონდეთ.
30. 000 ლარზე მეტი გარანტიის დროს კი აუცილებელია უზრუნველყოფა,
რა არის და როგორ უნდა მივიღო ხელშეკრულების შესრულების გარანტია?
უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროულად და წინასწარგანსაზღვრული პირობებით შესრულებას.
ელექტრონული გარანტიის მიღება შესაძლებელია მარტივად - სახლიდან გაუსვლელად.
საჭიროების შემთხვევაში, გაიცემა მატერიალური სახითაც გაიცემა ბლანკიან ფურცელზე დაბეჭდილი, ბეჭდით დადასტურებული და ხელმოწერილი გარანტიაც.
რა საბუთებია საჭირო სახელშეკრულებო, საავანსო და ხარისხის გარანტიის გასაფორმებლად?
ბანკის ბრუნვა ბოლო 1 წლის
კომპანიის გამოცდილების ფაილი
რით შეიძლება გარანტიის უზრუნველყოფა?
უძრავი და მოძრავი ქონებით და თანხის გაყინვით. აუცილებელია ქონების შეფასება და ნოტარიუსის საშუალებით გირაოთი უზრუნველყოფა.