8 ივლისიდან „ჯიპიაი ჰოლდინგში“ ავტოდაზღვევის შეძენის ან განახლების დროს 35%-მდე თანხის დაზოგვა შეგიძლიათ.
ჯიპიაის და Mastercard-ის ერთობლივი აქციის ფარგლებში, ავტო აქტივის პაკეტის, Mastercard პრემიუმ ბარათით შეძენისას თანხის 15% ქეშბექის სახით გიბრუნდებათ, დამატებით 20% -იან ფასდაკლებას კი ჯიპიაი გთავაზობთ თუ ავტოდაზღვევას ონლაინ შეიძენთ.
აქციის პირობები ვრცელდება როგორც ახალ, ისე უკვე არსებულ მომხმარებლებზეც.
თუ მომხმარებელი უკვე ფლობს ჯიპიაი ავტოდაზღვევას და ამ აქციის პერიოდში უწევს განახლება, ახალ პოლისზე თანხა მასტერქარდის პრემიუმ ბარათით უნდა გადაიხადოს, ბარათი ავტომატურ გადახდებში დაამატოს და გადახდილი თანხის 15%-ს უკან დაიბრუნებს.
ახალმა მომხმარებლებმაც , ქეშბექის მისაღებად, დაზღვევის ღირებულების გადახდის დროს Mastercard-ის პრემიუმ ბარათი ავტომატურ გადახდებში უნდა დაამატონ.
ავტოდაზღვევის ონლაინ შეძენის დროს გამოყენებულ ბარათს, პროგრამა თავად დაამატებს ავტომატური გადახდის საშუალებად და მომხმარებელი პირველი გადარიცხვისთანავე ჩაერთვება აქციაში. ოფლაინ შეძენის დროს კი მასტერქარდის ბარათის მიბმაში გაყიდვების მენჯერი დაგეხმარებათ.
ავტოდაზღვევაში გადახდილი თანხის 15%-ს მომხმარებელი საფასურის გადახდიდან 3 სამუშაო დღეში მიიღებს.
აქცია ვრცელდება მასტერქარდის შემდეგი პრემიუმ ბარათების გამოყენების შემთხვევაში:
თიბისი (კონცეპტი) - 559656;
თიბისი - 518974;
საქართველოს ბანკი (სოლო) - 531125
ქართუ ბანკი - 554526