ავარიის შემთხვევაში, ბრალეულობის მიუხედავად, შენი ან/და დაზარალებული მხარის ავტომობილის შეკეთების ხარჯებს ჩვენ ავანაზღაურებთ.
თუ შენი ავტომობილი სხვა პირმა განზრახ დააზიანა, ფინანსურ ზარალს ჩვენ დაგიფარავთ.
ასეთი შემთხვევები დიდ ფინანსურ დანაკარგებთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეგიძლია, მშვიდად იყო - ზარალს ჩვენ აგინაზღაურებთ.
თუ ავტომობილი ან მისი ნაწილები მოიპარეს, ზარალს ჩვენ აგინაზღაურებთ.
სეტყვა, ქარიშხალი, მიწისძვრა, წყალდიდობა - თუ ამ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანდა ავტომობილი, ზარალს ჩვენ აგინაზღაურებთ.
თუ გაჩერებულ ავტომობილს საგნები ან ,თუნდაც, ხე დაეცა, ზარალს ამ შემთხვევაშიც ავანაზღაურებთ.